ამ 10 კითხვაზე პასუხი ყოველთვის გაინტერესებდათ

ისეთი კითხვები, რომლების დასმაც უცნაურად გვეჩვენება თუმცა მათზე პასუხის ძიება ძილშიც კი არ გვასვენებს, ყველაზე საინტერესო კითხვები გახლავთ. სწორედ ასეთი კითხვების ყველაზე საინტერესო ათეულის პასუხებს წარმოგიდგენთ ამ სიაში:

1. რა მოხდება, თუ დედამიწა ჟანგბადს 5 წამით დაკარგავს?

  • მზის გულზე მყოფი ყველა ადამიანი დამწვრობას მიიღებს სხივებისგან, რადგან სწორედ ჰაერი გვიცავს ულტრაიისფერი შუქისგან.
  • ცა გაშავდება, რადგან მას ლურჯი შუქის ამრეკლავი ნაწილაკები მოაკლდება.
    ყველას შუა ყური აფეთქდება. ამის მიზეზი ისაა, რომ მსგავს სიტუაციაში დედამიწა ერთ წამში მისი ჰაერის წნევის 21 პროცენტს დაკარგავს.
  • ყველა ცემენტის შენობა მტვრად იქცევა, რადგან ამ მასალის მდგრადობას სწორედ მასში არსებული ჟანგბადი ინარჩუნებს.
  • ოკეანეები აორთქლდება, რადგან წყლის 1/3 ჟანგბადისგან შედგება.

2. რა მოხდება, თუ ფრენისას თვითმფრინავის კარი გაიღება?

კართან ახლოს მჯდომი ყველა მგზავრს წნევა გარეთ გაისვრის. თვითმფრინავში ტემპერატურა სწრაფად დაიწევს და ის შუაზე სეიძლება გადატყდეს. ასეთ დროს თავის გადასარჩენად 15-20 წამი გექნებათ, რა დროშიც ჟანგბადის ნიღბის გაკეთება უნდა მოასწროთ.

3. რა მოხდება, თუ მთვარე მოულოდნელად გაქრება?

  • ღამეები უფრო ბნელი იქნება, რადგან მთვარე მზის შუქს აღარ აირეკლავს.
    ბუებს და ლომებს ნადირობა გაუჭირდებათ, რადგან ისინი მთვარის შუქს იყენებენ ეფექტური ნადირობისთვის.
  • ტალღები უფრო ნელა აიწევს და დაიწევს და ახლანდელთან შედარებით 60 პროცენტით უფრო პატარები იქნებიან.
  • გრავიტაციის გაქრობით დედამიწის ღერძი შეიძლება ოდნავ შეიცვალოს, რამაც შეიძლება ისეთი ბუნებრივი კატასტროფები გამოიწვიოს, როგორიცაა ვულკანების ამოფრქვევა და მიწისძვრები.

4. რა მოხდება, თუ დედამიწაზე ყველა მწერი გაქრება?

  • მსოფლიოში მცენარეების დაახლოებით 80% დამტვერვით განაყოფიერებაზეა დამოკიდებული. ამ საქმეს სწორედ ფუტკრების მსგავსი მწერები ანხორციელებენ. მათ გარეშე თითქმის ყველა მცენარე გაქრება მსოფლიოში.
  • მწერების გაქრობა კვების ჯაჭვს დაარღვევს, რაც უამრავი ძუძუმწოვრისა და ჩიტის გადაშენებას გამოიწვევს.

5. რა მოხდება, თუ დედამიწა გაორმაგებული სიჩქარით იტრიალებს?

  • წყლის დონე ეკვატორზე 100 მეტრით უფრო მაღლა აიწევს პოლუსებიდან წყლის გამოქაჩვის ძალის გამო.
  • დედამიწის ზედაპირი შეიცვლება და ინდონეზია და სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილი თითქმის მთლიანად გაქრება.
  • აფრიკა 2 კუნძულად გაიყოფა.
  • სწრაფად ბრუნვა ტორნადოების აჩქარებას და მათ მიერ მიყენებული ზიანის გაზრდასაც გაოიწვევს.
  • ეკვატორზე არსებული წყლის რაოდენობის გაზრდა გამოიწვევს ტენიანობის გაზრდასაც, რაც გამუდმებული ნისლის წარმოქმნას გამოიწვევს.

6. რა მოხდება, თუ ერთი წელი არ იბანავებთ?

  • ტანზე დაგროვებული ბაქტერიებისა და ოფლის გამო, საშინელი სუნი გექნებათ.
    უჯრედები გაივსება მკვდარი კანის უჯრედებით.
  • გაგიჩნდებათ გამონაყარი და ქავილის მსგავსი გაღიზიანებები კანზე. თუ გაჭრილ კანს მაშინვე არ გაწმენდთ, გექნებათ ინფექციით დაავადების დიდი რისკი

7. რა იქნებოდა ადამიანები ორჯერ უფრო ჭკვიანები რომ ვყოფილვიყავით?

  • ჩვენ შევძლებდით ახალი ენის ან პროფესიის სწავლას რამდენიმე კვირაში.
  • ადამიანები იცხოვრებენ უფრო ხანგრძლივად, რადგან კვლევების მიხედვით მაღალი ინტელექტუალური კოეფიციენტის მქონე ადამიანები 21 პროცენტით უფრო დიდი ალბათობით აღწევენ 76 წელზე დიდ ასაკს.
  • გაიზრდება ნარკოტიკების მოხმარება. 1958 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანებთან შედარებით, უფრო ჭკვიანი ადამიანები უფრო ხშირად იყენებდნენ ფსიქოაქტიურ ნარკოტიკებს.

8. რა მოხდება, თუ კოსმოსში იარაღს გაისვრით?

  • იარაღის გასროლისას თქვენ დედამიწაზე ადვილად რჩებით ერთ ადგილზე გრავიტაციის და ფეხების დახმარებით, თუმცა ეს კოსმოსში ვერ დაგეხმარებათ და იარაღის გასროლა ტყვიის საპირისპირო მიმართულებით გაგისვრით.
  • გრავიტაციის გარეშე ტყვია უფრო სწრაფად იმოძრავებს და სავარაუდოდ არც არასდროს არ გაჩერდება იქამდე, სანამ რაიმეს არ დაეჯახება.
  • კოსმოსში შეიძლება საკუთარ თავს ესროლოთ წინ გასროლით, თუკი ტყვია პლანეტის ორბიტაზე დარჩება, მას კრუგს დაარტყავს და ისევ თქვენამდე მოაღწევს.

9. რა მოხდება, თუ მხოლოდ ერთი ტიპის საკვებს მიიღებთ?

  • თუ ნახშირწყლებისგან დაცლილ ისეთი საჭმლის ჭამას გადაწყვეტთ, როგორიცაა მაგალითად შემწვარი ქათამი, თქვენი ორგანიზმი ენერგიისგან დაიცლება და ასეთ დროს სხეული საკუთარი კუნთების ჭამას დაიწყებს საწვავის მისაღებად.
  • მარტო პურის ან მაკარონის ჭამა ორგანოების გათიშვას გამოიწვევს ამინომჟავების ნაკლებობის გამო.
  • იგივეს გამოიწვევს ერთი ტიპის ბოსტნეულის ჭამაც, რადგან არცერთი ბოსტნეული არ ფლობს ყველა სახის საჭირო ამინომჟავებს.
  • ერთადერთი საკმარისად ჯანსაღი პროდუქტი, რომლის ჭამითაც ადამიანი მთელი ცხოვრება გადარჩება, დედის რძეა. თუმცა, ამ საჭმელის მოპოვება გარკვეული ასაკის შემდეგ მართლაც დიდი პრობლემა იქნება.

10. რა მოხდება, თუ ვულკანში ჩავარდებით?

ვულკანში ტემპერატურა იმდენად მაღალია, რომ მაშინვე ცეცხლი წაგეკიდებათ და ცოცხლად დაიწვებით. თუმცა, ლავის სიმკვრივე იმდენად მაღალია, რომ მასში ვერ ჩაიძირებით და უბრალოდ ზემოდან დაეცემით ლავაზე. ამიტომ არსებობს იმის შანსიც, რომ ლავაზე გავლას შეძლებთ რამდენიმე წამით. რათქმაუნდა ამის მოხერხება მხოლოდ სპეციალური დამცავი ფეხსაცმელების დახმარებით იქნება შესაძლებელი.