რამდენად უსაფრთხოა პანდემიის ამ ეტაპზე კოსმეტიკურ სალონებში ვიზიტი

რისკი კვლავ არსებობს

სალონების მსგავს სივრცეში კლიენტსა და თანამშრომლებს შორის ფიზიკური დისტანციის შენარჩუნება შეუძლებელია. პედიკურის გაკეთების ან თმის შეჭრის დროს თქვენ ვერასდროს შეინარჩუნებთ 2 მეტრიან დისტანციას, რის გამოც ვირუსის გავრცელების რისკი კვლავ არსებობს. ნიღბის გაკეთების შემთხვევაშიც სიახლოვე ზედმეტად დიდია.

ასევე უნდა გაითვალისწინოთ დროის ის პერიოდიც, რომელსაც აღნიშნულ სივრცეში გაატარებთ. ქალების ვარცხნილობის გასაკეთებლად 35-40 წუთია საჭირო მინიმუმ. რაც უფრო დიდი ხნით ჩერდებით საშიშ სივრცეში, მით უფრო დიდია ინფიცირების რისკი. თუკი ვინმეს სეირნობისას ან ველოსიპედით კატაობისას გვერდით ჩაუვლით ქუჩაში, ასეთ დროს ვირუსის გავრცელების რისკი გაცილებით ნაკლებია.

მეტი კლიენტი უდრის მეტ რისკს

თავის დაცვის საშუალებები დაგეხმარებათ სალონებში ყოფნისას, თუმცა კორონავირუსის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამე არ ვიცით. გადადების შემთხვევების უმრავლესობა ჰაერწვეთოვანი გზით ხდება, რასაც საკმაოდ საჭირო და ეფექტური დეზინფექციის საშუალებები სრულიად იდეალურად ვერ ებრძვის.

თქვენი თმის შემჭრელ ადამიანს ძალიან ბევრ კლიენტთან ექნება ურთიერთობა ყოველდღიურად, რაც მისი და თქვენი დაინფიცირების რისკსაც მნიშვნელოვნად ზრდის. ის თქვენთან ერთად საკუთარ თავსაც კი აყენებს სარისკო სიტუაციაში სალონში მუშაობით. იგი შეიძლება იცავდეს ყველა ჰიგიენურ ნორმას, არ გადიოდეს სახლიდან და ა.შ თუმცა, არავინ იცის რას აკეთებენ მასთან მისული კლიენტები.

ასევე კორონავირუსით დაავადებული ადამიანების 50 პროცენტს წარმოდგენაც კი არ აქვს იმაზე, რომ დაინფიცირებულია. ისინი ყოველგვარი სიმპტომების გარეშე ცხოვრობენ და ამის გამო შეიძლება საკმაოდ მშვიდად ესტუმრონ სალონს. მათგან უამრავ ადამიანს შეიძლება გადაედოს ვირუსი სალონის თანამსრომლებთან ერთად.