როგორ ინარჩუნებენ კომფორტულ პირობებს ესკიმოსების იგლოში

ყინულის კუბების ან თოვლისგან შექმნილი პატარა სახლების დათვალიერებისას, ბევრ ჩვენგანს გვიჩნდება კითხვა: “როგორ შეიძლება ასეთ უცნაურ სახლში ცხოვრება ასეთ მძიმე პირობებში?” მაგრამ ჩრდილოელმა ხალხებმა იციან, რომ ყინულის იგლოზე საიმედო არაფერია, და თუ მათ სწორად ააშენებთ, მაშინ, ქუჩაში თუ ტემპერატურა -40 გრადუსია, საცხოვრებლის შიგნით +20 გრადუსი იქნება! იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოთ, რომ ექსტრემალურ კლიმატურ ზონაში კომფორტულად ცხოვრება შეძლოთ, იხილეთ ჩვენს სტატიაში.

იგლო არის გუმბათოვანი ნაგებობა, რომელიც ყინულის ბლოკებისგან, კარგად დატკეპნილი თოვლისგან ან შესაფერისი სიმკვრივისა და ზომის თოვლის გორისგან შენდება. ასეთი სტრუქტურა ტრადიციული ადგილია ჩრდ. ამერიკის პოლარულ სანაპიროზე მცხოვრები ძირძველი ხალხებისთვის, გრენლანდიიდან ნუნავუტამდე და ჩუკოტკის ჩრდ-აღმოსავლეთ ნაწილებში. ეს ხალხი არქტიკულ რასას მიეკუთვნება, ეროვნებით უფრო ნაცნობი სახელია – ესკიმოსი.

ადამიანებმა უძველესი დროიდან იციან, რომ რაც უფრო პატარაა ოთახი, მით უფრო თბილი იქნება იგი. სწორედ ამ ცოდნას იყენებენ ესკიმოსები ყინულის ან  თოვლის სახლების აშენებისას, ამიტომ, უზარმაზარ ოთახებს არავინ აკეთებს. იგლოს მშენებლობისას, ერთი ადამიანისთვის ყველაზე ოპტიმალურ ზომებად ითვლება ნახევარსფეროები, რომელთა ზომაც 2,7 მეტრია. 3 ადამიანისგან შემდგარი ოჯახისთვის კი 3,4 მეტრიანი ნაგებობა საკმარისი იქნება. როგორც წესი, ნებისმიერი ამ შენობის სიმაღლე არ აღემატება 2 მეტრს.

იმის გათვალისწინებით, რომ ყინულისგან საჭირო ფორმის კვადრატების გამოჭრა ძალიან რთულია, ისინი ყველაზე ხშირად დატკეპნილ გუნდებს ან თოვლს იყენებენ, რომელიც მშენებლობის დასასრულს გარეთა მხარეს წყლით იჟღენთება, რათა გაამაგროს და მაქსიმალურად “გაათბოს” შენობა. მაგრამ საცხოვრებლის აშენების ყველაზე მარტივ გზად ითვლება ის, როდესაც ღრმა ზვავში შორდება ზედმეტი თოვლი, კედლები იტკეპნება და გასასვლელი მაგრდება. უფრო მეტიც, ხვრელი (მას ტრადიციულ შესასვლელს ვერაფრით ვუწოდებთ!), ყოველთვის კეთდება იატაკის დონის ქვემოთ.

ასეთი უცნაური მოწყობა ფიზიკური კანონებით იხსნება, რომლებიც ხელს უწყობს თოვლის სახლში კომორტული ტემპერატურის შენარჩუნებას და ჰაერის სწორი ვენტილაციით უზრუნველყოფას. იმ შემთხვევაში, როდესაც თოვლის გორას საკმარისი სიღრმე არ აქვს, კედელს ყველაზე ქვედა წერტილში აკეთებენ და, ცალკე, თოვლის აგურების გამოყენებით, აკეთებენ ერთგვარ დერეფანს, რომლის საშუალებითაც შეიძლება შებობღდეთ.

შენიშნვა: შესასვლელი “კარის” ადგილმდებარეობა იატაკის დონის ქვემოთ სასურველი დიამეტრის ხვრელის ფორმით, აუცილებელია ნებისმიერი “სამშნებლო” მასალით შენებისას, ამიტომ, შიგნით შეღწევა მხოლოდ ცოცვითაა შესაძლებელი.

ზოგიერთი დასახლება თავიანთ სახლებს ფანჯრებსაც უკეთებს, მზის უფრო დიდი შუქით უზრუნველსაყოფად. ბუნებრივია, რომ ტრადიციული მოჭიქვა აქ შეუძლებელია, ამიტომ “ფანჯრების” სახით გამოიყენება ყინულის ბლოკები საჭირო ფორმებით ან გაწმენდილი და დაჭრილი სელაპის ნაწლავები. თუ ამას არ გააკეთებენ, მაშინ, შუქის ძირითადი წყარო გახდება თავად თოვლი ან ყინულის ნახევრადგამჭვირვალეობა, ასევე, ბუხარი და ხვრელი იგლოს შესასვლელში. პოლარული ზამთრის დადგომის დროს, განათების მიზნით გამოიყენება ქონის სანთელი, რომელიც ხავსისა და ირმის ქონისგან მზადდება, ან მონტაჟდება პატარა ფიალა თევზის/სელაპის ქონით და ფითილით მზადდება.

მნიშვნელოვანია! თუ იგლო სწორად აშენდა, მაშინ ყინულის/თოვლის ნაგებობის შიგნით გათბობის გარეშეც იქნება შენარჩუნებული კომფორტული ტემპერატურა. იგი +16-20 გრადუსს აღწევს ისეთ პირობებშიც კი, როდესაც გარეთ თერმომეტრის მაჩვენებელი -40 გრადუსზე ქვემოთ ეცემა.

ესკიმოსების საცხოვრებლის ინტერიერის მარტივი გაფორმება პლანეტის ყველა არქტიკულ რეგიონში ერთნაირია. სიმყუდროვის შესაქმნელად, იგლოს იატაკზე ყოველთვის არის დაგებული ტყავი, ზოგჯერ მათ კედლებზეც კიდებენ. ძლიერი ყინვების დროს, უფრო მაღალი ტემპერატურის უზრუნველყოფისთვის, ყინულის სახლების მაცხოვრებლები სახლს იგივე ცხიმით ათბობენ, უბრალოდ ქონი და ფითილი უფრო დიდირაოდენობით გამოიყენება. ამ ცეცხლზე ასევე ამზადებენ კერძებს და ცხელ სასმელებს.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საცხოვრებლის უსაფრთხოებასთან არისდაკავშირებული, რათა იქ მცხოვრებლებმა ღამით უფრო მეტი სითბო შეინარჩუნონ და დათვების სახით მოულოდნელი სტუმრების გამოჩენა თავიდან აიცილონ, შიგნიდან იგლოს შესასვლელს ყინულის დიდი ნატეხით კეტავენ. უცნობია, აკეთებენ თუ არა ამგვარ ბარიერს იმ შემთხვევებშიც, როდესაც დასახლების ყველა სახლი ერთმანეთთან დამატებითი თოვლქვეშა გვირაბებით ახდენს კომუნიკაციას, მაგრამ ის ფაქტი, რომ ასეთი გვირაბები არსებობს, დადასტურებული აქტია.