ეს 10 რამ ქალაქგარე სახლს ნაგავსაყრელად აქცევს: ან გააჩუქეთ, ან გადაყარეთ

ზაფხული არის წელიწადის ის დრო, როდესაც ქალაქის მაცხოვრებელთა უმეტესი ნაწილი აგარაკზე მიემგზავრება, რათა მთელი თავისუფალი დრო ბაღს, ბოსტანს, სუფთა ჰაერს და ბუნებაში დასვენებას დაუთმოს. ხშირად კი, ამ ადამიანებს იქ მიაქვთ უზარმაზარიი რაოდენობის ნივთები, რომლებსაც უკვე დიდი ხანია აღარავინ იყენებს, მაგრამ გადასაყრელად მაინც არ ემეტებათ. ჩვენმა რედაქციამ შეადგინა იმ უსარგებლო ნივთების სია, რომლებმაც შეიძლება ორმაგად გაანადგუროს სახლის მყუდროება.

1. ავტომობილის საბურავები

ავტომობილის საბურავების ნაკრები შეიძლება დროებით უპრობლემოდ შეინახოთ ავტოფარეხში ან საკუჭნაოში, მაგალითად, შემდეგ სეზონამდე. თუმცა, თუ თქვენ წლიდან წლამდე გააგრძელებთ ძველი ეგზემპლარების და სხვა წვრილმანი დეკორაციების შენახვას ბაღისთვის ან სახლის მიმდებარე ტერიტორიებისთვის, საბურავებმა შესაძლოა ცუდი გავლენა მოახდინოს თქვენს ჯანმრთელობაზე. საქმე იმაშია, რომ მომატებულ ტემპერატურაზე (ანუ მზის პირდაპირი სხივების ქვეშ) რეზინი გამოყოფს ათზე მეტ ტოქსიკურ ნაერთს. თუ არ გსურთ, რომ ეს უარყოფითად აისახოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ძველი უსარგებლო საბურავები გადამამუშავებელ პუნქტს გადაეცით.

2. ძველი ავეჯი

რატომღაც არსებობს მტკიცე მოსაზრება, რომ აბსოლუტურად ყველა ძველი ავეჯი, რომელიც ქალაქის ბინაში არ არის საჭირო, აგარაკზე შესანიშნავად გამოიყურება. თუმცა, ეს შეცდომაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნივთი გატეხილია. არ იცით ინსტრუმენტების გამოყენება და არასდროს არაფერი გსმენიათ რესტავრაციის შესახებ? ესე იგი, ავეჯის აღდგენის შანსები არ არსებობს. ჩნდება კითხვა: მაშინ რა აზრი აქვს მის შენახვას? იქნებ უმჯობესია დაუყოვნებლივ მოიშოროთ იგი თავიდან?

თუ ავეჯი კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ თქვენ ის არ გჭირდებათ (მაგალითად, უკვე ყველა ოთახში არის დივანი, ქალაქიდან ჩამოტანილი ავეჯისთვის კი ადგილი აღარსად არის), გაყიდეთ იგი განცხადებების ვებსაიტების მეშვებით ან აჩუქეთ მას, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. ავეჯის ელემენტი ძალიან ძვირფასია და მასთან განშორება არ გსურთ? მოიძიეთ რესტავრაციის ვარიანტები ინტერნეტში. ახლა პრაქტიკულად ნებისმიერი საბჭოთა ავეჯისგან შეგიძლიათ შექმნათ ნამდვილი ხელოვნების ნიმუში საკუთარი ხელით, რომელიც ინტერიერში ჰარმონიულად ჩაჯდება.

3. ხალიჩები

მანქანის საბურავებზე არანაკლებ საშიშია დიდი ზომის ხალიჩები, რომლებიც კედლებზე დეკორატიული ელემენტის ფუნქციას ასრულებს. განსაკუთრებით ცუდადაა საქმე, თუ აგარაკი არ თბება, ხალიჩები კი ბუნებრივი მატყლისგან არის დამზადებული – ნესტის გამო, ისინი შესანიშნავი საშუალება ხდება ობის, ბაქტერიების, სოკოს გამრავლებისთვის. ასეთი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, თქვენ რეგულარულად უნდა გააშროთ მატყლის ხალიჩები ეზოში მზის სხივების ქვეშ, ან სამრეცხაო მომსახურებით ისარგებლოთ.

თუ ხალიჩების გარეშე აგარაკის ინტერიერი ვერ წარმოგიდგენიათ, შეიძინეთ რამდენიმე პატარა სინთეტიკული ეგზემპლარები, რომლებიც მოსავლელად ძალიან ადვილია. ამ მოდელების კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ისინი შეგიძლიათ ღია ტერასებზეც დააგოთ ისე, რომ მის გარეგნულ მდგომარეობაზე არ იღელვოთ.

4. ბალიშები და საბნები

ჩვენ ვსაუბრობთ ბუმბულის ბალიშებზე და ასევე ბამბის საბნებსა და ლეიბებზე. მთავარი მიზეზი იმისა, რომ აგარაკზე მათი შენახვა არ არის სასურველი, ზუსტად ისეთივეა, რაც ხალიჩების შემთხვევაში – დროთა განმავლობაშიისინი ინესტება და იძენს სპეციფიკურ სუნს. შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ მათ შეუძლიათ ზიანი მოიაყენონ ალერგიისკენ მიდრეკილ და ასთმით დაავადებულ ადამიანებს.

გაცილებით უკეთესია, აგარაკზე გქონდეთ საწოლის საკუთრებები სინთეტიკული შემავსებლებით. შეიძლება ასეთი საბანი და ბალიშები ნაკლებად რბილია, მაგრამ, ასეთი მასალის მოხმარების ვადა გაცილებით გრძელია. გარდა ამისა, ისინი ადვილად მოსავლელია და არ ვნებს ჯანმრთელობას.

5. ძველი ჭურჭელი

სახლში ემალის ჩაიდნისა და ქვაბის შენახვა მიმწვარი ფსკერით, ძალიან საშიშია. მოგეხსენებათ, ემალი არის დამცავი ფენა, რომელიც არ უშვებს, რომ საკვები ლითონთან კონტაქტში შევიდეს. თუ ემალი დაზიანებულია ან სულაც აღარ არსებობს, ლითონი დაიჟანგება ან შევა ქიმიურ რეაქციაში ფაფასთან ან ბორშტან, რომელიც ამ ჭურჭელში ინახება. ეს შეიძლება ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს.

6. ფაიფურის ჭურჭელი

დედები და ბებიები დაუღალავად გვიმეორებენ, რომ არ შეიძლება ფაიფურის ჭურჭლის გამოყენება, რომელსაც ბზარები ან ამოტეხილი კიდეები აქვს, რადგანაც მას ცუდი ენერგეტიკა აქვს. მაშინაც კი, თუ ფენ-შუის თანყვანისმცემელი არ ხართ, მაინც ნუ შეინახავთ სახლში დაბზარულ ფინჯნებსა და თეფშებს – ნებისმიერ მომენტში ისინი შეიძლება საბოლოოდ დაიფშვნას ცხელი ჩაის ან ბულიონის გამო, რომლებიც მათში ჩაასხეს. გარდა ამისა, ბზარებში საკვების ნარჩენები ხვდება, რის გამოც ბაქტერიები იწყებენ გამრავლებას.

თუ ამ გამოუსადეგარი კომპლექტის გადაყრა არ გსურთ, რადგან ისინი თქვენთვის ძალიან ძვირფასია, მათგან დაამზადეთ დეკორაცია აგარაკისთვის – მაგალითად, აბაჟურები ან ჩამოსაკიდი სადგამები საკანცელარიო ნივთებისთვის. ჭურჭელი აგრეთვე შეიძლება გამოიყენოთ, როგორც ყვავილების ქოთანი და დეკორაციული კედლის საათიც კი.  მოკლედ, იდეა უამრავი არსებობს, თქვენ მხოლოდ მიზნის დასახვა გჭირდებათ.

7. ძველი საყოფაცხოვრებო ტექნიკა

რატომ უნდა შეინახოთ აგარაკზე რიგით მესამე მაცივარი ან მეორე ტელევიზორი, რომლებსაც მაინც არ იყენებთ? იმის იმედით, რომ ოდესღაც გამოგადგებათ? ამაში ეჭვი გვეპარება. განსაკუთრებით მაშინ, თუ აგარაკი ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი არ არის. რაც შეეხება გაუმართავ ტექნიკას, მაშინ იგი ჯერ სარემონტოდ უნდა გაგზავნოთ და მხოლოდ ამის შემდეგ წაიღოთაგარაკზე, იმ პირობით, რომ მას ნამდვილად გამოიყენებთ. შეგიძლიათ ტექნიკასთანაც ისე მოიქცეთ, როგორც ავეჯთან – განათავსოთ საიტზე რეკლამებით და სიმბოლურ ფასად გაყიდოთ. ან ინტერიერის იდეებით იქნეთ შთაგონებული და ძველი ტელევიზორისგან მინი-ბარი, გაუმართავი  ყავის მადუღარასგან კი აკვარიუმი დაამზადოთთ. და ნახავთ,თუ ყველაფერი გამოგივათ, სურვილი გაგიჩნდებათ, რომ ინტერიერის ასეთი ობიექტი ქალაქის ბინაში წაიღოთ.

8. ძველი ტანსაცმელი

კარადის მორიგი გადახარისხების შემდეგ, თქვენ აღმოაჩენთ უამრავ ტანსაცმელს, რომელთა ჩაცმასაც აღარ აპირებთ. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ის მეგობრებს აჩუქოთ, გაჭირვებულ ადამიანებს გადასცეთ ან გასაყიდად ინტერნეტში განათავსოთ, მათ ჩანთაში ალაგებთ და აგარაკზე მიგაქვთ, რომ ბაღში ან ბოსტანში მუშაობის დროს ჩაიცვათ. თუმცა, ყველა სამოსში კომფორტულად ვერ იმუშავებთ.

ტანსაცმლის გადამუშავებისთვის ერთ-ერთი შესანიშნავი ვარიანტია პეთჩვორქი, რომელიც ძველი ნაჭრებისგან ახალი ნივთების შექმნას გულისხმობს. ბონუსი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ხელოვნება ქანთრის სტილის განუყოელი ნაწილია, რომელიც იდეალურია აგარაკის გაფორმებისთვის.

9. სამშენებლო მასალები

ბინაში რემონტს შეიძლება მრავალი წელი დასჭირდეს, მაგრამ როგორც კი ის დასრულდება, ყველა დაფა, კარი, ფანჯარა თუ მილი აგარაკზე ტრანსპორტირდება. თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ყველა სამშენებლო მასალას თავისი ვარგისიანობის ვადა აქვს, რომლის გასვლის შემდეგაც მათი გამოყენება აღარ შეიძლება.

თუ არ გსურთ თქვენი აგარაკი სამშენებლო მოედანს დამესგავსოს, მაშინ დროა მაქსიმალურად სწრაფად უპოვოთ გამოყენება ყველა მასალას. უკიდურეს შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ისინი მეზობლებს დაურიგოთ ან შექმნათ დეკორაცია ბაღის ნაკვეთისთვის – ეს ძალიან ორიგინალური იქნება.

10. წიგნები და სათამაშოები

დაგვეთანხმებით, რომ თუ ბინაში წიგნები უსაქმურად აწყვია, მათი აგარაკზე გადატანითაც არაფერი შეიცვლება. შედეგად, მიიღებთ კიდევ ერთ მტვრის შემგროვებელს – არადა თქვენ ხომ აგარაკზე სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად ჩახვედით. იგივე ეხება ბავშვების სათამაშოებს – უმჯობესია ისინი ინტერნატში ჩააბაროთ ან მეზობლების ბავშვებს აჩუქოთ. ამით მათ ძალიან  გაახარებთ. რაც შეეხება წიგნებს, მაშინ, თუ ისინი კარგ მდგომარეობაშია, შეგიძლიათ ბიბლიოთეკაში ჩააბაროთ. ან შეიძინოთ ნათელი გადასაფარებლები და წიგნ