ბრიტანელმა მამაკაცმა დაამზადა წიგნების თარო, რომელიც საჭირო დროს კუბოდ გარდაიქმნება

ზოგიერთი გამოგონება იმდენად გვაკვირვებს, რომ მაშინვე ვერ ვსაზღვრავთ, კარგია ეს თუ პირიქით… მაგალითად, ბრიტანელი დიზაინერის მიერ შემუშავებული წიგნის ტრანსფორმერი კარადა რამდენიმე წუთში იქცევა ნამდვილ კუბოდ… ალბათ ფიქრობთ “რა საჭიროა საძინებელში ან მისაღებ ოთახში თვალწინ იმ ელემენტის დადგმა, რომელიც მუდმივად შეგვახსენებს სხვა სამყაროზე”, მაგრამ, მეორეს მხრივ, ვიწყებთ იმის გაცნობიერებას, რომ ეს ცხოვრების გარდაუვალი მოვლენაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახლობლებს საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევთ გაურკვეველი მასალისგან დამზადებული “სასახლის” შესაძენად, რომელშიც, ადრე თუ გვიან ყველა მოხვდება თავის უკანასკნელ გზაზე.

აგერ უკვე 15 წელია არ წყდება კამათი და დისკუსიები ჩვეულებრივ წიგნების ტრანსფორმერ კარადასთან დაკავშირები, რომელიც ყოველგვარი სირთული სგარეშე შეიძლება გადაიქცეს არა ბანალურ მაგიდად, სავარძლად ან ტახტად, არამედ ნამდვილ კუბოდ.

ბუნებრივია, ყველა ადამიანი იმ მომენტში, როდესაც აანალიზებს, თუ რა სახის ობიექტი მიიღება ტრანსფორმაციის პროცესში, მოულოდნელობაში ვარდება. მართალია, ადამიანები ამ მოულოდნელ ტრანსფორმაციაზე განსხვავებულად რეაგირებენ. ზოგი იწყებს აღშფოთებას და ისტერიკაშიც კი ვარდება, სხვები, გააზრების შემდეგ, უღრმავდება პროექტის ავტორის ლოგიკას, რომელიც ბრიტანელი დიზაინერის უილიამ უორენის იდეა აღმოჩნდა. დანარჩენი კი თავდაპირველად ვერ ხვდებიან, შემდეგ კი ტრანსფორმაციის ასეთი სვლა ამხიარულებს კიდეც. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ამ ორიგინალური კარადის შემქმნელი ძალიან სწრაფად გახდა ცნობილი.

ეს კი მოხდა მას შემდეგ,რაც 2005 წელს უილიამ უორნმა პირველად წარადგინა თავისი შედევრი ლონდონის დიზაინის ფესტივალზე,ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში. როდესაც ფესტივალის მონაწილეებმა და სტუმრებმა ნახეს მისი ტრანსფორმაცია, დისკუსიის ნამდვილი ტალღები წარმოიქმნა, მიუხედავად ავტორის ძალზედ გასაგებიარგუმენტისა, რომელიც კომენტარებში იქნა წარმოდგენილი: “ეს წიგნების თარო მთელი ცხოვრება თქვენ გვერდით იქნება. დროთა განმავლობაში ხე შეიცვლის თავის ფერს, ზედაპირზე გამოჩნდება ნაკვალევი – ასე, წლების განმავლობაში, ეს ავეჯი თქვენი ნაწილი გახდება. თქვენი სიკვდილის შემდეგ კი თაროები დაიშლება და ხელახლა აწყვება კუბოს ფორმით.”

ცნობა: უილიამ უორენი არის ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის ლექტორი და ასევე  კითხულობს ლექციებს კუნგსტონის უნივერსიტეტში, გოლდსმიტის კოლეჯში, Camberwell-ის ხელოვნების კოლეჯსა და ცენტრალურ წმინდა მარტინსში. ის ასევე არის მთავარი კონსულტანტი ქვეყნის ცნობილი კომპანიებისა და მწარმოებლებისთვის ავეჯისა და პროდუქციის დიზაინში, იგი მუსიკალურ და ვიდეო პროექტებზე მუშაობს. მისი კონცეციები განსაკუთრებული ფილოსოფიით გამოირჩევა, რაც გაიძულებთ იფიქროთ გარსუვალ და საკმაოდ ყოველდღიურ მოვლენებსა და საგნებზე, რომლებიც ემოციურგამოცდილებებს იწვევს. მიუხედავად ამისა, დიზაინერის ზოგიერთ ნამუშევარს იუმორისტული კონცეპტუალური გადახრებიც აქვს.

ასეთი არასტანდარტული გადაწყვეტილება სავსებით გასაგებია პრაქტიკული თვალსაზრისით, რადგან ინგლისში დაკრძალვის რიტუალისთვის ყველაზე საჭირო ნივთის შეძენა არც ისე იაფი დაგიჯდებათ. უილიამი გირჩევთ, რომ ყველამ იზრუნოთ კუბოზე სიცოცხლეში: “თუ თქვენ წინასწარ არ იფიქრებთ ამაზე, თქვენ დაგკრძალავენ ან დაგწვავენ ნამდვილ მუყაოს ყუთში, რომელიც ხის მსგავსი იქნება, სპილენძში ამოვლებული პლასტმასის სახელურებით. ამავდროულად, თქვენი მგლოვიარე ოჯახი 400 ფუნტ სტერლინგს (დაახლოებით 500 დოლარს) გადაიხდის ნაგვის ამ ნაჭრისთვის, რადგან მეკუბოვეს არავინ შეედავება. უმჯობესია გქონდეთ ის, რაც თქვენ თავად დაამზადეთ, რაღაც უფრო საიმედო, რაც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა თქვენ გვერდით.”

წინდახედულმა გამომგონებელმა წიგნის კარადის კომპლექტის დეტალებში ასევე დაამატა სპილენძის ფირფიტაც, რომელიც ბოლო თაროზე დევს. ერთი მხრიდან შეგიძლიათ შეამჩნიოთ ინსტრუქციები კუბოს ასაწყობად, ემეორე მხრიდან კი გამზადებულია ადგილი გარდაცვლილის სახელის დასაწერად და მისი არსებობის ორი მთავარი თარიღი.

და მაშინაც კი, თუ ვიღაცას ასეთი პრაქტიკულობა აშინებს, ავტორის იდეები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ არავინ რჩება სამუდამოდ ამ სამყაროში, მაშინაც კი, თუ მას ეშინია ან არ ეშინია მოახლოებულ სიკვდილზე ფიქრის.