ჯეისონ სტეთემის მალიბუს სახლი ნამდვილი პორტალია ადამიანსა და ბუნებას შორის

მალიბუს სანაპიროზე ჯეისონ სტეითემს სახლის ყიდვის იდეა მოულოდნელად, მეგობართან ერთად სეირნობისას ეწვია. ბრიტანეთში იშვიათია ქვიშიანი სანაპიროები, რის გამოც მსახიობს ძალიან მოეწონა ოკეანესთან და ბუნებასთან ასე იდეალურად დაკავშირებული სახლის შეძენა. მან დაინახა სანაპიროს დონეზე მდებარე სახლი, რომელიც ოკეანეს გადაჰყურებდა და მარილით გაცრეცილი კედლებით იწონებდა თავს, რის შემდეგაც აღნიშნა, რომ სწორედ ასეთ სახლში იცხოვრებდა სიამოვნებით.

როგორც აღმოჩნდა, სწორედ ეს სახლი გასაყიდ ბაზარზე იყო გამოტანილი და მანაც მაშინვე შეიძინა ეს ბუხრით, ოდნავ დახრილი სახურავითა და მზის სხივებისგან სამხრეთით მიტრიალებული კონსტრუქციით გაფორმებული შენობა.

შავი კედარის ექსტერიერი იდეალურად ერწყმის მარილიანი ჰაერისგან გამწვანებულ სპილენძის დეტალებს. სტეითემს სურდა ბუნებასთან კავშირი ბოლომდე შეენარჩუნებინა, რის გამოც მისი 370 კვ/მ ფართობის ახალი სახლი მაქსიმალურად მოაშიშვლა. სერფინგისა და წყალთან ურთიერთობის სიყვარულის აღსანიშნად მან ცალკე კუთხე გამოყო სერფინგის დაფებისთვისაც.

ინტერიერის მოწყობის საქმეც მსახიობმა თავის თავზე აიღო, რადგან სჯერა, რომ დიზაინერები სახლში მხოლოდ იმას ათავსებენ, რაც თვითონ მოსწონთ. ჰოლივუდური სახლების მფლობელს ძალიან სურდა მისი სანაპიროს სახლის მორთვა დანიური სტილის შუასაუკუნოვანი ავეჯით. იგი ამის უზრუნველსაყოფად დანიური ავეჯის მაღაზიის მფლობელს, ვეინ მარმონსტეინს დაუმეგობრდა. სწორედ მისგან შეიძინა მთელი ავეჯი და მიიღო რჩევებიც სკანდინავიური ესთეტიკის შესახებ. სწორედ ვეინმა გააცნო მას დანიელი კერამიკის ოსტატი აქსელ სალტო, რომლის ნამუშევრებმაც ასევე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ჯეისონის ახალ ბინაში.

ავეჯის განლაგებისას სტეითემმა პრაქტიკულობა ამჯობინა კურაციას, რადგან მისთვის კომფორტი იდგა ყველაფერზე მაღლა. ” მსურდა, რომ სანაპიროდამ ამოსვლისას მარტივად ჩამოვმჯდარიყავი სახლში შორტებით” – განაცხადა ვარსკვლავმა. სპეციალური ფორმებით დამზადებული დივანი სანაპიროს მიმართულებით გაშენებულ ოთახს სწორედ ასეთი სურვილით ავსებს.

მისი აზრით, დიზაინერი მისაღებ ოთახს უამრავი წიგნის თაროებით აავსებდა, თუმცა ჯეისონმა გადაწყვიტა ეს სივრცე უბრალოდ ხით შეევსო. ეს თავიდან სივრცის ასავსებად გადაწყვიტა, თუმცა ამ დეტალმა საკმაოდ მყუდრო იერსახე შესძინა ბუხრიან ოთახს.

ჯეისონს არ სურდა სწრაფად და დაუფიქრებლად შეეძინა დიდი ნახატები კედლებისთვის, რის გამოც მან სახლის კუთხეები მოტივტივე მცენარეებით მორთო. მან ასევე რამდენიმე შავ-თეთრი ფოტოც გადაიღო იუტაში ყოფნისას და სწორედ მათი ჩარჩოიანი ვერსიები განათავსა სახლის კედლებზე. დროთა განმავლობაში მათ ასევე მიუმატა რიჩარდ მისრაჩის, ჰიუ ჰოლლანდის და სერფერების ფოტოგრაფის, ლეროი გრანის ნამუშევრები. თუმცა, იგი აცხადებს, რომ სრულიად აცნობიერებს სერფერების სახლში სერფერობის ფოტოების ჩამოკიდების კლიშეობას.

მოგეწონათ სტეთემის სახლი? ყველაზე მეტად რამ მოგხიბლათ?