ეს 7 უცნაური სახლი თქვენს ყურადღებას ნამდვილად მიიპყრობს

ყველა ცოცხალ არსებას სჭირდება სადღაც თავის შეფარება მტრებისა და ამინდის კატასტროფებისგან. ევოლუციის პროცესში ადამიანს რა ტიპის საცხოვრებელი აღარ გამოუცდია ცხოვრება – გამოქვაბულებიდან დაწყებული და დამთავრებული პენთჰაუსზე. თუმცა, ახლაც კი, როდესაც გვეჩვენება, რომ ზოგადად მიღებული სტანდარტები უმეტესობის საჭიროებებს აკმაყოფილებს, მოიძებნებიან ისეთებიც, რომლებსაც საცხოვრებლის არქიტექტურაში მრავალფეროვნება შემოაქვთ. ქვემოთ მოცემულია სახლები შვიდეული, რომელთა გარეგნობაც ზედმეტად ორიგინალურია იმისთვის, რომ უყურადღებოდ დავტოვოთ.

1. ქვაზე აშენებული პატარა სახლი

სახლი სანაპიროზე – ბევრი ჩვენგანის ოცნებაა. თუმცა, მოიძებნა ენთუზიასტი,, რომელმაც კიდევ უფრო შორს გაბედა წასვლა. მან ააშენა ლიტერატორი მეთევზის სახლის მსგავსი ქოხი პატარა კლდეზე. ეს “კლდეზე მიმაგრებული” სახლი სერბეთში, ქალაქ ბაინა ბაშტასთან ახლოს მდებარეობს.

2. სახლი-თვითმფრინავი

თვითმრინავები, რომლებმაც თავიანთი პირდაპირი დანიშნულების ექსპლუატაციის ვადები ამოწურეს, ხშირად იძენენ მეორე სიცოცხლეს არა ცაში, არამედ მის ქვეშ: მისგან ან ნავს აკეთებენ, ან კრეატიულ სასტუმროს. აი, ლიბანის სოფელ მიზარაში კი, რომელიც ცნობილია თავისი ავთენტური და თანამედროვე ხუროთმოძღვრებით ძველბერძნული ტაძრებისა და ეგვიპტური ნანგრევების სტილში, აშკარად გადაწყვიტეს წინააღმდეგობის გაწევაზე ემუშავათ, ამიტომ, ერთხელაც, ეს ერთი ტიპის პეიზაჟი თვითმფრინავით გააზავეს… მაგრამ გამოიყენება არა სასტუმრო, არამედ, როგორც საცხოვრებელი სახლი.

3. სართულები ჯუნგლების სახით

ქალაქის ქვის ჯუნგლებში ბევრ ჩვენგანს არ ყოფნის სიმწვანე, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას დიდ ქალაქებში. ამიტომ, იმაში გასაკვირი არაფერია, რომ ჩინეთის ერთ-ერთ დიდ ქალაქში ცხოვრობდა ენთუზიასტი, რომელმაც გადაწყვიტა 19-სართულიანი კორპუსის თავზე, სადაც თვითონ ცხოვრობდა, ნამდვილი ცოცხალი ბაღი მოეწყო. მაგრამ ბუნება კონტროლს აღარ დაექვემდებარა: მცენარეები ისე გაიზარდა, რომ მათ რამდენიმე სრულფასოვანი სართული შექმნეს. სამწუხაროდ, დღეს ქვებს შორის გაშენებული ამ რეალური ჯუნგლების ნაწილი შეგიძლიათ მხოლოდ ფოტოებში ნახოთ: ხელისულებას ბუნების და ჩინელი ენთუზიასტის ასეთი თვითნებობა არ მოეწონა, ამიტომ, აკრძალეს ბაღის გაშენება.

4. სახლი-ნიანგი

აი, ერთმა აბიჯანელმა მხატვარმა კი ბუნებასთან გაერთიანება სულ სხვაგვარად გადაწყვიტა. მისი იდეა იყო შეემუშავებინა სახლი, რომელსაც ნიანგის ფორმა ექნებოდა… და მან შეძლო ამ იდეის რეალიზება. სამწუხაროდ, თავად ავტორმა ვერ იცოცხლა სამუშაოების დასრულებამდე, მაგრამ ახლა მასში მისი დამხმარე ცხოვრობს.

5. პორტატული სახლი

ზოგჯერ ფინანსური სირთულეები ადამიანს არამარტო “საკუთარი კუთხის”, არამედ სიტყვასიტყვით “თავზე სახურავის” მოწყობაზე აფიქრებინებს. სწორედ ამ მიზეზით, ჩინელმა მიგრანტმა მუშაკმა საკუთარი საცხოვრებელი ბამბუკისგან, პოლიეთილენისა და ზეწრებისგან შეკრიბა. და მიუხედავად იმისა, რომ მასალები ძალიან მსუბუქია, ეს სახლი დაახლოებით 60 კილოგრამს იწონის, და მაინც, ასეთი სახლის მობილურობა და დამოუკიდებლობა მფლობელისთვის აშკარად პრიორიტეტული აღმოჩნდა.

6. კვერცხის ფორმის სახლი

ანტიკრიზისული საცხოვრებელი სახლის კიდევ ერთი ვარიანტი, ეკო სახლის პერსპექტივით. ასეთისაინტერესო ნაგებობის მეპატრონემ ვერ შძლო პეკინში ბინის ან ოთახის ქირით აღება, ამიტომაც, მან ასეთი პროექტი შექმნა. პორტატული კონსტრუქცია კვერცხის ფორმაშია შესრულებული, “კედლები” კი ბამბუკის კარკასისგან შედგება, რომლებიც წყალგაუმტარი თბოიზოლაციის მასალით არის დაარული. ზემოდან, ენთუზიასტმა სახლი ბალახის თესლით დაფარა, რათა საცხოვრებელი სახლი მომავალში “გამწვანებულიყო”.

7. უკანასკნელი გმირი

დრო არ ჩერდება, და იქ, სადაც ადრე მთელი დასახლება იყო, ახლა ავტოსადგომები, მოედნები და ხელოვნური წყალსაცავებია. სწორედ იგივე დაემართა ძველ კვარტალსაც, სადაც ათი წლის წინ Shanghai World Expo 2010-ის ავტოსადგომის მშენებლობა დაიწყო. თუმცა, ყველა არ დათანხმდა საცხოვრებლის დატოვებაზე და პირდაპირ მომავლის შუა წარსულის პატარა კუნძული დარჩა.