რა დავრგოთ პატარა აივანზე

თუ თქვენი ბალკონი პატარა ზომისაა, თქვენ მაინც შეგიძლიათ მას შემატოთ ფერადი ასპექტები და ულამაზესი ცნობილი მცენარეები. თუმცა, ბალკონის ზომის გარდა თქვენ ისიც უნდა გაითვალისწინოთ, თუ რამდენი დროის დახარჯვას აპირებთ მცენარეების მოვლაში და უდგება თუ არა ბალკონს მზის სხივები. როდესაც მსგავს დეტალებზე შეთანხმდებით, შემდეგ შეგიძლიათ პატარა სივრცისთვის ასეთი ლამაზი და მოხერხებული მცენარეები შეარჩიოთ:

1. პანსი

ვის შეუძლია უარი თქვას პანსის მრავალფეროვანი ფერების ყურებაზე? იგი შეგხვდებათ უამრავი ფორმით, ზომით, ფერებით და სახეობით, რაც ბალკონისთვის სწორი ვარიანტის შერჩევას გაგიადვილებთ. ისინი მარტივად იზრდებიან ყუთში, რაც პატარა სივრცისთვის იდეალურია.

2. სალვია

სალვიას უყვარს პატარა ქოთნები და მცირე ბალკონს იდეალურად უხდება. მისი ხასხასა მწვანე ფოთლები და სასიამოვნო სუნი ჩიტებსაც კი ძალიან უყვართ. თუ თქვენს ბალკონზე ფლორის და ფაუნის მიზიდვა გსურთ, მაშინ ეს მცენარე მართლაც
იდეალური არჩევანია.

3. პეტუნია

ულამაზესი იასამნისფერი ფოთლებისა და ბრწყინვალე თეთრი წერტილებით გაფორმებული მცენარე ძალიან მარტივად გასაზრდელია, რის ფონზეც ისინი ულამაზესი ფერებით გააფორმებენ თქვენს სივრცეს. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ დიდი ან პატარა ფოთლების მქონე პეტუნიის ჯიში.

4. გაზანია

ეს უნიკალური და ლამაზი მცენარე მართლაც არაორდინალური ვიზუალით გამოირჩევა და მისი გაზრდა კონტეინერში ძალიან მარტივია. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ყვითელი, სტაფილოსფერი ან წითელი ფოთლების მქონე გაზანიების სახეობები. მათ ძალიან დასველება არ უყვართ, თუმცა ამ ასპექტის გარდა მათი მოვლა ზოგადად ძალიან მარტივია.

5. იმპატიები

თუ თქვენი ბალკონი ჩრდილით გამოირჩევა, მაშინ ჩრდილის მოყვარული ეს მცენარე სწორედ თქვენთვისაა. ისინი ასევე კონტეინერებში საკმაოდ ადვილად იზრდება და მოხასხასე, თვალისმომჭრელი ყვავილობით მოგაწონებთ თავს.

6. ქრიზანთემა

ქრიზანთემები უამრავი ფორმით, ზომით და ვიზუალით გამოირჩევიან. მათი გაზრდა ნებისმიერი ზომის სივრცეში და გარემოში მარტივადაა შესაძლებელი. ქრიზანთემებს ზედმეტი სისველე არ უყვართ, რის გამოც მათი მშრალ კონტეინერში მოთავსება ყველანაირ პრობლემას მოგიგვარებთ.

7. ბეგონია

ფერადი, ხასხასა და ადვილად მოსავლელი ეს ულამაზესი ყვავილი თქვენს ბალკონს მართლაც გაამრავალფეროვნებს. იგი საკმაოდ იშვიათი მორწყვის ფონზეც კი მარტივად დაიწყებს ყვავილობას არც ზედმეტად მაღალი არ გაიზრდება, რაც იდეალურ მცენარედ აქცევს მას პატარა ბალკონისთვის.

8. ჰელიოტროპი

ბუჩქის მსგავსი და თვალისმომჭრელი ეს მცენარე ხასხასა ფერებით გამოირჩევა. მისი იასამნისფერი და მწვანე შეფერილობა, ძალიან სასიამოვნო სურნელთან ერთად პატარა ბალკონს მართლაც იდეალურ სივრცედ აქცევს.

9. მარიგოლდი

თუკი ისეთ მცენარეს ეძებთ, რომელიც რაც შეიძლება ნაკლებ მოვლას საჭიროებს, მაშინ მარიგოლდი თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. მისი ლამაზი ვიზუალის მიუხედავად მარიგოლდი ყველაზე გულმავიწყი მებაღის ბალკონზეც კი იდეალურად გაიხარებს და ხასხასა ფერებით გააფორმებს გარემოს.

10. ფუქსია

ფუქსია უამრავი სახეობითაა წარმოდგენილი ბაზარზე, რის გამოც მისი სასურველი ფერისა და ფორმის არჩევა უმარტივესია. რამდენიმე უნიკალური ვიზუალის მქონე ფუქსია თქვენს ბალკონს ძალიან მრავალფეროვანს გახდის. ისინი გაზაფხულიდან შემოდგომამდე ყვავილობენ, რაც ამ მცენარეს მართლაც იდეალურ შენაძენად აქცევს.