ნახეთ რომელმა 11 ქვეყანამ შეიცვალა სახელი და რა იყო ამის ფასი

ტერიტორიების გაყოფის, ომფების, მთავრობის ცვილებების, დამოუკიდებლობის მოპოვების და უბრალოდ ახალი უკეთ გამოსათქმელი სახელის ქონის სურვილით ქვეყნებს სახელის შეცვლა შეუძლიათ. ბევრმა მათგანმა ეს დიდი ხნის წინ გააკეთა და ამიტომ მათ მხოლოდ ახლანდელი სახელით ვიცნობთ. ზოგიერთმა მათგანმა ეს ახლახანს გააკეთა და ამიტომ ჯერ კიდევ გვიჭირს მათთვის ახალი სახელის დაძახება. ნახეთ რომელია ის 11 ქვეყანა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო და გაიგეთ რა ფასად დაუჯდათ მათ ამ პროცესის გავლა:

1. ჰოლანდია იქცა ნიდერლანდებად

ნიდერლანდების წევრი ყველა პროვინციის გასაერთიანებლად და უკეთესი მარკეტინგისთვის სამხრეთ ჰოლანდიამ და ჩრდილოეთ ჰოლანდიამ სახელი შეიცვალეს. აღნიშნული ორი რეგიუნი 2020 წლის იანვრიდან ერთ სახელს ატარებს და მათ ნიდერლანდები ეწოდებათ.

2. ცეილონი გახდა შრი ლანკა

railroad on Sri Lanka

შრი ლანკას ძველი სახელი მისი აღმოჩენისას პორტუგალიელებმა დაარქვეს 1505 წელს. იგი გარკვეული ხნის შემდეგ ბრიტანეთის იმპერიის ნაწილი გახდა და 1948 წელს დამოუკიდებლობაც მოიპოვა. რამდენიმე წლის შემდეგ ქვეყანამ სახელის შეცვლა გადაწყვიტა. 2011 წელს ყველა ოფიციალური და კერძო სტრუქტურის ნაწილი, რომელიც სეილონის სახელს ატარებდა, ოფიციალურად გაუქმდა შრი ლანკაში.

3. მაკედონიის რესპუბლიკა იქცაა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკად

ეს ცვლილება 2019 წელს განხორციელდა, რადგან ქვეყანას ნატოს წევრობა სურდა. ასევე ეს მოხდა იმისათვის, რომ მარტივად გავარჩიოთ აღნიშნული ქვეყანა საბერძნეთის იმ რეგიონისგან, რომელსაც ასევე მაკედონია ეწოდება.

4. ჩეხეთის რესპუბლიკა იქცა ჩეხეთად

სპორტულ ღონისძიებებზე ქვეყნის მარტივად გამოსაცხადებლად და კომპანიების მარკეტინგული აქციების შედეგად ქვეყანამ სახელი ასე შეიმოკლა 2016 წელს. ამაზე 20 წელი მიდიოდა ბჭობა და საბოლოოდ სახელის შეცვლა გადაწყვიტეს იმის გამო, რომ ქვეყნის ახალი სახელი მის ოფიციალურ 6 ენაზე ერთნაირად ადვილად წარმოითქმის.

5. სვაზილანდი გახდა ესვატინი

2018 წლის აპრილში აფრიკაში მდებარე სვაზილანდის მეფემ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება ქვეყნის სახელის შეცვლის შესახებ. ამას ადგილობრივი მოსახლეობა არ გაუოცებია, რადგან ლოკალურ ენაში სვაზილანდს ისედაც ესვატინად მოიხსენიებდნენ. თანაც, ძველი სახელი ბევრს ეშლებოდა შვეიცარიაში.

6. ალტო ვოლტა გახდა ბურკინა ფასო

ქვეყანამ დამოუკიდებლობის ოცი წლისთავის აღსანიშნავად ბურკინა ფასო დაირქვა, რაც ადგილობრივ ენაზე “შეძლებულ ადამიანს” ნიშნავს. ცვლილება 1984 წელს განხორციელდა, რის დროსაც შეიცვალა ქვეყნის ეროვნული ჰიმნი და დროშაც.

7. ბურმას დაერქვა მიანმარი

1989 წელს ქვეყნის მილიტარისტულმა მმართველებმა გადაწყვიტეს ქვეყნისთვის მიანმარის დარქმევა, რადგან ლოკალურ დამწერლობაში ქვეყნის სახელს სწორედ ასე წერდნენ. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას ყველა არ დაეთანხმა და მსოფლიოს გარკვეულ ნაწილში ამ აზიურ ქვეყანას კვლავ ბურმას სახელით მოიხსენიებენ.

8. სიამი იქცა ტაილანდად

ეს ცვლილება 1939 წელს განხორციელდა იმდროინდელი მეფის ბრძანებით. ადგილობრივ ენაზე ეს სახელწოდება თავისუფალი ხალხის ქვეყანას ნიშნავს და ჩინეთიდან ჩამოსული პირველი ახალმოსახლეების საპატივცემულოდაა შერჩეული.

9. გერმანული სამხრეთ-დასავლეთ აფრიკა გახდა ნამიბია

როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა გერმანიისგან 1990 წელს, მას ნამიბია დაერქვა. ამას ცოტახანში ქალაქების და რეგიონების გერმანული სახელების შეცვლაც მოჰყვა.

10. კაპე ვერდე გახდა კაბო ვერდეს რესპუბლიკა

ეს ცვლილება 2013 წელს გახდა. სწორედ ამ სახელს ეძახდნენ ამ ქვეყანას მისი კუნძულების აღმომჩენი პორტუგალიელი მეზღვაურები 1444 წელს.

11. ირლანდიური თავისუფალი შტატი ირლანდიად იქცა

1937 წელს ბრიტანეთთან ყველა კავშირის მოსაშორებლად გაავებული ომის დროს ირალნდიელებმა ქვეყანას ირლანდია დაარქვეს.

რა ღირს სახელმწიფოს სახელის შეცვლა?

სიაში არსებული ქვეყნების უმეტესობამ ახალი სახელი ძველი სახელის ნაწილის წაშლითა და რეალურ იდენტობასთან დაახლოებული ვერსიის გამოყენებით მიიღო, სხვებმა, მათ შორის ნიდერლანდებმა, კი ეს ტურიზმის წასახალისებლად გააკეთეს. ერებმა მილიონობით დოლარი ან მისი ექვივალენტი გადაიხადეს ადგილობრივი კურსით, სახელის შესაცვლელად.

საქმე მხოლოდ ტრაფარეტის შეცვლაში არაა. კონსტიტუცია, ოფიციალური შენობები და ფულიც კი შეიცვალა. ყველაფერი, რაშიც სახელმწიფოს სახელი ფიგურირებდა, მათ შორის, რუკები, დროშები, ჰიმნებიც კი, ახლით უნდა ჩანაცვლებულიყო, რასაც, რა თქმა უნდა, დრო სჭირდებოდა.

შემდეგ კი მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის ძველ სახელს იყვნენ მიჩვეული, უნდა მიეჩვიათ ახალ სახელწოდებასა და იმაზე, თუ როგორ იწერება და წარმოითქმება იგი. ეს ცვლილებები ერთ ღამეში ვერ მოხდება.

თქვენ შეიცვლიდით სახელს? ემხრობით იმას, რაც ამ ქვეყნებმა გააკეთეს?