An Airman plants a succulent near the Carswell Field House on Goodfellow Air Force Base, Texas, June 23, 2016. As part of a troop walk beautification project, Airmen used drought resistant plants that can survive exposure to long periods of extreme heat. (U.S. Air Force photo by Airman 1st Class Randall Moose/Released)

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ გამოსდით სხვა ცოცხალ არსებებთან მეგობრობა. ასევე, ხშირია ისიც, რომ ბინაში ვერ ქმნიან შესაფერის პირობებს მცენარეების გასაზრდელად. სწორედ ამიტომ, დღეს გაგაცნობთ 9 მცენარეს, რომლებსაც უბრალოდ ვერ დაღუპავთ, თუნდაც ყველაფერს ერთი შეხებით ანადგურებდეთ.

1. სანსევიერია

ამ ჯიშის მცენარეებს შეუძლიათ რამდენიმე კვირა გაძლონ მორწყვის და მზის სხივების გარეშე, რაც გულმავიწყი ადამიანებისთვის იდეალურ ვარიანტს წარმოადგენს. მათ მორწყვამდე უნდა დაელოდოთ მიწის ბოლომდე გამოშრობას. ასევე არ ინერვიულოთ მათთვის მზის სხივების პოვნაზე, რადგან მათ ეს არ სჭირდებათ ყვავილობისთვის.

2. ობობასებრი მცენარეები

ამ სახის მცენარეებს სხვადასხვა ტიპის განათების ქვეშ შეუძლიათ სიცოცხლის შენარჩუნება და თითქმის ნებისმიერ გარემოში იზრდებიან, რის გამოც მათი მოვლა ყველას შეუძლია. ეს მცენარე იდეალური არჩევანი იქნება იმათთვის, ვინც პირველად იწყებს მცენარეების მოვლას. ამ ტიპის ყვავილებს არ სჭირდებათ მზის სხივების ქვეშ ყოფნა, თუმცა პირდაპირ სხივების განათების ქვეშ ყოფნისას ყველაზე მარტივად დაიწყებენ ყვავილობას. ისინი ზაფხულში რეგულარულად უნდა მორწყათ, თუმცა ზამთარში ამას დიდად არ საჭიროებენ. მთავარია არ დადგათ ძალიან ცივ გარემოში, მაგალითად ჰაერის კონდიციონერის გვერდით.

3. პოთოსი

ამ მცენარის მოკვლა ძალიან რთულია, რადგან მას რეალურად ურჩევნია მშრალ მიწაში გაზრდა და ამის გამო ნებისმიერ გარემოში მარტივად იზრდება. მას ასევე არ სჭირდება დიდი რაოდენობით შუქი და შეკრეჭვა, თუმცა ისინი საკმაოდ დიდ ზომას მიიღებენ ამ ასპექტის ნაკლებობის შემთხვევაში. მათი მორწყვა მხოლოდ მაშინ დაგჭირდებათ, როდესაც მცენარის ფოთლები გამომშრალ იერს მიიღებს და მათი მიწა მთლიანად მშრალი გახდება. თუ ნესტიან მიწას მორწყავთ, მაშინ შესაძლოა მცენარის ფესვები დალპეს. ასევე არ ჩარგოთ პოთოსი ძალიან დიდ ქოთანში.

4. ალოე

ალოეს კონკრეტული ტიპის მოვლა სჭირდება ყვავილობისთვის, თუმცა თუკი მისი მოვლის საბაზისო წესები მაინც იცით, მაშინ ეს საერთოდ არ გაგიჭირდებათ. მოათავსეთ ალოე კაკტუსისთვის საჭირო მიწაში და დადგით ფანჯარასთან ისეთი ქოთნით, რომელიც წყალს ატარებს. შემდეგ მორწყეთ მცენარე მხოლოდ მისი მიწის ბოლომდე გამოშრობის შემდეგ.

5. ზამიოკულკასი

ეს მცენარე ნებისმიერ გარემოში გაიხარებს ზედმეტი ყურადღების გარეშე და ლამაზი ვიზუალითაც გამოირჩევა. მისი ქოთანი პირდაპირ მზის სხივების ქვეშ დადგმას არ საჭიროებს, რის გამოც იგი იდეალური მცენარეა მაგალითად ოფისებისთვის. ეს ყვავილი მოვლას არ საჭიროებს. უბრალოდ მორწყეთ მიწის ბოლომდე გამოშრობის შემდეგ.

6. ფილოდენდრონი

ეს მცენარე ცოტაოდენ ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ იდეალური პირველი მცენარე იქნება თქვენთვის, რადგან ყვავილების მოვლის საბაზისო წესებს გასწავლით. მისი ფოთლები ზუსტად გეტყვიან რა სჭირდებათ მათ.

დადგით მისი ქოთანი ისეთ ადგილას, სადაც მას პირდაპირ არ დაეცემა მზის სქივები. ზედმეტი შუქის შემთხვევაში მისი ფოთლები გაყვითლებას დაიწყებენ. როდესაც მისი მიწის ზედაპირი გამოშრება, მაშინ იქნება მათი მორწყვის დრო. ამის შესამოწმებლად მის ზედაპირზე თითის დადებაც საკმარისი იქნება. თუკი ფოთლები ჩამოღუნვას დაიწყებენ, ესეიგი მცენარეს ზედმეტად ბევრ ან ზედმეტად ნაკლებ წყალს უსხავთ. იგი ძველებურ ლამაზ ფორმას მარტივად დაიბრუნებს მორწყვის სწორი განრიგის შემთხვევაში. მისი განაყოფიერება გაზაფხულზე და ზაფხულში ყოველთვეა საჭირო თხევადი საშუალებებით, ხოლო შემოდგომაზე და ზამთარში ყოველ 6-8 კვირაში ერთხელ უნდა გააკეთოთ ეს.

7. პალმა

პალმები თქვენგან უყურადღებობას დიდი ხნის განმავლობაში აიტანენ. ისინი იდეალურად გაიხარებენ კარგი განათების ქვეშ, თუმცა არ გაფუჭდებიან დაბალი განათების მქონე გარემოში ყოფნის დროს. ამიტომ ზაფხულში მათი გარეთ დადგმა და ზამთარში სახლში შემოტანა ყველაზე ადვილი მეთოდი იქნება მათი მოვლისთვის. მორწყეთ მიწა სრული გამოშრობის შემდეგ და გაანაყოფიერეთ წელიწადში ორჯერ.

8. პეპერომია

ამ მცენარის ათასზე მეტი სახეობა არსებობს, რომელთა მოვლაც ადვილია და მაგიდაზე ქოთნით მათ ადვილად გაზრდით. ჩარგეთ ხრეშიან მიწაში, რათა მათმა ფესვებმა საკმარისი ჟანგბადი მიიღონ. მათთვის ხელოვნური განათების ქვეშ ყოფნაც საკმარისი იქნება მარტივად გაზრდისთვის.

9. ფიტონია

ამ ყვავილს ტენიანობა უყვარს, რის გამოც თუ ზედმეტად ხშირად მორწყვა გახასიათებთ, მაშინ ამ მცენარეს მარტივად მოუვლით. ამ მცენარის ჯიშები მრავალფეროვანი ფოთლების ვიზუალით გამოირჩევიან და ხავსიან მიწაში ჩარგვას საჭიროებენ. ეს მათთვის საკმარის წყალს შეინარჩუნებს, რის გამოც მათი მორწყვა მხოლოდ მიწის ბოლომდე გამოშრობის შემდეგ დაგჭირდებათ. მორწყვებს შორის ზოგჯერ უნდა დანამოთ მისი ფოთლები, რადგან მათ ტენიანობა მოსწონთ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი