ბელგიელ მამაკაცს 2 მლნ დოლარზე მეტი დასჭირდა წყლის კოშკის სახლად გადაკეთებისთვის

ბელგიელმა არქიტექტორმა პატრიკ მეცმა, იმის ნაცვლად, რომ თავისი ოჯახისთვის ულტრათანამედროვე სახლი აეშენებინა, გადაწყვიტა იგი ძველი, მიტოვებული წყლის კოშკურისგან გაეკეთებინა. და ამ მიზნის მისაღწევად, მას 8,5 წელი დასჭირდა, რომ ეპოვა შესაფერისი ობიექტი და მიეღო ნებართვა მის რეკონსტრუქციაზე. ხოლო სრულ ტრანსფორმაციას დასჭირდა არა მხოლოდ 5-წლიანი შრომა, არამედ 2.1 მლნ დოლარიც. მაშ, რაზე დაიხარჯა ასეთი ზღაპრული თანხა და ღირდა თუ არა ამდენ ძალისხმევად?

წელიწადნახევრის განმავლობაში, არქიტექტორი პატრიკ მეტცი (Patric Mets) ეძებდა შესაფერის წყლის კოშკურას, რათა მისი ცხოვრების ოცნება აეხდინა. თუ ჩვეულებრივი ადამიანი თავისი ოჯახისთვის ტრადიციულ სახლს შეარჩევდა, კრეატიულ პატრიკს სრულიად სხვა პრიორიტეტები და აზრები ჰქონდა.

როგორც აღმოჩნდა, მას ყოველთვის ჰქონდა ოცნებად ძველი ისტორიულიშენობები სახლებად გადაექცია და ეს კარგადაც გამოუვიდა. მაგრამ მის მიღწევაზე არ შეჩერდა და გადაწყვიტა კიდევ უფრო შორს წასულიყო. პატრიკმა მიზნად დაისახა წყლის კოშკურის შეძენა, რომელიც, ჯერ კიდევ ბავშვობაში სურდა გამოეკვლია და მისგან ფანტასტიკური სახლი შეექმნა.

მთელი ეს საგა ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო. ბელგიელმა წელიწადნახევარი გაატარა წყლის კოშკურის ძებნაში, რომელიც მისი პროექტის რეალიზებისთვის შესაფერისი იქნებოდა. ეს ძალიან რთული პროცესია იყო და, როდესაც მომდევნო მოგზაურობაზე მან მიტოვებული კოშკურა დაინახა, მაშინვე მიხვდა, რომ ეს სწორედ ის იყო, რაც მას სჭირდებოდა. საბედნიეროდ, ეს ობიექტი უკვე 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ სიამოვნებით გაყიდა იგი 43 ათას დოლარად.

საინტერესო ფაქტი: 30-მეტრიანი წყლის კოშკურა 1938-1941 წლებში აშენდა. 1990 იგი აქტიურად გამოიყენებოდა და მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტები მას იყენებდნენ არა მხოლოდ წყლის წყაროდ, არამედ საგუშგო კოშკურადაც.

მას მხოლოდ რამდენიმე ფორმალური საბუთების მოგვარება დარჩა და შეეძლო არავისთვის საჭირო მიტოვებული შენობის გარდაქმნის პროცესს შედგომოდა. მაგრამ, ყველაფერი ასე მარტივად არ ყოფილა, იმისათვის, რომ საინჟინრო სტრუქტურა საცხოვრებელ კორპუსად გადაქცეულიყო, საჭირო იყო რამდენიმე ნებართვის დოკუმენტის შეგროვება. და ამ ყველაფერს მთელი 7 წელი დასჭირდა. როდესაც ყველა შემდგომი მოქმედება მოგვარდა და დაკანონდა, შესაძლებელი გახდა კოშკურის რეკონსტრუქციის დაწყება, რომელსაც მან “Chateau d’Eau” დაარქვა.

მიუხედავად იმისა, რომ კოშკურის გარეთა ნაწილი პრაქტიკულად იდეალურ მდგომარეობაში იყო შენარჩუნებული, შუაში იყო სრული საშინელება, სტრუქტურული ელემენტები და აღჭურვილობა ჟანგით იყო დაფარული. ამან რეკონსტრუქციის ამოცანა გაართულა, რადგან პატრიკ მეტსი ზოგიერთი კვანძის მთელ მდგომარეობაში დატოვებას გეგმავდა, რათა ხაზი გაესვა ინდუსტრიული სტილისთვის. აგრეთვე, საჭირო იყო  კედლების თბოიზოლაცია, გათბობის სისტემის დამონტაჟება და მისი ოჯახის ცხოვრებისთვის საჭირო ყველა კომუნიკაციის გაყვანა.

შედეგად, 5 წელი დაიხარჯა ზოგიერთი დანაყოფის სრული დემონტაჟის, შიდა აღჭურვილობის ხელახალი მოწყობისა და შიდა სივრცის რეკონსტრუქციისთვის. დიზაინერ Mauro Brighamem-თან და მის კომპანია NC & Bham-თან თანამშრომლობით, პატრიკმა შეძლო ელეგანტური და თანამედროვე დიზაინის შექმნა, წყლის კოშკურის მრავალი ორიგინალი ელემენტის შენარჩუნებით, რომელიც “Chateau d’Eau”-დ (წყლის ციხე-სიმაგრედ) გარდაიქმნა.

შენობის ზედა ნაწილში უზარმაზარი აპარტამენტები მოეწყო ფანჯრების განსაკუთრებული განლაგებით, 360 გრადუსიანი პანორამული ხედების შესაქმნელად. აბაზანისგან განსხვავებით, რომელშიც, გარდა თანამედროვე სანტექნიკური სისტემებისა და მოდური ინტერიერისა, რომელსაც რამდენიმე ხედიანი ანჯრები აქვს, შენარჩუნდა რამდენიმე ძველი მილი და სარქველი, რომლებიც მოწესრიგდა და დიზაინის ორიგინალურ დანამატად იქცა.

სწორედ ეს ოთახი, რომელიც მთელ სართულს იკავებს, მფლობელის ყველაზე დიდ სიამაყეს წარმოადგენს. დიზაინით, ის უფრო მდიდრულ მისაღებ ოთახს ჰგავს, რომლის ფანჯრებიდანაც იშლება ყვავილების მინდვრებისა და გარემოს შესანიშნავი ხედი.

მშენებლობის დასრულების შემდეგ პატრიკის ოჯახი საცხოვრებლად ახალ, სრულიად უჩვეულო სახლში გადასახლდა, რომელშიც 4 წლის განმავლობაში ტკბებოდნენ ქალაქგარე მშვიდი ცხოვრებით, სუფთა ჰაერზე. მაგრამ როდესაც შვილები წამოიზარდნენ, და მათ სკოლაში სიარული სჭირდებოდათ, გრძელი გზები ვერაფრით ჯდებოდა სამუშაო გრაფიკში, ამიტომ, მშობლები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ეს ფანტასტიკური რეზიდენცია და ქალაქში გადასულიყვნენ. თავიანთ კოშკურას კი ახლა აქირავებენ წვეულებების მოსაწყობად ან განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. მეტსების ოჯახი გეგმავს “Chateau d’Eau”-ს კოშკურაში დაბრუნებას, როდესაც მათი შვილები გაიზრდებიან და სკოლას დაამთავრებენ.

ინფორმაცია: წყლის კოშკურის გარდაქმნის გრძელვადიანი პროექტის განსახორციელებლად, პატრიკ მეტსს 13,5 წელი დასჭირდა, რისთვისაც, 2.1 აშშ დოლარი დაიხარჯა ნებართვის დოკუმენტების მოპოვებასა და საინჟინრო სტრუქტურის სრულ განახლებაზე. და ეს არ მოიცავდა თავად ობიექტის შეძენისთვის საჭირო თანხებს და იმ ფაქტს, რომ ყველა საპროექტო სამუშაო მან თავად შეასრულა.