10 მწერი, რომელთა ნაკბენიც ერთმანეთისგან აუცილებლად უნდა გაარჩიო

ცოტა ადამიანი ახერხებს მწერების კბენისგან თავის დაცვას. ეს პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში ხდება შემაწუხებელი და ზოგჯერ ძნელია იმის გარკვევაც, თუ რა სახეობის მწერმა გიკბინათ. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ მათ შესახებ საჭირო ინფორმაციას:

1. ონავარი 

ჰორნეტის ნაკბენის არე წითლდება და შეშუპებული ხდება, ასევე მასზე შეიძლება გაჩნდეს წყლულებიც. ადამიანს ასეთ დროს ბზიკის ნაკბენზე უფრო დიდი ტკივილი აწუხებს, რადგან ჰორნეტის შხამი უფრო მტკიკვნეულია მისი ზომის გამო. თუკი კბენის შემდეგ სუნთქვის პრობლემები შეგექმნებათ ან კიდურებში სიცივეს იგრძნობთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

2. ფუტკარი

ფუტკრის ნაკბენიდან უნდა ამოიღოთ მისი ნესტარი. მის ირგვლივ კანი წითლდება და გიშუპდებათ. მსხვერპლი გრძნობს წვის, მწვავე ტკივილის და ძლიერი ქავილის შეგრძნებას. თუ ალერგიული არ ხართ, თქვენი პრობლემები ამით დამთავრდება.

3. ბზიკი

ბზიკის ნაკბენი ფუტკრისას გავს. თუმცა, მან სისხლდენაც შეიძლება გამოიწვიოს და ასევე ბზიკს რამდენჯერმე შეუძლია კბენა. ალერგიული თუ ხართ, ამან შეიძლება ანაფილაქსიური შოკი გამოიწვიოს.

4. კოღო

კოღონს ნაკბენები გასიებულ წითელ წერტილს გავს. კოღოები კანის თხელ ნაწილში კბენენ ადამიანს, რადგან ასე მარტივად წვდებიან ვენებს. კბენისას ისინი კანში ნერწყვს უშვებენ, რაც ნაკბენის გაწითლებას და გასიებას, შემდეგ კი ქავილს იწვევს.

5. ტკიპა

ტკიპის ნაკბენი წითელ წერტილს აჩენს. პრობლემა ისაა, რომ მათ შეუძლიათ ადამიანისთვის უამრავი დაავადების გადადება. მისი შემჩნევისას სასწრაფოდ უნდა მოიშოროთ ტკიპა სხეულიდან და თუ წითელი წერტილი ზრდას გააგრძელებს, მაშინ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.

6. რწყილი

რწყილის ნაკბენი კოღოს ნაკბენს ჰგავს, თუმცა იგი ძალიან მტკივნეულია და ქავილიც უფრო უარესია. ისინი უმეტესად ფეხებს კბენენ და შეიძლება სერიოზული დაავადებების გადამტანები იყვნენ.

7. ჭიანჭველა

ჭიანჭველების უმრავლესობა უსაფრთხოა ადამიანებისთვის, თუმცა წითელ ცეცხლის ჭიანჭველებს დიდი პრობლემის გამოწვევა შეუძლიათ. მათ ნაკბენებზე პუსტულები ჩნდება, რაც შემდეგ შრამებად იქცევა. მათ შხამზე ასევე შეიძლება გქონდეთ ალერგია. კბენის დროს იგრძნობთ მწველ კივილს, რომელიც ცხელი წყლის დასხმას გავს.

8. მაწუხელა

კლეგი მსუქან ბუზს გავს. მათი ნაკბენი ძალიან მტკივნეულია, რადგან ისინი ადამიანის სისხლს სვავენ. თავიდან წითელი წერტილი ჩნდება, შემდეგ კი იგი შეშუპებას და ქავილს იწვევს. მათ ასევე გადააქვთ სერიოზული დაავადებები, თუმცა უფრო ხშირად საქონელს კბენენ.

9. ტილი

ტილი თმიან არეში კბენს ადამიანს და ამით აჩენს წითელ წერტილებს ერთმანეთთან ახლოს. ეს იწვევს კანის გაწითლებას და ქავილს. ტილის ნაკბენი ასევე სერიოზული დაავადებების გამომწვევი შეიძლება გამოდგეს.

10. საწოლის ტკიპა

თავიდან ამ მწერის ნაკბენი კოღოს ნაკბენს ჰგავს და მას ასევე შეუძლია ალერგიის გამოწვევა. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ იგი კანს აწითლებს, იწვევს ქავილს და კანის ზედაპირზე ერთგვარ წერტილების გზის ზოლს აჩენს. მათი ნაკბენი ასევე უფრო მტკივნეულია და შესაძლოა დილით კანზე რამდენიმე ასეთი გზა შეამჩნიოთ, რადგან ისინი ღამით ნადირობენ.