რით შევღებოთ რკინის კასრი, რომ არ დაიჟანგოს

აგარაკზე წყალი საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის უზარმაზარი რაოენობით არის საჭირო. მისი დიდი ნაწილი მცენარეების მოსარწყავად გამოიყენება. შესაბამისად, ძვირფასი H2O-ს შესანახად, საჭიროა თქვენს განკარგულებაში იყოს შესაფერისი ჭურჭელი. ყველაზე ხშირად, ამისთვის სოფლის მცხოვრებლები ლითონის კასრს იყენებენ. მაგრამ მას ერთი სერიოზული ხარვეზი აქვს – იჟანგება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნდა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ დაიცვათ კასრი ჟანგისგან.

დაგჭირდებათ: ცემენტი, ჭურჭლის საფხეკი, საღებავის ფუნჯი

მაშ ასე, სანამ კასრის შეღებვაზე გადახვიდოდეთ, ის სათანადო მდგომარეობაში უნდა მოიყვანოთ. კარგად უნდა გაასუფთაოთ კასრის ფსკერი და კედლები ჟანგისგან. აქ შესაფერისი რადიალი დაგეხმარებათ. ასევე უნდა მოიხსნას ყოველგვარი ჭუჭყი, რომელმაც შეიძლება ღებვას ხელი შეუშალოს. კასრის კედლების იდეალურად გასუფთავება აუცილებელიარ არის, საკმარისია იგიისე გაწმინდოთ, რომ ხელის გადავლებისას თითებზე ნარჩენები არ დაგრჩეთ.

შეღებვამდე, კასრი აუცილებლად უნდა გარეცხოთ სუფთა წყლით. ასევე, კარგად უნდა გააშროთ. ამ დროის განმავლობაში, უნდა მომზადდეს ცემენტის ხსნარის საჭირო რაოდენობა. შემადგენლობა წყალს უნდა შეურიოთ და არაჟნის კონსისტენციამდე მიიყვანოთ. როგორც კი კასრი გაშრება, აიღეთ ფუნჯი და სამუშაოს ძირითადი ნაწილის შესრულებას შეუდექით – ცემენტის წასმა ფსკერზე და კედლებზე წყლისთვის არის საჭირო. უნდა გახსოვდეთ, რომ იმისათვის, რომ ხსნარი მოგვიანებით არ აძვრეს, აუცილებელია ტენიანობის მაღალი დონე შეინარჩუნოთ. ამისთვის კი, კასრი ყოველთვის სველ მიწაზე უნდა იდგეს.

როდესაც ცემენტს წაუსვამთ, გაშრობას დაელოდეთ. ამისთვის, შეღებილი ჭურჭელი თავდაყირა დადგით. ასეთ მდგომარეობაში კასრი დაახლოებით 24 საათის განმავლობაში უნდა გააჩეროთ. სამუშაოს დასრულების შემდეგ არ დაგავიწყდეთ ფუნჯის კარგად გარეცხვა და წყალში სამუშაო ჭურჭლის გარეცხვა ცემენტისგან. მომდევნო დღეს, ხელახლა უნდა გაიმეოროთ კედლების ცემენტით დაფარვის პროცედურა, რითაც მეორე ფენას გააკეთებთ. შემდეგ კასრი კიდევ ერთი დღის განმავლობაში და დატოვოთ გასაშრობად. მომდევნო დღეს კი იგივეს გაიმეორებთ მესამე ფენის გასაკეთებლად.

ვიდეო: