ესპანეთის ხელოვნების ინსტიტუტიდან ანდონი ბასტარიკამ გზა გაიკვალა გამოცდილი ქუჩის არტისტის სტატუსამდე. იგი უკვე 10 წელია რაც საკმაოდ გასაოცარ და რეალისტურ ქვიშის სკულპტურებს ქმნის. იგი ჯერ კიდევ ცდილობს გაიგოს საკუთარი ხელების ძალა, რადგან მისი თქმით სკულპტურების ფორმას თვითონ ქვიშა განკარგავს.

ბასტარიკა თვითნასწავლი არტისტია. იგი ადრე ხილის მაღაზიას ფლობდა და ასევე თერაპერტად მუშაობდა. სწორედ ამან ასწავლა მას სამყაროს ხელებით დანახვა. საკუთარი ტალანტი 2010 წელს, სანაპიროზე ქალიშვილებთან ერთად ყოფნის დროს აღმოაჩინა მაშინ, როდესაც მათ ქვიშის სკულპტურების კეთებაში ეხმარებოდა.

სკულპტურების შესაქმნელად ანდონი 500-1500 კილოგრამ ქვიშას აგროვებს და ძირითადად ხელებით მუშაობს. იგი შექმნის პროცესისას სასურველი სკულპტურის რეალურ ფოტოს იყენებს ინსპირაციისთვის, თუმცა იგი ძირითადად საკუთარ მრავალფეროვან წარმოსახვას ეყრდნობა. მას სამუშაოს დასასრულებლად 6-12 საათი სჭირდება, რის შემდეგაც სკულპტურას ქარი ან თვითონ ანდონი ანგრევს, რადგან იგი სამუშაოდ საჯარო სივრცეს იყენებს. იგი ჩვეულებრივ დაბალხარისხიან ქვიშას იყენებს გამოსაძერწად, რის გამოც მას მაღალი სკულპტურების გაკეთება არ შეუძლია. მას სურს ხალხზე გავლენა მოახდიოს უნივერსალური სილამაზით.

ბასტარიკამ არ იცის რას გააკეთებს მომავალში, თუმცა მისი ტალანტით უკვე დაინტერესდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, რომლებსაც სურთ, რომ ესპანელმა არტისტმა საკუთარი ნიჭი მომავალ თაობებსაც გადასცეს ცოდნის სახით. მისი ნამუშევრებით ასევე ბრიტანელი და არაბი ტალანტის მაძიებელი სააგენტოებიც არიან დაინტერესებული. მას მოსწონს ბავშვებთან მუშაობა და მისთვის სულერთია ავსტრალიაში გააკეთებს ამას, აფრიკაში თუ ევროპაში.

რომელი ნამუშევარი მოგეწონათ ყველაზე მეტად?

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი