როგორ ზოგავენ მდიდრები ფულს: 6 რამ, რაც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ

ცნობილი ადამიანების ნათქვამების მიხედვით სიმდიდრე მხოლოდ სამუშაოს არ ეხება, იგი თქვენი ფიქრების ტიპსაც განსაზღვრავს. მდიდარი ადამიანები 24 საათის განმავლობაში აბანდებენ ფულს მოგებაში, აკეთებენ ორდინალურ რამეებს, თუმცა ორდინალური ადამიანებისგან განსხვავებით სრულიად სხვანაირად:

1. ისინი არ იხდიან ფულს ბრენდის სამოსში

მარკ ცუკერბერგის თქმით, ეს მას ეხმარება გლობალურ მიზნებზე კონცენტრაციაში. იგი იცვამს ნაცრისფერ მაისურს ყოველდღე, რადგან მას სურს, რაც შეიძლება ნაკლები გადაწყვეტილება მიიღოს, რათა მეტი დრო დარჩეს საზოგადოებაზე ზრუნვისთვის.

ასევე, მაგალითად, მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი, ბილ გეიტსი 24-დოლარიან საათს ატარებს და მის ფასს ყოველთვის სიხარულით აღნიშნავს.

2. ისინი მიირთმევენ ჯანსაღ საკვებს

მწერალმა, საზოგადო ორატორმა და ფილანტროპისტმა ტონი რობინსმა 500 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება დააგროვა. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ იგი ფულს მდიდრულ ღვინოსა და შემწვარ სტეიკებში ხარჯავს, თუმცა იგი ყოველთვის ჯანსაღ დიეტას იცავს თავის 16-საათიან გრაფიკში. მისი პერსონალური მწვრთნელის მიხედვით, ტონი საუზმეზე კვერცხსა და ქოქოსის პურს მიირთმევს, ლანჩზე მწვანე სალათსა და ავოკადოს, ხოლო ვახშმად ორგანულ პროტეინსა და ბოსტნეულს.

3. აწარმოებენ დღიურს

მდიდარი ადამიანები დროს პროდუქტიულად ხარჯავენ. თავის წიგნში, ტომ კორლეი მდიდარი და ღარიბი ადამიანების ჩვევებს შორის რამდენიმე განსხვავებას უსვამს ხაზს. მისი თქმით, მდიდარი ადამიანების 81% გასაკეთებელი საქმეების სიას აწარმოებს. ამას ღარიბი ადამიანების მხოლოდ 19% აკეთებს. მისი განცხადებით ეს მდიდარი ადამიანების ერთ-ერთი მთავარი თვისებაა. ეს სია უნდა მოიცავდეს ისეთ საქმეებს, რომლების 80 პროცენტის შესრულებაც იმავე დღესაა შესაძლებელი. საღამოს კი შედეგები უნდა შეაჯამოთ.

4. ზღუდავენ სამუშაო დღეს

ცნობილი ენტერპრენერების განცხადებით საღამოს მუშაობისგან თავის შეკავება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მთელი დღის პროდუქტიულად გატარება. იგი საღამოს 6 საათის შემდეგ საკუთარი თავისთვის დროის დათმობას გვირჩევს, რის დროსაც არ უნდა შევამოწმოთ არც იმეილები და არც ზარებს არ უნდა ვუპასუხოთ.

5. მნიშვნელოვან დროს უთმობენ ურთიერთობებს

ტომ კორლეის თქმით, წარმატებული ადამიანების 79% დღეში 5 ან მეტ საათს ურთიერთობებში ხარჯავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მუდამ რჩებიან კონტაქტში წარმატებულ ადამიანებთან, რის დროსაც ისინი ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებასა და საუკეთესო იდეებს უზიარებენ. თქვენს ინდუსტრიაში სხვებთან კავშირის შენარჩუნება დაგეხმარებათ იმ შეცდომების თავიდან აცილებაში, რომლებიც სხვებმა უკვე დაუშვეს.

6. კითხულობენ ახალ ამბებს

მსოფლიოს რიგით მეხუთე უმდიდრესი ადამიანი, ვარენ ბაფეტიც კითხვის სიყვარულით გამოირჩევა, იგი დღეში 6 გაზეთს კითხულობს. ” ჩემი საქმეა, უფრო და უფრო მეტი ფაქტისა და ინფორმაციის კონტროლი, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი ზოგჯერ მოქმედებასაც იწვევს” – აცხადებს იგი.