თქვენივე უსაფრთხოებისთვის: 11 რამ, რაც ზაფხულობით მანქანაში არ უნდა დატოვოთ

ავტომობილის მძღოლები ეკონომიური ხალხია. მანქანაში ყველაფერი ხელთ უნდა ჰქონდეთ, რადგან არასდროს იციან რა მოხდება გზაზე. თუმცა, წელიწადის ცხელი დრო მანქანის მფლობელებისთვის შეიძლება უხერხულობად იქცეს. მწველი მზის ქვეშ მანქანაში ზოგიერთი ნივთის შენახვა საშიშია არა მხოლოდ მძღოლისთვის, არამედ მგზავრებისთვისაც. დაიმახსოვრეთ, რომელი ნივთები უნდა დატოვოთ სახლში, რო მ უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ.

1. აეროზოლები

ამა თუ იმ პროდუქტების შეძენისას, იშვიათად ვამახვილებთ ყურადღებას ეტიკეტზე, სადაც მითითებულია, რის გაკეთება იკრძალება კატეგორიულად. თუმცა, ფიზიკის გაკვეთილების შემდეგაც კი, ყველა ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ გათბობის შედეგად, აეროზოლებში შემავალი კომპონენტები ფართოვდება. შედეგად, ბალონი ფეთქდება და შეიძლება ზიანი მიააყენოს გარშემო არსებულ ობიექტებს ან ადამიანებს.

მაგალითად, თქვენ დატოვეთ დეზოდორანტი, სამონტაჟე ქაფი ან ნებისმიერი სხვა აეროზოლური საშუალება მანქანის სალონში. ყველაზე მოულოდნელ მომენტში, ბალონმა შეიძლება თვითნებურად დაიწყოს გამოჟონვა, მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების ქვეშ კი სულაც აფეთქდეს. უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ სალონის საფარი დაზიანდება, უარესში კი მძღოლი ან მგზავრი.

2. სასმელები

მანქანაში რძის პროდუქტებისა და გაზიანი სასმელების დატოვება უზარმაზარი რისკია. გაცხელებისას, სასმელები შეიძლება ადუღდეს, მომატებული წნევის გამო კი შეფუთვა შეიძლება გასკდეს კიდეც. ასეთი ინციდენტი თქვენს სალონს დიდ ზიანს მიაყენებს.

3. მანქანის არომატიზატორები

ზეთზე დაფუძნებულმა უსიამოვნო სუნის შემნიღბველმა შეიძლება სასტიკი გავლენა მოახდინონ თქვენზე. საქმე იმაშია, რომ გათბობისას, სითხე უფრო მკვეთრ არომატს ღებულობს. ამის გამო, მძღოლებმა შესაძლოა თავის ტკივილი და ალერგიაც კი განიცადონ.

4. სანთებელა და გაჯეტები

ბევრი მძღოლი იყენებს სიგარეტის სანთებელას მობილური ტელეფონის მოწყობილობის დასამუხტად, თუმცა, ასეთი მანევრი ცეცხლთან თამაშის ტოლფასია. გარდა ამისა, ხშირად მძღოლები ყიდულობენ იაფ დამაგრძელებლებს, რომ მგზავრებმა დამტენით ისარგებლონ. თუმცა, ამ შემთხვევაში ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება. თუ თქვენ გსურთ სიგარეტის სანთებელა დამტენის სახით გამოიყენოთ, მაშინ მხოლოდ სერტიფიცირებული მოწყობილობები და დამაგრძელებლები შეიძინეთ. დამუხტვის დროს გაჯეტი უყურადღებოდ არ დატოვოთ.

5. შუშისა და პლასტმასის წყლით სავსე ბოთლები

ზაფხულობით ძალიან გვწყურდება, ამიტომ დიდი რაოდენობით წყლის დალევა და თან წაღება გვიწევს. თუმცა, პლასტმასის და შუშის ბოთლებიც კი შეიძლება პოტენციურ საფრთეს წარმოადგენდეს. სიცხეში პლასტმასი გამოყოფს მძიმე მეტალებს, რომლებიც წყალში ხვდება. თუ ბოთლს დაუმთავრებელი სასმელით მზეზე დატოვებთ, ამან შესაძლოა არასასურველი ბაქტერიების აქტიური გამრავლება გამოიწვიოს. ამრიგად, თქვენ წყალთან ერთად ორგანიზმისთვის მომწამლავი პათოგენების დალევაც გიწევთ.

კიდევ ერთი ნიუანსი მზისა და შუშის ჭურჭლის ფიზიკური ურთიერთქმედებით არის განპირობებული. შუშას შეუძლია იმოქმედოს, როგორც გამადიდებელი შუშა. თუ მზის სხივები ასეთ “ოპტიკაზე” ხანგრძლივი დროით გაივლის, სავარძლის გადასაკრავი შეიძლება ამოიწვას ან აალდეს კიდეც.

6. სანთებელა

ბევრ მძღოლს უყვარს მანქანის პანელზე მინი-საწყობის მოწყობა. ამ ადგილის ხშირი სტუმარი სანთებელა გახლავთ. თუ ერთ მზიან დღეს მას ხელსაწყოთა პანელზე დატოვებთ, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ობიექტი აფეთქდება. და თქვენ ძალიან გაგიმართლებთ, თუ სანთებელა სალონის დაწვას არ გამოიწვევს.

7. ვიდეორეგისტრატორი

ეს გაჯეტი თითქმის ყველა მანქანაშია. ამით მძღოლები თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ, თუმცა, ვიდეორეგისტრატორების ფასი საკმაოდ მაღალია. რატომ უნდა გადაიხადოთ მეტი, თუ შესაძლებელია შეიძინოთ ჩინური წარმომავლობის იგივე დევაისი, რომელსაც ისეთივე ფუნქციები აქვს?

იაფფასიან  მოწყობილობებში უხარისხო მასალები გამოიყენება, ხშირად – კვების ბატარეა. მზის სხივების გავლენის ქვეშ, ბატარეა შეიძლება გადახურდეს და მისი აფეთქების საშიშროება წარმოიშვას. სწორედ ამიტომ, ვიდეორეგისტრატორის შეძენისას მნიშვნელოვანია უპირატესობა მიანიჭოთ სანდო მწარმოებლებს.

8. მზის სათვალე

თუ ცხელ ამინდში აქსესუარს ხელსაწყოთა პანელზე დატოვებთ, პრობლემას ვერ გაექცევით. მზის გავლენის ქვეშ პლასტმასის ჩარჩოს მქონე სათვალეები შეიძლება დეფორმირდეს. რკინის ჩარჩო შეიძლება გაცხელდეს და თავისი პატრონის დამწვრობა გამოიწვიოს. ოპტიკური ლინზების მქონე სათვალეებმა შესაძლოა იმოქმედოს, როგორც გამადიდებელი შუშა და ცეცხლის პროვოცირება გამოიწვიოს. აქსესუარი მხოლოდ ფუტლეარში და მზისგან მოშორებით უნდა შეინახოთ.

9. ტკბილეული

სანივთე უჯრა – განყოფილება, სადაც შეგიძლიათ ყველაფერი იპოვოთ, მათ შორის, შოკოლადის კონფეტები და ბატონები. სიცხის გამო, ისინი შეიძლება დადნეს და გვერდით მდებარე ნივთებსა და ქაღალდებს მიეცხოს. მართალია მანქანა არ აფეთქდება, მაგრამ ნივთების გარეცხვა ან დოკუმენტების აღდგენა სასიამოვნო საქმე ნამდვილად არ არის.

10. მედიკამენტები

თუ პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებთან ერთად მედიკამენტების გარდა დამატებით წამლებს ატარებთ, ყურადღებით შეისწავლეთ მათი შენახვის პირობები. ინსტრუქციებში ნათლად არის მითითებული მედიკამენტების ტემპერატურული ნორმა, რომლის დარღვევამ, შეიძლება ორგანიზმს ზიანი მიაყენოს. მეორე ვარიანტი – პრეპარატები უბრალოდ დაკარგავენ მათ სასარგებლო თვისებებს. ხშირად მედიკამენტების შენახვა არ შეიძლება სიცხეში, ამიტომ, ნუ აიძულებთ აბებს მზის აბაზანების მიღებას.

11. ფული, ჩანთები, საფულე

შეეცადეთ მანქანის სალონში არ დატოვოთ ფასეული ნივთები, რადგან ქურდები სწორედ ამას ელიან. ჩანთები, საფულეები და მით უმეტეს ფული – ცდუნებაა კრიმინალებისთვის. უფრო მეტი სიფრთხილე გმართებთ ქალის ჩანთებთანაც, რომლებშიც მთელი სამყარო ეტევა. თუ აქსესუარს მზეზე დატოვებთ, კოსმეტიკური საშუალებები ან შოკოლადი შეიძლება დადნეს, აეროზოლური სუნამოები და სხვა ნივთები აფეთქდეს.