ამ შეცდომებს ბევრი ჩვენგანი უშვებს სახლის დალაგებისას. გაითვალისწინეთ და დაზოგეთ დრო

სახლის დალაგების და ორგანიზების დროს მცირე შეცდომები შეიძლება შეუმჩნელადაც კი დაუშვათ. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ სახლის ორგანიზების ყველაზე წარმატებულ მეთოდებს, რომლითაც თქვენს სივრცეში ზედმეტ არეულობასა და ნერვების მომშლელ ასპექტებს სამუდამოდ გააქრობთ:

1. ტოვებთ ეტიკეტებს პროდუქტებზე

პროდუქტების ეტიკეტები ოთახის ვიზუალურ ხმას ამახინჯებენ და ფერების ბალანსს არღვევენ, რის გამოც მათი მოშორება უფრო მშვიდ ატმოსფეროს შეგიქმნით.

2. ერთად ინახავთ სხვადასხვა ზომისა და კატეგორიის ნივტებს

ხშირად ვალაგებთ ერთ ყუთში ყველაფერს ერთად, თუმცა ეს სივრცეს უფრო არეულს აჩენს. ამიტომ სჯობს შეინახოთ სხვადასხვა ზომის და კატეგორიის ნივთები ცალცალკე. ეს მათ პოვნას გაგიადვილებთ.

3. ყველაფერს თავისი ადგილი არ აქვს

ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს თქვენს სახლში. მოიფიქრეთ ყველა ნივთისთვის შესაფერისი ადგილი და განათავსეთ ისინი ყოველთვის მაგ ადგილზე. ამით დალაგებაც და მათი პოვნაც გაგიადვილდებათ.

4. ყოველდღიურად საჭირო ნივთებს ძნელად მისაწვდომ ადგილზე დებთ

ასეთი ჩვევის ქონით ხშირად დახარჯავთ ზედმეტ ენერგიასა და ნერვებს. ამიტომ სჯობს ადვილად ხელმისაწვდომ ადგილზე განათავსოთ ის ნივთები, რომელიც ყოველდღიურად გჭირდებათ.

5. მაგიდაზე ტოვებთ ქაღალდების გროვას

მაგიდებზე არეულობას ყველაზე ხშირად არასაჭირო ქაღალდების დასტები იწვევს. ამის გამო სჯობს ხშირად გამოიყენოთ ქაღალდის ფოლდერები და გამოყენებისთანავე ჩადოთ მათში ქაღალდები კატეგორიების მიხედვით.

6. სამზარეულოში საჭმლის კონტეინერებს არ იყენებთ

პროდუქტების ორიგინალურ შეფუთვაში დატოვება საბოლოო ჯამში დიდ დროს გაკარგვინებთ და მეტ სივრცესაც იკავებს. მათ შესანახად შუშის და პლასტმასის კონტეინერების გამოყენება ადგილსაც დაზოგავს და მათ პოვნასაც გაგიადვილებთ ერთი შეხედვით.

7. უჯრების მთელ სივრცეს არ იყენებთ

კარადები ყოველთვის არეულია, რადგან მათ სივრცეს ზუსტად არ იყენებთ. ეცადეთ შეინახოთ მათში ყველაფერი ვერტიკალურად. ეს სივრცეს და დროსაც დაგაზოგინებთ.

8. იყენებთ მორთულ ყუთებს უბრალო ყუთების ნაცვლად

ნახატებიანი და სხვადასხვა ფორმების მქონე ყუთები ვიზუალურ ხმაურს ქმნიან და მათში მოთავსებული ნივთების დანახვაში გვიშლიან ხელს. ოთახის ჰარმონიის გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ სუფთა ზედაპირის მქონე ყუთები, რომელიც ნივთების მარტივად პოვნაშიც დაგეხმარებათ.

9. კარადაში კიდებთ ყველანაირი სახის სამოსს

არ ჩამოკიდოთ მაგალითად ისეთი ტიპის სამოსი, როგორიცაა მაისურები, რადგან ეს საჭირო არაა მათთვის. ასევე არ ჩამოკიდოთ საკიდზე მოქარგული ან ბამბის სამოსი, რადგან ეს მათ დააზიანებს. ჩამოკიდეთ მხოლოდ ისეთი სამოსი, რომელსაც ეს სჭირდება ფორმის შესანარჩუნებლად და ამით უფრო დალაგებულ კარადას მიიღებთ.

10. ინახავთ იმ ნივთებს, რომელსაც არ იყენებთ

ყველა ფლობს ისეთ რამეს, რაც აღარ იწვევს პოზიტიურ ემოციებს. ეს სახლის არეულობის გაზრდასაც იწვევს. ამიტომ სჯობს შეინახოთ მხოლოდ ისეთი რაღაცეები, რაც იწვევს დადებით ემოციებს. ეს სახლში უსარგებლო ნივთების დაგროვებას შეუშლის ხელს.