14 უცნაური ფაქტი, რომელთა გაგების შემდეგ, მსოფლიოს განსხვავებულად შეხედავთ

ჩვენი სამყარო სავსეა გასაოცარი და მოულოდნელი ფაქტებით. მაგალითად ერთხელ ნაპოლეონს თავს დაესხნენ ბაჭიები და ასევე ძაღლს შეუძლია ქალაქის მერი გახდეს. ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია თქვენს ინტელექტს აამაღლებს და ასევე ძალიან გაგაოცებთ კიდეც:

14. საფრანგეთში მკვდარზე დაქორწინება ლეგალურია

ასეთი სახის ქორწინება ასევე ლეგალურია ჩინეთში და სუდანშიც. მეოცე საუკუნიდან დღემდე საფრანგეთში ასობით ასეთი ქორწინების დარეგისტრირება მოხდა.

13. სირაქლემის თვალები მის ტვინზე დიდია

სირაქლემას ისეთი დიდი თვალები აქვს, რომ მის ტვინში მხოლოდ კაკლის ზომის ტვინი ეტევა.

12. ბენზო-ხერხი ბავშვების გაჩენაში დახმარებისთვის გამოიგონეს

1830 წელს ორთოპედმა ბერნარდ ჰეინმა პირველი ქირურგიული ხელსაწყო შექმნა ძვლების გასაჭრელად, ჯაჭვის და ხერხის გამოყენებით. იგი ძალიან გამოსადეგი იყო საკეისროს გზით მშობიარობის დროს.

11. ისლანდიაში 60 წლის განმავლობაში ძაღლების მოფერება აკრძალული იყო

ბანი 1924 წელს გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ძაღლების საშუალებით ჭიების გავრცელების ფაქტი აღმოაჩინეს. ეს ინფექცია ძალიან საშიშია, რადგან მას ნაწლავების ინფექციების და სიბრმავის გამოწვევაც კი შეუძლია. 1984 წელს ბანი გააუქმეს.

10. ანატიდაფობია იმის შიშია, რომ იხვი გიყურებთ

ეს ტერმინი გარი ლარსონმა შექმნა მაშინ, როდესაც აღნიშნულ თემას სპეციალური კარიკატურები მიუძღვნა.

9. ნაპოლეონს კურდღლები დაესხნენ თავს

1807 წელს ნაპოლეონმა გრანდიოზული ნადირობის მოწყობა გადაწყვიტა. ამ ცერემონიისთვის უამრავი გარეული კურდღელი შეკრიბეს, თუმცა ნადირობის დაწყებისას ძალიან უცნაური რამ მოხდა. გასროლის ხმის შემდეგ გაქცევის მაგივრად კურდღლები მონადირისგენ მობრუნდნენ და ერთ დიდ ჯგუფად შეგროვდნენ, შემდეგ კი ნაპოლეონს შეუტიეს. უამრავი ჯარისკაცი და გენერალი მაშინვე გამოემართა ნაპოლეონის დასახმარებლად, თუმცა ათასობით ფუმფულა ცხოველის წინააღმდეგ პირისპირ დარჩენილი ნაპოლეონი მაინც შეშინდა და უკან გაიქცა.

8. ვეგეტარიანელი ობობა

მსოფლიოში 40 ათასამდე ტიპის ობობა არსებობს. ისინი მწერებით და მსგავსი არსებებით იკვებებიან, თუმცა ცენტრალურ ამერიკაში აღმოაჩინეს 8 ფეხიანი ობობა, რომელიც ვეგეტარიანელია. იგი ძირითადად მცენარეებით იკვებება.

7. პოკემონის პერსონაჟების სახელები Hitmonlee და Hitmonchan ბრიუს ლის და ჯეკი ჩანის სახელებზეა დაფუძნებული

ეს ცნობილი პერსონაჟები სწორედ ყველასთვის ცნობილი ვარსკვლავების პერსონაზეა დაფუძნებული.

6. პარასკევიდეკატრიაფობია იმ პარასკევის შიშია, რომელიც რიცხვ ცამეტს ემთხვევა

ეს სიტყვა დონალდ დოსიმ გამოიგონა, რომელიც სტრესის კონტროლის და ფობიების ინსტიტუტის ხელმძღვანელი იყო სამხრეთ კალიფორნიაში. მისი აზრით ამ სიტყვის სწავლის შემდეგ პაციენტები ფობიისგან იკურნებოდნენ.

5. ლეგოს კომპანია მსოფლიოში საბურავების ყველაზე დიდი მწარმოებელია

კომპანია წელიწადში 300 მილიონ საბურავს აწარმოებს, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია. თუმცა, ისინი რეალურად თავისი პატარა მანქანებისთვის აწარმოებენ ბორბლების აქსესუარებს და არა ცნობილი ავტომობილების კომპანიებისთვის.

4. დონალდ დაკის შესახებ დაწერილი კომიქსები ფინეთში 1970 წელს აკრძალეს, რადგან მას შარვალი არ ეცვა

კომიქსები ყველაზე პოპულარული იხვის შესახებ ფინეთში 1951 წლიდან არსებობდა, თუმცა მას 1977 წელს ბანი დაადეს. ამის მიზეზად ის დაასახელეს, რომ მას სურათებში შარვალი არ აცვია. დღეს კომიქსი კვლავ ძალიან პოპულარულია ფინეთში და აქტიურად იყიდება.

3. ინგლისში ყოველწლიურად გედების დანიშვნის ცერემონია ტარდება

ტრადიციის მიხედვით ქვეყანაში ყველა გარეული ცხოველი დიდი ბრიტანეთის მონარქს ეკუთვნის. პროცედურის დროს მონაწილეები მდინარე ტემზაში ცურავენ ნავებით, იჭერენ გედებს და მათ ბეჭდებით ნიშნავენ. ამ პროცედურაში 2009 წელს დედოფალი ელიზაბეთ მეორეც მონაწილეობდა.

2. შოტლანდიელებს სიტყვა “თოვლის” 421 სინონიმი აქვთ.

გლაზგოს უნივერსიტეტში რეგისტრირებულია თოვლის 421 სინონიმი. ამით ისინი თოვლის სხვადასხვა სახეობას ზუსტად აღწერენ.

1. კატებს უკანა ფეხებზე 4, ხოლი წინა თათებზე 5 თითი აქვთ

მეხუთე თითი წინა თათებით უკეთ მოჭიდებისთვისაა საჭირო. წინა თათებზე კატებს ასევე სპეციალური ბალიშიც აქვთ, რომლის დახმარებითაც ისინი საკუთარ სუნს ტოვებენ იმ ადგილებში, რომლებსაც სტუმრობენ. სწორედ ასე ნიშნავენ ისინი საკუთარ ტერიტორიას.