ასე გვანიშნებენ მცენარეები ცუდად ყოფნას. მოუსმინეთ და დროულად გამოასწორეთ პრობლემა

სახლის მცენარეები იდეალური საშუალებაა უფრო კომფორტული ინტერიერის შესაქმნელად და ჰაერის გასასუფთავებლად. თუმცა, მნიშვნელოვანია გესმოდეთ ისიც, თუ რას განიშნებთ თქვენი მცენარე სხვადასხვანაირი სიმპტომების დახმარებით. ნახეთ როგორ უნდა გაიგოთ ყველაზე საჭირო ინფორმაცია მათი ყვავილების დახმარებით:

1. მთლიანად გაყავისფრებული ყვავილები

თუ გაყავისფრება ფოთლის წვეტიდან დაიწყო, მაშინ ეს წყლის ნაკლებობაზე მიუთითებს. გაყავისფრებული ფოთლები მკვდარია, თუმცა ისინი მცენარისგან ენერგიას მაინც იღებენ, რის გამოც ის მას უნდა მოაშოროთ.

2. ფოთლების ყავისფერი წვეთები

თუ მცენარეს საკმარისად არ რწყავთ, მაშინ იგი ასეთ ვიზუალს მიიღებს. ამის გამოწვევა შეუძლია ზედმეტად პატარა ქოთანსაც და ასევე ისეთ უხარისხო მიწას, რომელიც დიდი ხნით ვერ ინარჩუნებს ტენიანობას.

ჩადევით ქოთნის ძირზე ღრუბელი და იგი ზედმეტ წყალს შეიწოვს, შემდეგ კი მას გამოუშვებს მცენარის საჭიროების მიხედვით. ასევე შეგიძლიათ მიწაში დამარხოთ ნახვრეტებიანი ბოთლიც, რომლის წყლით გავსებაც მიწას საკმარის წყალს მიაწოდებს ასევე საჭიროების მიხედვით.

3. ფოთლების შუა ნაწილის გაყავისფრება

ეს ზედმეტად ბევრი წყლის დასხმაზე მიგანიშნებთ. ზედმეტად სველი მიწა სოკოვანი ინფექციის პათოგენების გაჩენას უწყობს ხელს. ეს დაავადება ფოთლების შუაში ყავისფერი წერტილების გაჩენით იჩენს თავს. ამ პრობლემის გამოსწორებაში ყავის ფილტრები დაგეხმარებათ, რომელიც მიწას თავის ადგილზე დატოვებს, თუმცა მას ზედმეტ სითხეს მოაშორებს.

4. დაბლითა ფოთლების გაყვითლება

თუ ეს ზედმეტად ბევრ ყვავილს აწუხებს, მაშინ ამის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ზედმეტად ცივი ტემპერატურა ან მისი მკვეთრი ცვლილება. ამას ასევე იწვევს გვალვის ეპიცენტრში ყოფნაც.

არ შეუცვალოთ ყვავილებს ადგილები ხშირად, რადგან ისინი ძალიან ნელა ეჩვევიან ახალ გარემოს. თუ უკეთეს ადგილას გადაგაქვთ ყვავილი, თავდაპირველად მოათავსეთ იგი ახალ ლოკაციაზე დღეში 1 საათით. ნელა გაზარდეთ ეს დრო და დატოვეთ მცენარე ახალ კუთხეში მას შემდეგ, რაც იგი წესიერად შეეჩვევა მას.

5. შავი წერტილები და კიდეების გაყვითლება

ეს როგორც წესი იმას ნიშნავს, რომ თქვენს მცენარეს სოკოს ინფექციით დაავადებული ფოთოლი აქვს. ასეთ სიყვითლეს ასევე ზედმეტი მზეც იწვევს. ასეთი ნიშნების შემჩნევისას სასწრაფოდ მოაშორეთ ქოთანი სხვა მცენარეებს, რათა ინფექციის გავრცელებისგან დაიცვათ თავი. შემდეგ მოაშორეთ მცენარეს მსგავსი ვიზუალის მქონე ყველა ფოთოლი.

6. ფოთლების ფერის ნაკლებობა მის კიდეებზე

ღია მწვანე ფერის ან გაყვითლების პირას მყოფი ყვავილები ნუტრიენტების ნაკლებობაზე მიუთითებს. ამის გამოსასწორებლად დაუმატეთ მიწას კვერცხის ნაჭუჭები ან დაასხით მას კვერცხის მოხარშვისთვის გამოყენებული წყალი. ასეთი წყალი კალციუმის და პოტასიუმის დონეებს გაზრდის.

7. ძალიან პატარა ფოთლები

ეს იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენს მცენარეს უფრო მეტი მზის შუქი სჭირდება. ასეთ დროს ქოთანი უფრო მზიან ადგილას უნდა გადადგათ. თუ ყვავილი ისედაც საკმარის მზეს იღებს, მაშინ შესაძლოა მის ფოთლებზე მოთავსებული მტვერი ბლოკავს სხივების სასარგებლო თვისებებს. ასეთ დროს მცენარის ფოთლების მტვრისგან გაწმენდა იქნება საჭირო.

8. ფოთლების კიდეების მოხრა

თანამედროვე სახლის მცენარეების უმრავლესობა ტროპიკული ან სუბტროპიკული რეგიონებიდანაა ჩამოტანილი, რის გამოც დამწიფებისას ისინი ნაკლებად ტენიან გარემოში ფოთლების მოხრის სინდრომს აჩენენ. ასეთ დროს უნდა გადადგათ ყვავილები საჰაერო ვინტილაციისგან მოშორებით. ასევე მათგან შორს უნდა იყოს გამათბობელი აქსესუარებიც.