მხოლოდ ოროვანდის ფოთოლი და ცემენტია საჭირო ამ ულამაზესი, ორიგინალური დეკორის დასამზადებლად

ზოგჯერ ერთი უჩვეულო დეტალიც საკმარისია იმისთვის, რომ ბაღი ახალი ფერებით გახალისდეს და მეზობლებისა და სტუმრების ყურადღება მიიპყროს.

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ჩემს კარგ მეგობართან ერთად აგარაკზე ვიყავი. ამ ქალს უბრალოდ ოქროს ხელები აქვს, რადგან ის, რაც მისი მიწის ნაკვეთზე ვნახე, ქება-დიდების კორიანტელს იმსახურებს. ევგენიას ძალიან უყვარს მცენარეები და მისი შთაგონების წყარო სწორედ ბუნებაა. მისი ახალი აღმოჩენა ბაღისთვის უნიკალური დეკორის შექმნაა ცემენტის ფოთლების სახით.

ამ იდეებით შთაგონებული, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ხელმისაწვდომ დეტალურად აღწერილ მასტერკლასს, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი ხელებით შექმნათ ასეთი საოცარი ბაღის დეკორაციები.

ბაღის დეკორაცია

დაგჭირდებათ

  • დიდი ფოთლები
  • ლითონის ბადე
  • ცემენტის ხსნარი
  • აკრილის საღებავები
  • ლაქი
  • რეზინის ხელთათმანები

დამზადება

1. დასაწყისისთვის საჭიროა იპოვოთ ოროვანდის ან სხვა ნებისმიერი მცენარის დიდი ზომის ფოთოლი.

2. ფოთოლი ცემენტის ნარევით დაფარეთ.

3. პირველი ფენის შემდეგ ცემენტზე ლითონის ბადე დააფინეთ,რომლის ზომაც პროდუქტის ზომაზე პატარა იქნება.

4. შემდეგ ბადეს ზემოდან ცემენტის კიდევ ერთი ფენა წაუსვით.

5. როდესაც ნაწარმი მთლიანად გაშრება, გადაატრიალეთ და მცენარის ფოთოლი მოაშორეთ. ამისთვის შეგიძლიათ რბილი ჯაგრისი ან დანა გამოიყენოთ. მთავარია არ დაკაწროთ მომავალი დეკორაცია!

6. აი, ასე გამოიყურება მზა ნაკეთობა. ის შეგიძლიათ შეღებოთ აკრილის საღებავებით და შემდეგ ლაქით დაფაროთ.

დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ საინტერესო ამოცანას ადვილად გაუმკლავდებით, და თქვენს ბაღში გაჩნდება მრავალი მოდური და ორიგინალური ბაღის ელემენტი.

ასევე გთავაზობთ გადახედოთ ცემენტისა და ფოთლებისგან შექმნილი ბაღის დეკორაციების ნაკრებს. ამაზე ორიგინალური დეკორი არ გვეგულება!

1. ასეთი ფოთლებისგან შეგიძლიათ ბაღში ბილიკები გააკეთოთ. და ნუ შეგეშინდებათ, რომ ფოთლები შეიძლება გატყდეს. ცემენტის ნაკეთობები საკმაოდ გამძლეა იმისთვის, რომ გაუძლოს ზრდასრული ადამიანის წონას.

გარდა ამისა, ასეთი დეკორაცია ამტანია დაბალი ტემპერატურის მიმართ (-25 გრადუსამდე), ეს კი მნიშვნელოვანი ფაქტორია ზამთრის პერიოდში.

2. აი, კიდევ ერთი მასტერკლასი ფოთლებისა და ცემენტისგან ბილიკების შექმნისთვის.

3. უბრალოდ შესანიშნავი დეკორაციული წყლის თასი ჩიტებისთვის!

განცალკევებით დადგით ასეთი სილამაზე გაზონზე ან ჩართეთ იგი ლანდშაფტურ კომპოზიციაში და თქვენი ბაღი გარდაიქმნება.

4. ორიგინალური თასები ჩიტებისთვის – ეს ძალიან საყვარელი და ელეგანტური იდეაა თქვენი ბაღისთვის.

ასეთი დეკორაცია შეგიძლიათ სხვადასხვა ფერებში გააფორმოთ, დიზაინისა და ფერთა გამის შესაბამისად.

5. ვინ თქვა, რომ წყალი მხოლოდ ქვებიდან უნდა გადმოედინებოდეს? როგორ მოგწონთ ეს ვარიანტი – ცემენტის ფოთლები, როგორც ჩანჩქერის კასკადები?

6. წყლის კასკადები ძალიან მოდურად და უჩვეულოდ გამოიყურება. ტონირების ფერი და ფოთლების ზომა ჩანჩქერის სტილისა და ზომებისგან უნდა გამომდინარეობდეს. ყველა ელემენტი ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს და მიწის ნაკვეთის დიზაინს.

7. ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს! ზოგჯერ სასარგებლო შეიძლება ლამაზიც იყოს!

8. უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ ამ სილამაზეებით! აუცილებლად გავაკეთებ რაღაც მსგავსს ჩემს აგარაკზეც.

9. ზოგჯერ შეიძლება დაამატოთ მხოლოდ ერთი დახვეწილი დეტალი და ბაღი ახალ ფერებში გარდაიქმნება!

10. უბრალოდ საოცარია, არა?

11. როგორ მოგწონთ აგარაკის ღობის ასეთი გაფორმება?

რედაქციის რჩევა

ასეთი დეკორაციის შესაქმნელად გამოგადგებათ ოროვანდის, ნეკერჩხლის, დასავლური ჭადარის, რევანდის, გვიმრის ან სხვა მცენარის ფოთლები.

თუ ცემენტთან აქამდე არასდროს გიმუშავიათ, ნუ იდარდებთ, ამაში რთული არაფერია. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ჭურჭელი ცემენტის წყალში გასახსნელად და ნიჩაბი მოსარევად.

ვიდემოვნებთ, ამ მარტივმა, მაგრამ ძალიან ორიგინალურმა იდეებმა შთაგაგონათ, რომ თქვენი ბაღი საკუთარი ხელებით დაამშვენოთ.