როგორ დავატიოთ ბევრი მცენარე მცირე ზომის ნაკვეთზე: 13 ლამაზი და პრაქტიკული იდეა

ბევრისთვის, აგარაკზე წასვლა მხოლოდ ნეგატიურ ემოციებს იწვევს, ეს ემოციებ დაკავშირებულია სხვადასხვა კულტურის დამუშავებასთან, რომლებიც შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში ნებისმიერ სასურსათო მაღაზიაში იპოვოთ. ყველაზე მეტად (განსაკუთრებით ახალგაზრდებს) “კარტოფილის წრე” აღაშფოთებს, რადგან სათანადო ზრუნვის არარსებობის შემთხვევაში, ფესვიანი მოსავალი პატარა ზომის და მცირე რაოდენობით მოდის, როგორც ამბობენ, “რასაც დათესავ, იმას მოიმკი” – სიტყვის პირდაპირი გაგებით. ეს სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს ე.წ. მაღალი საყვავილეებით – სპეციალური კონსტრუქციებით, რომელთა წყალობით, მოსავალი გაცილებით მეტი მოვა, თანაც, უფრო დიდი ზომებით და, ამასთან, ასეთი ბოსტანი უფრო საინტერესოდ გამოიყურება.

1. კომბოსტო ტომრებში

ნაქსოვი მასალით მოწყობილი ამაღლებული “ქოთანი” – ალბათ ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი გზა მცენარეების აღმოსაცენებლად თბილი ადგილის შესაქმნელად. რეგულარული მორწყვის უზრუნველყოფით, ამ გზით შეძლებთ ნებისმიერი ბოსტნეულისა და ძირეული კულტურის გამრავლებას.

2. მარწყვის ქოთანი

მარწყვის გაზრდა მცირე ზომის წამოწეულ ქოთნებში მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ მასზე ზრუნვას და გაზრდის მოსავლიანობას. მარწყვი პატარა ამაღლებულ ყუთებში ბევრად უფრო ლამაზი და აკურატულია, ვიდრე ჩვეულებრივ მიწის ნაკვეთზე.

3. ბოსტანი ღობის უკან

თუ არ გუსრთ კოტეჯი უწყვეტ ბოსტნად გადააქციოთ, უბრალოდ დაყავით მიწის ნაკვეთი პატარა სარგავებად. ღობის უკან დადგით რამდენიმე ყუთი მაღალი სარგავების შესაქმნელად. შეიძინეთ სპეციალური ნიადაგი, შეარჩიეთ დრენაჟი, სასუქი და დაათბეთ კონსტრუქციები. თქვენ მიიღებთ სუფთა და კოხტა ბოსტანს, რომელიც თავიდან აგაცილებთ ამოუწურავ ბაღის სამუშოებს, სანაცვლოდ კი სტაბილურ მდიდარ მოსავალს მოგიტანთ.

4. ყუთი კარტოფილისთვის

ყველამ, ვისაც ერთხელ მაინც მოუყვანია კარტოფილი მიწაზე, იცის, რომ მას ხშირად ესევიან ხოჭოები და სხვა მავნებლები. თუ თქვენ არ აპირებთ მთელი ჰექტარი კარტოფილის დარგვას და არ გსურთ, რომ მთელი ზაფხული მწერების მოგერიებაში გაფლანგოთ, გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ მაღარ სარგავებს. მაგალითად, შეგიძლიათ თავად შექმნათ ასეთიყუთები დაფებისგან, გაუკეთოთ მათ კარები, დაათბოთ, შეარჩიოთ დრენაჟი და დარგოთ კარტოფილი. შემდეგ თქვენ მხოლოდ დროულად მორწყვა და მოსავლის აღება დაგევალებათ.

5. გოგრის კულტურები ტომრებში

გოგრის კულტურის მოყვანა: საზამთრო, ნესვი, ყაბაყი, გოგრა ტომრებში – შესანიშნავი გამოსავალია აგარაკზე მცხოვრები ადამიანებისთვის. ბოსტანი ძალიან კოხტად გამოიყურება, ხილი უფრო სწრაფად მწიფდება, მცენარეები კი მინიმალურ მოვლას საჭიროებს.

6. თაღი გოგრისთვის

თუ თქვენ დაიღალეთ იმით, რომ თქვენს გოგრის, ნესვის ან ყაბაყის მოსავალს მუდმივად ესხმიან თავს მავნებლები, ნამდვილად ღირს ამ კულტურების გასაზრდელად ალტერნატიული გზის პოვნა. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ რაღაც თაღის მსგავსი სტრუქტურის აგება. მცენარე გადაეხვევა საყრდენებს, ნაყოფი კი მიწიდან მოშორებით იქნება და მავნებლებიც ვეღარ მიეკარებიან.

7. კვერცხის უჯრედები

კვერცხის მუყაოს უჯრედებში ბოლოკის მოშენება დარგვის უნიკალური მეთოდია, რამაც შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოს მცენარეების მოვლის პრობლემები. მოშენების ასეთი მეთოდი საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ მულჩირება და ნიადაგისთვის მუდმივად საჭირო ტენიანობის შენარჩუნების საჭიროება.

8. ამაღლებული ბაღი

ხის დაფებისგან შეგიძლიათ დაამზადოთ დიდი მაღალი სარგავები მრავალფეროვანი კულტურის მოსაშენებლად. აღიჭურვეთ ყუთით, რამდენიმე გისოსით მცოცავი მცენარეებისთვის და გაყავით  იგი ზონებად. ამრიგად, თქვენ მიიღებთ სუფთა მაღალ ბოსტანს, რომელიც ყოველწლიურად მოგიტანთ მდიდარ, მაღალხარისხიან და ნაადრევ მოსავალს.

9. სარგავები პროფილის ფირფიტებისგან

ხის კუთხეებისა და პროფილის ფირფიტებისგან შექმნილი მაღალი სარგავები ძალიან მოდურად გამოიყურება და სითბოს არაჩვეულებრივად ინარჩუნებს. ასეთი კონტეინერები მრავალი წლის განმავლობაში უღალატოდ მოგემსახურებათ, საშუალებას მოგცდემთ ბოსტანი წესრიგში მოიყვანოთ და მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ მცენარეების მოვლის პროცესს.

10. მრგვალი სარგავები

პროფნასტილი არის მოქნილი მასალა, რომელსაც შეუძლია მიიღოს სხვადასხვა ფორმები, რაც ნიშნავს, რომ სარგავების პროფლისტებისგან გაკეთებული კედლები შეიძლება იყოს მრგვალი, ოვალური ან მომრგვალებული. და ასევე, ეს სამშენებლო მასალა საკმაოდ მდგრადია დაზიანებების მიმართ და შესანიშნავად ინარჩუნებს სითბოს, რაც მას მრავალფეროვანი ამაღლებული სარგავების შესაქმნელად შესანიშნავ მასალად აქცევს.

11. სარგავი საბურავებში

დაუღალავ მებაღეებს შეგიძლიათ გამოიყენოთ მანქანის ძველი საბურავები ამაღლებული სარგავების მოსაწყობად. რეზინი, რომლისგანაც საბურავებია დამზადებული, გამძლეა და შესანიშნავად ინარჩუნებს სითბოს. ეს ძველ საბურავებს პრაქტიკულ და ხელმისაწვდომ მზა პროდუქტად აქცევს კულტივირებული მცენარეების მოსაშენებლად პოპულარული მაღალი კონსტრუქციის შექმნისთვის.

12. ნაცრის ბლოკები

ნაცრის ბლოკებისგან შექმნილი შესანიშნავი სარგავი, რომელიც სხვადასხვა ფერებშია შეღებილი გახდება არა მხოლოდ თბილი ადგილი მცენარეების მოსაშენებლად, არამედ ეფექტური დეკორაცია თქვენი მიწის ნაკვეთისთვის. სხვათა შორის, ნაცრის ბლოკების ნახვრეტებში შგიძლიათ გაზარდოთ ყვავილები, რომლებიც კონსტრუქციას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

13. პალეტები

ხის პალეტები არის უნივერსალური რამ, რაც ნებისმიერ მებაღეს გამოადგება. მათი გამოყენება შეგიძლიათ არა მხოლოდ მოდური ავეჯის შესაქმნელად, არამედ როგორც მასალა მაღალი სარგავების კონსტრუქტირებისთვის. მაგალითად, ჰორიზონტალური სარგავები შესაფერისია მარწყვისა და სალათის ფურცლების გასაშენებლად, ხოლო მაღალი პირამიდები – პომიდვრებისთვის, ტკბილი წიწაკისადა სხვა მაღალი მცენარეებისთვის.