როგორ მოვაშოროთ ხის კუნძები ნაკვეთიდან, ზედმეტი წვალებისა და ხარჯის გარეშე

მიწის ნაკვეთზე დარჩენილი ხის კუნძი ნამდვილად არ არის ისეთი რამ, რომლის დატოვებაც გვენდომებოდა შთამომავლებისთვის. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის გაზონის იერსახეს აფუჭებს, უბრალოდ საყოფაცხოვრებო საქმიანობაში გვიშლის ხელს. მაგალითად, “ცოცხალ” კუნძთან ბალახის მოთიბვა გვიძნელდება. კუნძის ამოძირკვა, უმეტეს სიტუაციაში, ადვილი არ არის. ყოველ შემთხვევაში, თუ ამისთვის არ იცით ერთი-ორი ეფექტური გზა. დღეს კი სწორედ ერთ-ერთ ასეთ მეთოდზე ვისაუბრებთ.

აგარაკის ნაკვეთზე ვაშლის ხე გაიზარდა, მაგრამ მისმა ასაკმა 20 წელს მიაღწია და დროა, ბებერი ხე მოიშოროთ და მის ადგილას ახალი დარგოთ. ხის მოჭრა ადვილია. მაგრამ  მისი კუნძის აღმოფხვრა სულ სხვა საქმეა. ამ უკანასკნელის ამოძირკვა ძალიან რთული პროცედურაა. თანაც, საკმაოდ ძვირიც ღირს, თუ დახმარებისთვის კვალიფიციურ სპეციალისტს მიმართავთ. მაგრამ ამ პროცედურის ჩატარება, სურვილის შემთხვევაში თავადაც შეგიძლიათ.

რეალურად, ყველაფერი არც ისე რთულადაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. კუნძის სწრაფად და იაფად მოშორებისთვის თქვენ ძველი ქსოვილიდაგჭირდებათ. აიღეთ ამ ქსოვილის ნაჭერი და დაჭერით 3-4 სმ-ის სისქის ზოლებად. ამ პროცესის ჩატარება სამკერვალო მაკრატლით უფრო მოსახერხებელია.

ამის შემდეგ, უნდა აიღოთ კარგი ხარისხის ძველი ნავთი. მისი შეძენა შეგიძლიათ სამშენებლო მაღაზიებში, თანაც, ნორმალურ ფასად. დაუყოვნებლივ უნდა აღინიშნოს, რომ კუნძის ამოსაძირკვად არც ბენზინი და არც დიზელი არ არის შესაფერისი, რადგან ისინი ძალიან სწრაფად იწვის.

შემდეგ, დაგჭირდებათ ბურღი და საბურღი, რომლის დიამეტრი მინიმუმ 20 მმ იქნება. მისი მეშვეობით, კუნძში უნდა გააკეთოთ ორი ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხვრელი. ერთი ჰორიზონტალური (გვერდიდან გაბურღეთ) და ერთი ვერტიკალური (ზემოდან ქვემოთ). მზა ქსოვილი ჩაალბეთ ნავთში და ვერტიკალურ ნახვრეტში მოათავსეთ. ჰორიზონტალური ნახვრეტი იმუშავებს, როგორც ჰაერის შემბერავი. როდესაც ყველაფერი მზად იქნება, აალებადი მასალები ტერიტორიას მოაშორეთ, ხელები კარგად დაიბანეთ და ქსოვილი ფრთხილად დაწვით. კუნძი თავისით დაიწვება, რის შემდეგაც მისი ნარჩენების გასუფთავება გაგიადვილდებათ ლომისა და ცულის გამოყენებით. არ დაგავიწყდეთ ხანძრის უსაფრთხოების წესები და წვის პროცესის კონტროლის აუცილებლობა.