ხრიკი იაპონელებისგან: რატომ უნდა გაყინოთ კბილის პასტა

ის ფაქტი, რომ კბილის პასტა აუცილებელი და ძალიან სასარგებლო რამაა, ყველასთვის ცნობილია, ისევე როგორც მისი მოქმედების და გამოყენების პრინციპები. მაგრამ ამ პროდუქტის არც თუ ისე ჩვეულებრივი, არატრადიციული მეთოდიც არსებობს, თანაც, იგი დანიშნულებისამებრ არ გამოიყენება. მაგრამ ის, რასაც საბოლოოდ ვიღებთ, კბილების გახეხვაზე არანაკლებ აუცილებელია.

ხომ გაგიგონიათ, “ყველაფერი გენიალური მარტივია.” ამ ხრიკს ეს ფრთიანი ფრაზა განსაკუთრებით შეეფერება. ეს აღმოჩენა იაპონელებმა გააკეთეს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დავიჯეროთ, შევამოწმოთ და გამოვიყენოთ ეს საოცარი მინიშნება. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ყველაფერი ბანალურად მარტივი და ადვილია, და რაც მთავარია, ეს რიგი არასასიამოვნო მომენტებისგან გიხსნით.

მაშ ასე, რა უნდა გამოიყენოთ და როგორ. ამ იაპონური ხრიკისთვის დაგჭირდებათ სტანდარტული ყინულის ფორმები, რომლებიც მაცივრის ყველა მოდელს მოჰყვება და ნებისმიერი ტიპის კბილის პასტა, არ აქვს მნიშვნელობა, იაფი იქნება თუ ძვირადღირებული.

გასაყინი ფორმების ყველა უჯრედის შევსება აუცილებელი არ არის. სრულებით საკმარისი იქნება ტუბიდან ერთი ან ორი უჯრედის გავსება. ამის შემდეგ, ფორმა საყინულეში უნდა მოათავსოთ მანამ, სანამ პასტა მთლიანად არ გამაგრდება. ჩვეულებრივ, ამ პროცესს დაახლოებით 5 საათი სჭირდება.

აქ ასევე უნდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ ერთი დეტალი. თუ ამ კუბს თბილი ხელებით აიღებთ, ის ძალიან სწრაფად დადნება, სწორედ ამიტომაა აუცილებელი პასტის მაქსიმალურად გაყინვა.

ახლა უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ ხრიკზე. როდესაც პასტა ფორმაში მთლიანად გამაგრდება და გაიყინება, კუბები უნდა გადმოიოთ ფორმებიდან.

უნდა აიღოთ ჩვეულებრივი ღრმა ან ბრტყელი თეფში, ჩააბრუნოთ ფორმები და ზემოდან აუცილებლად ცხელიწყალი უნდა დაასხათ. რამდენიმე წამის შემდეგ, გაყინული პასტის კუბები თავისით გამოეყოფა ფორმებს. შემდეგ აიღეთ პასტის კუბი და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე წაუსვით იგი ხის საჭრელ დაფას. პროცესი ძალიან მარტივია.

ზოგი იკითხავს, რისთვის არის ეს საჭირო? პასუხი მარტივია – თუ პროცედურას პერიოდულად გაიმეორებთ დაფაზე ბაქტერიები აღარ გამრავლდება. ხის მასალაზე ხომ ისინი ყოველთვის ძალიან ბევრია. აქ მათი გამრავლებისთვის შესანიშნავი პირობებია. საუკეთესო გამოსავალია უსიამოვნო სუნის მოსაშორებლადაც, მაგალითად, მასზე თევზის დაჭრის შემდეგ.

ესე იგი, ჩვენ ვიღებთ იდეალურ, აბსოლუტურად უსაფრთო ანტისეპტიკურ და სუნის გამქრობ საშუალებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პასტის არჩევანი ინდივიდუალურობის საკითხია. მაგრამ თუ სასიამოვნო არომატის მიღების სურვილიც გაქვთ, შეგიძლიათ მენთოლიანი პროდუქტი გამოიყენოთ.

დაფის დამუშავების შემდეგ, ყველაფერი ეს ცხელი წყლით ჩამორეცხეთ, დაფა გააშრეთ და საჭიროებისამებრ გამოიყენეთ. მეთოდი უკვე გამოცდილი და ეექტურია. ალბათ, ვინმეს აინტერესებს, რატომ უნდა გავყინოთ პასტა, როდესაც იგივეს გაკეთება ჩვეულებრივი სქელი კონსისტენციის პასტითაც არის შესაძლებელი. ეს მართალია, მაგრამ გაყინულ მდგომარეობაში პროდუქტი გაცილებით ნაკლები რაოდენობით იხარჯება. ანუ, მთელი ეს პროცესი ეკონომიის მიზნით ტარდება. თანაც, კუბის გამოყენება ბევრად უფრო მოსახერხებელია და სწრაფად მოქმედების საშუალებასაც გაძლევთ.

ამ პროცედურის ჩატარება ყველა სახის საჭრელ დაფებთან არის შესაძლებელი. ხოლო ის, რაც დაგრჩებათ, შეგიძლიათ კედების ან ბოტასების ძირების გასათეთრებლად გამოიყენოთ.

კიდევ ერთი პატარა რჩევა ზედაპირებიდან თევზის სუნის მოსაშორებლად. თქვენ შეგიძლიათ სუნის წარმოქმნა თავიდან აიცილოთ. ამისთვის კი უნდა მოიმარჯვოთ საკვები ცელოფანი და დაფა მასში გაახვიოთ. ცელოფანი, ამ კონკრეტული მიზნისთვის ასევე მაცივარში უნდა შეინახოთ. სამუშაოს დასრულების შემდეგ დაფას ცელოფანი უნდა მოხსნათ და გადააგდოთ, თავად დაფა კი დარჩება სუფთა მდგომარეობაში და სუნიც არ ექნება.