პანდემიის გამო მდიდრებმა ბუნკერები შეიძინეს. აი, როგორ გამოიყურება ისინი

მიუხედავად იმისა, რომ ცივი ომის “ბნელეთი” უკვე დიდი ხანია წავიდა, ჩვენ წინაში არსებული ინფექციის ფონზე, ბუნკერებზე, მიწისქვეშა თავშესაფრებსა და safe room-ზე (უსაფრთხო ოთახები) მოთხოვნა 1000-დან 2000%-მდე გაიზარდა. მდიდარი ხალხი კვლავ ჩქარობს არსებულ ბუნკერებში გადასახლებას ან აქტიურად იწყებს საიმედო დაცული ჰაბიტატების შეკვეთას იმ კომპანიებთან, რომლებიც პროფესიონალურად არიან დაკავებულნი ასეთ მშენებლობაში. გამართლებულია თუ არა ამგვარი ქმედებები, რა ღირს ასეთი შენობა და დაიცავს თუ არა ისინი ადამიანებს ვირუსისგან ან სხვა უბედურებისგან, ჩვენც შევეცდებით გავერკვიოთ.

1. როგორ გაიზარდა ბუნკერების შეძენაზე მოთხოვნა

ბოლოდროინდელი პანდემიის და მის შედეგებთან დაკავშირებული მოვლენების ფონზე, საკმაოდ შეძლებული ქვეყნების მდიდარი მოსახლეობა (კონფლიქტების, სეისმური სტაბილურობისა და სტიქიური უბედურების თვალსაზრისით) კვლავ შეუდგა საიმედო თავშესაფრის შეძენას მიწის ქვეშ. თუ ამ ეპიდემიის დაწყებამდე მხოლოდ ამერიკელები იყვნენ “დასნებოვნებული” თვითგადარჩენის ამგვარი გზით, მაშინ ახლა ევროპელებმა და რუსებმაც კი დაიწყეს არსებული მიწისქვეშა ბუნკერების შეძენა ან შეკვეთის მიცემა ცნობილ სამშენებლო კომპანიებთან.

ჩვენი რედაქციის ცნობით, ჟურნალმა Forbes-მა გამოკითხვა ჩაატარა იმ კომპანიების მეპატრონეებს შორის, რომლებიც ამ თავშესაფრების მშენებლობით არიან დაკავებულნი. სწორედ მათ განაცხადეს უპრეცედენტო შეკვეთების შესახებ, თანაც, არა მხოლოდ მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ფირმებია გადატვირთული ამ შეკვეთებით, არამედ რუსულიც, რომლებიც თავიანთი საქმიანობის სპეციიკის გამო, არასოდეს განიცდიდნენ შეკვეთების გადაჭარბებას.

ასე, მაგალითად, ბუნკერების წარმოებით დაკავებული ერთ-ერთი მსხვილი ამერიკული კომპანიის Rising S Company-ს ტოპ-მენეჯერმა თქვა, რომ 2020 წლის დასაწყისში თავშესაფრის მშენებლობისთვის შეკვეთების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2000%-ით გაიზარდა. აი, მათი კოლეგები კალიფორნიაში მდებარე Vivos-დან, აღნიშნავენ, რომ გაყიდვები 400%-ით გაიზარდა, ხოლო შეკვეთები ინდივიდუალური ბუნკერების დამზადებაზე 1000%-ზე მეტით.

2. როგორ ეზადებიან მდიდარი რუსები პანდემიის შედეგებისთვის

მხოლოდ ზემოაღნიშნული კომპანიების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მომხმარებლებს შორის ბევრი რუსია, რომელთა ნაწილს სურს, რომ რუსეთში თავიანთ მიწის ნაკვეთზე შექმნან მიწისქვეშა სტრუქტურა (მათ მოდულებს უგზავნიან), ზოგმა კი, შეერთებულ შტატებში გადაწყვიტეს თავშესაფრის შეძენა. ეს უკანასკნელები აშშ-ში აპირებენ გადასვლას, როდესაც საფრთხე წარმოიქმნება. Rising S Company-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ მოდულირებული თავშესაფრისთვის რუსეთში  გაემგზავრნენ. თითოეულის ღირებულება 150 ათას დოლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებს სურდათ დამატებითი სისტემის დაყენება ატომური ნაწილაკების გასაფანტად.

რუსული კომპანია Deluxe Bunker-ის დირექტორი ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზეც არ არის კლიენტების დეფიციტი. თუ ადრე თვეში დაინტერესებულიპირებისგან 2-ზე მეტი ზარი არ განხორციელებულა, მაშინ მარტის შუა რიცხვებში დღეში 5-6 ადამიანი მიმართავდა კომპანიას მსგავსი დაკვეთებით. როგორც წესი, ქვეყანაში პოპულარულია მცირე მოდულები, რომლებიც კერძო ნაკვეთზე ისე იმალება, რომ მათი პოვნა ვერც სატელიტიდან და ვერც სხვა გზით შეგიძლიათ. ისინი აღჭურვილია მძლავრი საჰაერო ფილტრაციის სისტემებით და ენერგიის, წყლისა და კომუნიკაციების ავტონომიური წყაროებით, სტრუქტურის სრული ჰერმეტულობით.

3. როგორ აწყობენ ამერიკელები თავიანთ საიდუმლო ბუნკერებს

ამერიკელები ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ საკუთარი თავშესაფრის შეძენას ბირთვული ომის შემთხვევისთვის, მაგრამ ბუნკერები ახლაც არანაკლებ მოთხოვნადია. უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცდილობს იპოვოს სულმცირე გადარჩენის შანსი, რომ აღარაფერი ვართ მილიონერებზე, რომლებიც ზღაპრულ თანხებს აბანდებენ სუპერსანდო თავშესაფრის შესაქმნელად. მათი მიწისქვეშა თავშესარები უფრო მასშტაბურად და მდიდრულად გამოიყურება, ვიდრე საშუალოსტატისტიკური სახლები და ბინები. ამის დასადგენად, გთავაზობთ გადახედოთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ძვირადღირებულ (8,35 მლნ დოლარიან) მიწისქვეშა ბუნკერს “Aristocrat”, რომელიც კომპანია Rising S Bunkers-მა მდიდარი მომხმარებლისთვის შეიმუშავა.

ამ კეთილმოწყობილ თავშესაფარში უპრობლემოდ დაეტევა 10-ზე მეტი ადამიანი, თანაც, მათ შეეძლებათ ნორმალურად იცხოვრონ იქ, სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში. საძინებელი ოთახების გარდა, აქ მოწყობილია სველი წერტილები, სამზარეულო, სასადილო ოთახი, მისაღები, სათამაშო ოთახები, სპორტდარბაზი ტრენაჟორებით, მინი-აუზი, ბოულინგის ოთახი, კინოთეატრი, საუნა, ტირი, ავტოფარეხი რამდენიმე მანქანისთვის და სათბური ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულისა და მწვანილების მოსაშენებლად.

სიცოცხლის უსაფრთხოების ავტონომიური შენარჩუნების სისტემისთვის სპეციალური ოთახებია მოწყობილი სხვადასხვა აღჭურვილობით. ასევე, არსებობს რამდენიმე საკუჭნაო და ცივი ოთახი საკვების საკმარისი მარაგის შესანახად.

4. მდიდრული მიწისქვეშა სასტუმრო მილიონერებისთვის

ძვირადღირებულ თავშესაფარზე მოთხოვნა ყოველთვის იყო, მაგრამ ბოლო მოვლენების ფონზე იგი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ახლა, პლანეტის მეგა-მდიდარი მცხოვრებლები ინვესტირებენ ზღაპრული ოდენობის თანხას კეთილმოწყობილ ბუნკერებში, რომ გადარჩნენ “ზომბების აპოკალიფსისში”, ბირთვული შეტევის ან ეპიდემიის დროს. სწორედ მათთვის შეიქმნა ფეშენებელური სასტუმრო “Oppidum”, რომელიც აღიარებულია, როგორც “მსოფლიოში ყველაზე დიდი ბუნკერი მილიარდერებისთვის”. ეს უჩვეულო სტრუქტურა ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლად არის განლაგებული.

უნიკალური კომპლექსი, რომლის ტერიტორია 30 ათასზე მეტი კვადრატული მეტრია, შედგება მიწისზედა დონის გოლფის მოედნით, ვერტმფრენის დასაშვები ბილიკითა და ავტომატური თავდაცვის ტექნიკით, ასევე გამოქვაბულის მსგავსი მიწისქვეშა თავშესაფრით. თავად ბუნკერი 1984 წელს შეიქმნა, ამ მიწაზე კომუნიზმის მშენებლობის დროს იმისთვის, რომ მაღალჩინოსნებს შეძლებოდათ გადარჩენა არა მხოლოდ ბირთვული შეტევისას, არამედ ნებისმიერი სტიქიური უბედურების შემთხვევაში. მაგრამ დროთა განმავლობაში, ეს ობიექტი დეკლარირებული იქნა და გაიყიდა 2013 წელს. იაკუბ ზამრაზილს, რომელმაც ეს შენობა ფეშენებელურ სასტუმროდ გადააქცია პლანეტაზე ყველაზე მდიდარი ადამიანებისთვის.

8 ლუქსი თავისი მდიდრული ინტერიერით, მაღალხარისხიანი ავეჯითა და ულტრათანამედროვე პირობებით გაგაოცებთ. აქ სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ აუზთან დასვენებით ან მიწისქვეშა ბაღში გასეირნებით, განიტვირთონ სპა-სალონში ან წავიდნენ სპორტდარბაზში და ღამის კლუბში.

აქვე განთავსებულია სრულფასოვანი სამედიცინო ცენტრი, საოპერაციო დარბაზითდა სტომატოლოგიური განყოფილებით. ხოლო იმისთვის, რომ “ფანჯრიდან” ფანტასტიკური ხედი უზრუნველყოფილიყო, სასტუმროსა და საძინებელ ოთახებში დამონტაჟდა ვირტუალური ფანჯრის პანელები, რომლებიც ქმნიან უფრო ნაცნობ გარემოში ყოფნის ილუზიას.