როგორ გავიყვანოთ სახლიდან სიძველის აუტანელი სუნი

გარკვეულ ასაკში ადამიანს უჩნდება სხეულის სპეციფიკური სუნი. გამყოლი არომატი სიბერესთან ასოცირდება. დროთა განმავლობაში, არა მხოლოდ ხანდაზმული ადამიანი იწყებს განსაკუთრებული სუნის შეძენას, არამედ მისი სახლიც. როგორ მოვიშოროთ ეს უსიამოვნო არომატი სახლშიდა დავუბრუნოთ თავის ადრინდელ მდგომარეობას? ჩვენ თქვენთვის ყველაზე ეფექტური მეთოდები შევარჩიეთ.

1. რატომ ჩნდება სიბერის სუნი?

დამახასიათებელი სუნის მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს. ასაკთან ერთად მეტაბოლური პროცესები ირღვევა, მცირდება რამდენიმე ფერმენტის გამომუშავება, ნდება ქრონიკული დაავადებები და არ უნდა გამოირიცხოს რეგულარული ჰიგიენის ბანალური ნაკლებობა.

უსიამოვნო არომატი ჯდება ტანსაცმელში, ტექსტილსა  და კედლებშიც კი. ბევრი ხანდაზმული ადამიანი არიდებს თავს სახლის განიავებას, რადგან ორმხრივი ქარის ეშინიათ. შედეგად, გროვდება დიდი რაოდენობით ტენიანობა, რომელიც ობს წარმოქმნის.

2. მომზადება

დასაწყისისთვის, უნდა შეაფასოთ საცხოვრებლის მდგომარეობა და გაიგოთ, რამდენად მძაფრად არის გაჯერებული ამ სუნით გარშემო მდებარე ობიექტები. ყველა ტანსაცმელი და ტექსტილი სარეცხ მანქანაში შეყარეთ. მომდევნო ეტაპი გენერალური დასუფთავებაა. უნდა გადაყაროთ ძველი ნივთები და უსარგებლო ხარახურა, გაწმინდოთ კარადები და ყველა შორი კუთხე.

თუ ამინდი საშუალებას იძლევა, დასუთავების პარალელურად გააღეთ ფანჯრები, უწყვეტი ვენტილაციის უზრუნველსაოფად. მკვრივი და მძიმე საგნები, რომლებიც ჩვეულებრივ რეცხვას არ ექვემდებარება (მაგალითად, ზედა სამოსი, მცირე ზომის ავეჯი, ხალიჩები) რამდენიმე დღით ღია აივანზე დატოვეთ ან ეზოში გაიტანეთ.

3. ხალიჩები

პატარა ხალიჩები შეგიძლიათ სარეცხ მანქანაში გარეცხოთ “ბეწვის” რეჟიმის არჩევით. დიდი პროდუქტები უკვე სერიოზულ პრობლემას ქმნიან, მაგრამ არსებობს რამდენიმე ვარიანტი.

  1. იატაკის საფარის დასუფთავებაზე ავტოსამრეცხაოს მოელაპარაკეთ (ზოგიერთი სალონი მსგავს მომსახურებას გთავაზობთ).
  2. საძინებლისა და აბაზანის ხალიჩები დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ გაწმინდოთ. დააგეთ ისინი აბაზანაში და კარგად გახეხეთ ჯაგრისით და ამავდროულად უხვად დაასხით წყალი. სუფთა პროდუქტი შეგიძლიათ აივანზე გადაფინოთ.
  3. დატოვეთ ხალიჩები ადგილზე და ზემოდან სოდა ან სპეციალური ხალიჩების საწმენდი საშუალება მოაყარეთ. 3-4 საათის შემდეგ რამდენიმეჯერ გაასუფთავეთ საფარი მტვერსასრუტით. უსიამოვნო სუნი და ჭუჭყი გაქრება.

4. რბილი ავეჯი

თუ ავეჯს მოსახსნელი გადასაფარებლები აქვს, მაშინ დასუფთავების საკითხი საკმაოდ მარტივად გადაწყდება. იმ შემთხვევაში, როდესაც საფარი დაფიქსირებულია სპეციალური კავებით, შეგიძლიათ ამოიღოთ ისინი, რეცხვის შემდეგ კი თავის ადგილას დააბრუნოთ სპეციალური სტეპლერებით.

მეორე ვარიანტი მშრალი წმენდა. გამოიყენეთ სოდა, პროფესიონალური საშუალება ან ყველასთვის ნაცნობი საბერტყი. ასევე ყველა ნაკეცში ჯაგრისით გაწმინდეთ დივანი. ბოლოს მტვერსასრუტით გაასუფთავეთ ავეჯი.

5. როგორ აღმოვფხვრათ სიბერის სუნი

უსიამოვნო არომატთან საბრძოლველად საჭიროა საცხოვრებელი სუფთა მდგომარეობაში უნდა შეინარჩუნოთ.

გენერალური დასუფთავების ზოგადი პრინციპები

1. გარეცხეთ ყველა ტექსტილი (ტულე, ფარდები, პირსახოცი, ხელსახოცები და ა.შ.), შემდეგ კი დააუთოვეთ.

2. გაწმინდეთ ყველა რბილი ავეჯი სახლში, სკამების, ლეიბების, სავარძლების, დივნებისა და პუფების ჩათვლით.

3. გარეცხეთ და სუფთა ჰაერზე გააშრეთ ბალიშები. ბუმბულის ნაწარმი სპეციალურ წმენდას საჭიროებს.

4. ყველა ღია და დახურული თარო (კარადაში, ტუმბოში, სერვანტში და ა.შ.) ქლორჰექსიდონით გაწმინდეთ. იმავე საშუალებით დაამუშავეთ მაცივარი და საპურე შიდა და გარე მხარეს.

5. გაიტანეთ ნაგავი და სათლი გარეცხეთ.

6. საწმენდი საშუალებით გაწმინდეთ ყველა მაგარი ზედაპირი (კედლები, იატაკი, ჭერიც კი).

შემდეგი მოქმედება

1. თუ თქვენი ახლობლისთვის რთულია დამოუკიდებლად ყოველდღიური წყლის პროცედურების ჩატარება, აჩუქეთ მას სველი ანტიბაქტერიული ხელსახოცები ან ინტიმური ჰიგიენის საშუალებები. თუ შესაძლებელია, შეეცადეთ დაეხმაროთ აბაზანის მიღებაში.

2. კარადებში მოათავსეთ საშე ბალახეული ან ციტრუსის შემავსებლებით. არომატიზებული ბალიშები დაგეხმარებათ მწერების მოგერიებაში და ხელს შეუშლის პათოგენური მიკროფლორის განვითარებას.

3. უზრუნველყეთ ნათესავი სარეცხი მანქანით და საშრობით, რომ მას საქმეების დამოუკიდებლად შესრულება გაუადვილდეს.

4. შეეცადეთ შემოიღოთ წესი: გამოყეებული ტანსაცმელი აივანზე გაიტანეთ ან პირდაპირ გარეცხეთ.

5. შეარჩიეთ ნასვრეტებიანი კალათა ჭუჭყიანი ტანსაცმლისთვი (ბამბუკის ან პლასტმასისგან დამზადებული აჟურული ელემენტებით).

6. სამზარეულოს ნიჟარაში ჩოფერი დაყენეთ. ასე, საკვების ნარჩენებს აღარ ექნება სუნი ნაგვის ყუთში და აღარ შექმნის უსიამოვნოსუნის დამატებით წყაროს.

7. შეგიძლიათ შეიძინოთ მულტისახარში ქვაბი, რომელიც ფაფის, წვნიანებისა და სხვა კერძების მომზადების პროცესს გაგიადვილებთ.

8. შენობაში, მნიშვნელოვანია ჯანსაღი მიკროკლიმატის შენარჩუნება. ამაში დაგეხმარებათ გამწოვის დამონტაჟება აბაზანაში და სამზარეულოში, ასევე კონდიციონერიც.

ყველაზე მნიშვნელოვანია ხანდაზმული ადამიანი კომფორტით უზრუნველყოთ. თუ რაიმე საშინაო საქმე უკვე მის ძალებს აღემატება, შეეცადეთ გააკეთოთ ყველაფერი, რომ თქვენმა ახლობელმა შეძლოს ცხოვრება ხელსაყრელ ატმოსფეროში და სუფთა სახლში.

6.  უსიამოვნო სუნი სამზარეულოში

სამზარეულოში საშინელი სუნის მთავარი წყარო ნაგვის ურნა, ნიჟარის ლუქი, მაცივარი და ბოსტნეულის მარაგია.

1. რეგულარულად გაწმინდეთ სანიაღვრე არხები დაგროვილი ნარჩენების საწმენდი საშუალებებით და გარეცხეთ სიფონი სადეზინფექციო საშუალებით.

2. აუცილებლად ჩადეთ სათლში ცელოფნის პარკი ან ტომარა. ნაგვის გატანის შემდეგ, ფრთხილა დაამუშავეთ ურნა და მის გარშემო არსებული სივრცე ქლორის შემცველი ხსნარით. უმჯობესია შეიძინოთ თავსახურიანი სათლი. სასურველია ნაგავი ყოველდღიურად გადაყაროთ.

3. სამზარეულოში თბილი და ტენიანი კლიმატი სუფევს, ამიტომ ბოსტნეული სწრაფად ფუჭდება და ლპება. მარაგი გრილ და მშრალ ოთახში უნდა შეინახოთ, მაგალითად,  აივანზე. აგრეთვე, შეეცადეთ შეიძინოთ პროდუქტები, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში გეყოფათ.

4. რეგულარულად გარეცხეთ მაცივარი და მასში მხოლოდ სუფთა ჭურჭელი დაალაგეთ. საკვები მხოლოდ თავსახურიანი კონტეინერებითა და ქვაბებით შეინახეთ, ბოსტნეული და ხილი რომ არ ჩაცვივდეს.

7. როგორ გავათავისუფლოთ სახლი თამბაქოს არომატისგან

მწეველები ვერც კი ამჩნევენ, მაგრამ მათი პირადი ნივთები და საცხოვრებელი სიგარეტის სუნითაა გაჟღენთილი. სიბერის სუნთან ერთად, სახლში მიიღება თერმონუკლეარული არომატი. კედლებზე ჯდება მოყვითალო-მოყავისფრო ნალექი, სუნი ჯდება რბილ ავეჯსა და ტექსტილში. თამბაქოს არომატის მოშორება საკმაოდ რთული ამოცანაა, მაგრამ შესრულებადი.

გენერალური დასუფთავებისა და რეცხვის შემდეგ, თქვენ საცხოვრებელში ყავის ქილები უნდა დადგათ. შეიძინეთ მარცვლეული და ყავისსაფქვავით დაფქვით. ასე ყავას გაცილებით გაჯერებული არომატი ექნება, რომელიც შეძლებს უსიამოვნო სუნის განეიტრალებას. ჩაყარეთ დაფქული მარცვლეული სხვადასხვა ჭურჭელში და მთელს სახლში დაალაგეთ. ყოველ 2 კვირაში ერთხელ განაახლეთ ყავა მანამ, სანამ თამბაქოს არომატი არ გაქრება.

8. რეკომენდაციები სახლში სისუფთავის შესანარჩუნებლად

  1. სახლში ჰაერის ტენიანობა 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
  2. დაიცავით წესრიგი, ნივთები თავის ადგილზე დაალაგეთ და მაშინვე გაასუფთავეთ ყველაფერი ჭუჭყისგან.
  3. თვეში ერთხელ მოაწყეთ გენერალური დასუფთავება.
  4. ყოველდღე 10-15 წუთის განმავლობაში გაანიავეთ სახლი.

არის სიტუაციებიც, როდესაც ვერცერთი მეთოდი ვერ დაგეხმარებათ ჩამჯდარი სუნის მოშორებაში. ასეთ შემთხვევაში, მოგიწევთ სახლში რემონტი გააკეთოთ, საცხოვრებელი მთლიანად განაახლოთ.