12 მცენარე ზარმაცებისთვის: ეს უპრეტენზიო მწვანე მეგობრები თქვენს ბაღს სამოთხედ აქცევს

ზაფხული წელიწადის საუკეთესო დროა რომ თქვენს მიწის ნაკვეთზე დარგული საყვარელი მცენარეების ყვავილობით დატკბეთ. თუმცა, თვალწარმტაცი ბაღის შესაქმნელად დიდი ძალისხმევაა საჭირო. რა უნდა გააკეთოთ, თუ მებაღეობაში ახალბედა ხართ და ჰობისთვის დრო არ გყოფნით? ჩვენ მოგიყვებით უპრეტენზიო ყვავილებზე, რომლებიც შეიძლება გაიზარდოს განსაკუთრებული მოვლის გარეშე.

1. პეტუნია

ამ მცენარის გარეშე ბაღი არ არსებობს. ყოველწლიურად, პეტუნია უფრო და უფრო პოპულარული ხდება სახეობების დიდი ასორტიმენტისა და ფერების წყალობით. ყვავილები ირგვება როგორც ღია გრუნტში, ისე ქოთნებში და ბაღის კომპოზიციებს ქმნის. პეტუნია შეიძლება თესლიდან დამოუკიდებლად გაზარდოთ ან უკვე მოზრდილი ყვავილი შეიძინოთ. ყვავილი კარგად იტანს ყველა სახის ამინდს და თვალს გვიან შემოდგომამდე ახარებს.

2. გეორგინა

მდიდრული გეორგინები ბაღს ცისარტყელის ფერებით დაამშვენებს. მათი დარგვა ბაღის ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი, აგრეთვე, ამ მცენარით შეგიძლიათ მიწის ნაკვეთის ხარვეზების დამალვაც, თუ მათით ერთგვარ “ღობეს” შექმნით. გეორგინები შემოდგომამდე ყვავილობს, შემდეგ შეგიძლიათ შეაგროვოთ თესლი და შეინახოთ რეზერვი მომავალი წლისთვის. ის მდგრადია ტემპერატურის ცვლილებისადმი, არ საჭიროებს დიდ ტენს.

3. ლობელია

ლურჯ-იისფერი ჩრდილების მქონე თვალისმომჭრელი ყვავილი, რომელიც შეიძლება  გაიზარდოს როგორც ბაღში, ისე ქოთნებში. ლობელია არსაჭიროებს მოვლას, კარგად იზრდება, არ საჭიროებს უხვად მორწყვას. მცენარე ძალიან დახვეწილად გამოიყურება ქვებსა და ალპურ გორაკებს შორის. უმჯობესია შეიძინოთ ნერგების სახით, რადგან თესლიდან მცენარის დამოუკიდებლად გაზრდა საკმაოდ პრობლემურია.

4. გერანი, იგივე ბალბიფოთოლა

ვის გაუგია ბაღი გერანის გარეშე, რომელიც თავის პატრონს მთელი წლის განმავლობაში გაახარებს. ზაფხულობით ყვავილი ბაღში იზრდება, გამოსაზამთრებლად კი სახლში, მყუდრო ქოთანში უნდა გადაიტანოთ. მცენარე გამოირჩევა მრავალფეროვანი ფერებითა და ჯიშებით. ყველაზე პოპულარულია სქელი გერანიუმი, მის ყვავილს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფოთლები,  მაღალი ან დაბალი ყუნწი. მცენარე სამკურნალო თვისებებს ფლობს. თუ მაღალი წნევა გაწუხებთ, მაჯაზე დაიდეთ გერანიუმის ფურცელი და მდგომარეობა სტაბილიზდება. ყვავილის გამრავლება საკმაოდ მარტივია – მოწყვიტეთ რამდენიმე ღერო ახალი ფოთლით და მაშინვე ჩარგეთ მიწაში.

5. ლობულარია

შესანიშნავი პატარა ზომის მცენარე, რომელიც დაამშვენებს საყვავილეს, ბაღის ბილიკებს, გაზონს ან ალპირ გორას. ლობულარია სწრაფად იზრდება და ულამაზეს ბუჩქად ფორმირდება. ყვავილი შეგიძლიათ დარგოთ ნიადაგში ან ნათესარ ადგიელბში. დარგვისას შეინარჩუნეთ 40 სმ-იანი დაშორება.

6. ლავატერი

მცენარე ფერების სიმდიდრით გამოირჩევა. ლავატერის გაღვივება შეიძლება როგორც საშინაო პირობებში, ისე ღია ნიადაგშიც. ის კარგად იზრდება, ქმნის ულამაზეს პლანტაციას. ის ივნისიდან ოქტომბრამდე ყვავის. ხალხში პოპულარულია ველური ვარდის სახელით.

7. ნარგიზელა

გაჯერებული, ნარინჯისფერ-ბორდოსფერი ყვავილები გახდება მკვეთრი აქცენტი თქვენს ბაღში. გულყვითელას გაზრდა გამოუცდელ მებაღეებსაც კი შეუძლიათ. მთავარი წესი – ისინი რაც შეიძლება ადრე უნდა დარგოთ, რათა ადრე შეძლოთ მისი ყვავილობით დატკბობა. კულტივირებისთვის საუკეთესოა ხვიერი და განაყოფიერებული ნიადაგი.

8. რუდბეკია

კიდევ ერთი “მზისებრი” ყვავილი. ის თესლით მრავლდება, მისი დარგვა აუცილებელია მაისის ბოლოს, პირდაპირ ღია ნიადაგში. იზრუნეთ, რომ ნიადაგი წყალს კარგად ატარებდეს, რადგან ყვავილს სიცოცხლისუნარიანი ტენიანობა მოსწონს. მცენარეს უყვარს მზის სხივები და მის მფლობელს კაშკაშა ყვითელი ფერებით ახარებს.

9. კოსმეა

დახვეწილი და დიდებული მცენარე მეწამულისფერი, წითელი, ვარდისფერი და თეთრი ჩრდილებით. შეუცვლელი მხოლოდ მისი ყვითელი გულია, რომელიც კონტრასტულ კომბინაციას ქმნის. მისი გაზრდა შესაძლებელია ნერგებით ან თესლით, ის დაუყოვნებლივ უნდა ჩარგოთ ღია ნიადაგში. აყვავების შემდეგ, თესლი შეაგროვეთ, რომელიც რამდენიმეწლის განმავლობაში შეინარჩუნებს თავის დასარგავ თვისებებს. მცენარეს ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სახეობები აქვს.

10. კლდისვაშლა (ქვის ვარდი)

მცენარე სუკულენტებს მიეკუთვნება. მისი ყვავილები მოყავისფრო-მეწამულისფერი, მოწითალო-ლალისფერი ან ღია მწვანე ფერისაა და ეფექტურად ერწყმის სხვა მცენარეებს. სუკულენტი კარგად იტანს მშრალ პირობებს, ამიტომ ხშირ მორწყვას არ საჭიროებს. სახელი “ქვის ვარდი” მცენარემ ყვავილების დედოფლის ფოთლებთან მსგავსების გამო მიიღო. სუკულენტს შეუძლია გაიზარდოს კლდოვან ადგილებშიც კი და მას საერთოდ არ ეშინია ყინვების.

11. შროშანი

ამტანი და ენერგიული ყვავილი, რომელიც ნებისმიერ გარემოში გადარჩება. მას ურჩევნია მზეზე ან მსუბულ ნაწილობრივ ჩრდილში გაიზარდოს, განოყიერებულ ადგილას, რომელიც დაცულია წყლის სტაგნაციისგან. ერთნაირად კარგია როგორც ჯგუფურ კომპოზიციებში, ასევე როგორც ცალკეული ყვავილი. მეწამულისფერი, კრემისფერი, ყვითელი, წითელი, ვარდისფერი, თეთრი, ლალისფერი კვირტები შესანიშნავად ერწყმის ფოთლოვან ბუჩქებს ან წიწვიან ხეებს. შროშანი ზაფხულის ბოლოს ყვავის.

12. მინდვრის გვირილა

ნივიანიკი ან მინდვრის გვირილა, მთელი ზაფხულის განმავლობაში ახარებს თვალს. მწვანე ფოთლებისა და თეთრი ფურცლების კონტრასტი ჰარმონიულად ავსებს ნებისმიერ ბაღს. განსაკუთრებით პოპულარულია ნივიანიკის სახეობები ხაოსებრი და ნახევრადხაოსებრი ყვავილობით. მცენარე მდგრადია მავნებლებისა და დაავადებების მიმართ, უყვარს რეგულარული მორწყვა და სასუქი. ბაღის გვირილას კულინარიული მიზნებისთვისაც იყენებენ: მას ამატებენ სალათებში, სოუსებში, წვნიანებში, ამწნილებენ და აფერმენტირებენ.

ყვავილების ბაღის გაშენების წესები

  1. თვალწარმტაცი ყვავილების ბაღის ფორმირების მთავარი პრინციპი დონეზე დაკვირვებაა. ყველა ყვავილი, ბალახი, ბუჩქი და ხე ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს, არ უშლიდეს და ბლოკავდეს მეზობლებს.
  2. გაითვალისწინეთ ყვავილობის ხანგრძლივობა, რათა მცენარეებმა ერთმანეთი ჩაანაცვლონ და ბაღი არ დაცარიელდეს.
  3. ერთ მხარეში მოათავსეთ ყვავილები, რომელთა გასაზრდელად და მოსავლელად დაახლოებით ერთი და იგივე პირობებია საჭირო.
  4. შეარჩიეთ მცენარეები კვირტების მდიდარი ფერებით და მათგან ფერადი კომპოზიციები შეადგინეთ.
  5. მცენარეები უმჯობესია მზეზე ან ნახევარჩრდილში მოათავსოთ. დაჩრდილული სივრცე ყველა ყვავილისთვის შესაფერისი არ არის.