პრაქტიკული მოწყობილობა: საპიკნიკე მაგიდა, რომელსაც ჩაშენებული კონტეინერი აქვს ნარჩენებისთვის

ზღვის პროდუქტების ჭამისას შეუძლებელია მხოლოდ ერთი ცალი თევზის შეჭმის შემდეგ გაჩერდეთ. მაგიდაზე ყოველთვის დიდი რაოდენობით გროვდება კიბორჩხალების ნარჩენები და მსგავსი პროდუქტები. საბედნიეროდ უკვე არსებობს ისეთი გამოგონება, რომელიც ასეთი ნაგვის მოშორებაში დაგეხმარებათ მარტივად და გარემოს ზედმეტად დასვრის გარეშე.

ეს მოხერხებული მაგიდა შეგიძლიათ მასში ჩაშენებული კასრით შეგიძლიათ შეიძინოთ, რომელიც 200 კილოზე მეტ ნაგავს იტევს. მასში მაგიდიდან ადგომის გარეშე შეგიძლიათ ჩაყაროთ ნებისმიერი სახის საჭმლის ნარჩენები.

მაგიდა ნებისმიერ ამინდს უძლებს და ელასტიური პლასტმასისგანაა დამზადებული. იგი საკმარისად დიდი 8 ადამიანის გამასპინძლებისთვის ერთდროულად. უსიამოვნო ნაჭუჭების და სხვა პრობლემური ნაგვის მარტივად მოშორების პარალელურად, მაგიდის გაწმენდა ძალიან ადვილ საქმეს წარმოადგენს. მას უბრალოდ წყალი შეგიძლიათ გადაავლოთ და იგი ახალივით სუფთა გახდება.

ამ მაგიდის საუკეთესო დეტალი ისაა, რომ მას უამრავი ჩაშენებული სამაგრი მოჰყვება ვახშმის სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მას მოჰყვება ორი ცალი პირსახოცის დასამაგრებელი, 4 ცალი ჭიქის ჩასადები კუთხე და საერთო ჯამში მაგიდა საკმაოდ კომფორტული და ლამაზი დიზაინებითაც გამოირჩევა.