ამერიკელმა მხატვარმა თავისი ბავშვობის ოცნება აიხდინა და ტყეში ზღაპრული სახლი აიშენა

ბავშვობაში ბევრი ჩვენგანი ოცნებობს ზღაპრულ თავგადასავლებზე. მაგრამ როდესაც ვიზრდებით, ის შეუსრულებელი სურვილები ბავშვობაში რჩება. მაგრამ თუ ოცნება ქვეცნობიერში ფანტასტიკურ პროექტებს ხატავს, თქვენ კი ამ ყველაფერთან ერთად მხატვარიც ხართ, მისი არშესრულება  ცოდვად შეიძლება ჩაითვალოს. სწორედ ეს გააკეთა კრეატიულმა ამერიკელმა, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრება სურდა უღრან ტყეში ზღაპრული სახლი ჰქონოდა. და ახლა ფერიებისა და ჯადოქრების ნაცვლად (როგორც მას ბავშვობაში წარმოედგინა), ის თავად ცხოვრობს საკმაოდ ტევად ქოხში.

ჩრდ ამერიკის ქალაქ ოლიმპიას მისადგომებთან, ეროვნული პარკის სიღრმეში, მართლაც ზღაპრული ქოხი მდებარეობს, რომელიც პირადად შექმნა მათემატიკის მასწავლებელმა და მხატვარმა ჯეიკობ ვიტცლინგ ჰემბმა (Jacob Witzling Hamby). ნიჭისა და უნარების წყალობით, ეს მინი-კოშკი ხელსაყრელად გამოიყოფა სხვა პატარა სახლების ფონზე, რომელთა შესახებაც ჩვენს გვერდზე არასდროს დაწერილა.

ამ ზღაპრული სახლის განსაკუთრებულობა იმ შეგრძნებაში მდგომარეობს, რომელიც მასში შემსვლელ ყოველ ადამიანს ეუფლება. როგორც ცნობილი ბლოგერი, ეკოლოგი და რეჟისორი ბრის ლენგსტონი აღნიშნავს, რომელიც “Tiny House”-ის მოძრაობას შეისწავლის: “მე მივიღე განსაკუთრებული ხედვა სხვა სამყაროში. ეს არის ადგილი, სადაც ხელოვნება არ არის გამოყოფილი გარშემო არსებული სამყაროსგან, არამედ ჩვენი გარემოს თანდაყოლილი და ინტიმური ნაწილია”. და ამით ყველაფერი ნათქვამია, რადგან საქმეს ხელი ხელოვანმა ადამიანმა მოჰკიდა, რომელმაც რეციკლირებული მასალებისგან ნამდვილი ხელოვნების ნიმუში შექმნა, რომელიც თვალს ახარებს.

საინტერსო ფაქტი: ასეთი მოულოდნელი ნაბიჯის გადადგმისკენ წარმატებულ მხატვარს სიყვარულმა უბიძგა. როგორც გაირკვა, მისი მუზა იყო მომხიბლავი გოგონა, რომელიც პატარა ბორბლებიან სახლში ცხოვრობდა. ამიტომ, ჯეიკობი შეიპყრო სწორედ ასეთ ადგილას დასახლების იდეამ. თავდაპირველად მან დაიქირავა მობილური სახლები მოგზაურობისთვის, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა საკუთარი თავშესაფარი აეშენებინა.

ჯეიკობს პროექტზე და ფორმებზე დიდხანს ფიქრი არ დასჭირვებია, რადგან ის დიდხანს ოცნებობდა ასეთ თავშესაფარზე. “ბავშვობაში მქონდა წიგნი პატარა სახლებსა და ქანდაკებებზე. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ იქ ერიები, ჯადოქრები, ჰობიტები და გობლინები ცხოვრობენ და მსურდა ეს მოზრდილ ასაკში შემექმნა” – ამბობს კრეატიული ახალგაზრდა თავის მისწრაფებაზე.

მისთვის საკმარისი იყო ბავშვური ფანტაზიების გახსენება, რომ უღრან ტყეში დაეწყო მშენებლობა. ადგილი შემთხვევით არ შეირჩა: საუკუნოვანი ხეებით გარშემორტყმული, ხავსით დაფარული პატარა მდელო, ულამაზესი ტბა მიმდებარედ – ყველაფერ ამას შეეძლო ცხოვრება ცივილიზაციისგან სრულიად მოეწყვიტა. მხატვარი საკუთარი სახლის შექმნით თავად იყო დაკავებული. ვინაიდან მას სურდა, რომმისი ქოხი ორგანულად მორგებოდა ლანდშაფტს, მან გადაწყვიტა მხოლოდ ხის არა ახალი, არამედ ნახევარკუნძულის სხვა მცხოვრებლების მიერ გადაყრილი გამოყენებული მასალები გამოეყენებინა. დაფები მან კედლების, ავეჯის და იატაკის მოსაწყობადაც გამოიყენა.

ჯეიკობმა ტყის სახლში გადაყრილი ძველი ფანჯრები ჩასვა, დაამონტაჟა ძველი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯის ელემენტები და სხვა საჭირო წვრილმანები. ეს ყველაფერი შესანიშნავად ჩაჯდა ინტერიერში. განსაკუთრებით გამოსადეგი იყო ფანჯრები. ორიგინალური განლაგების და მაქსიმალური მოჭიქვის წყალობით, სახლი ნათელი და მყუდრო გამოვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ზღაპრული ქოხი ძალიან პატარა ჩანს, შიგნით საკმარისი ადგილი აღმოჩნდა სრულფასოვანი საცხოვრებელი ფართის შესაქმნელად, რომელშიც თავს ნებისმიერი უამინდობისგან თავს დაცულად იგრძნობთ.

მიუხედავად იმისა, რომ სახლის ატმოსფერო აბსოლუტურად უბრალოა, სახლში არის კეთილმოწყობილი სამზარეულო, სამუშაო ზონით, ნიჟარით, სრულფასოვანი აირის ღუმელით და საცხობი კარადით, მინი-მაცივრით, ყავის აპარატითა და ღია შესანახი სისტემებით ჭურჭლისა და სხვადასხვა საკვები პროდუქტებისთვის.

პატარა რბილი კუთხე ასრულებს როგორც სასადილო ოთახში დასასვენებელი ზონის, ასევე დამატებითი საძინებლის ფუნქციას. მაგრამ ახალგაზრდა განსაკუთრებით ამაყობს საძინებლით, რომელიც მეორე იარუსზეა განთავსებული. გარდა იმისა, რომ იქ აღმოჩნდა საკმარისი ადგილი უზარმაზარი ორადგილიანი ლეიბისთვის, ასევე, ჩვეულებრივი ფანჯრის გარდა სახლს სხვენიც აღმოაჩნდა. ის ისეა განთავსებული, რომ ძილის წინ შესაძლებელია დატკბეთ ვარსკვლავებით სავსე ცის ცქერით, დღისით კი ღრუბლების ან ფოთლების საისამოვნო მოძრაობით.

იმისდა მიუხედავად, რომ ტყის სახლი ფეშენებელური სასტუმრო ნომრების კომფორტითა და დახვეწილობით ვერ დაიკვეხნის, ჯეიკობი ტკბება ბუნების სილამაზით, სრული განმარტოებით და თავის მომდევნო პროექტზე მუშაობს, რომელსაც ამ ზღაპრული ქოხისგან მოშორებით ააშენებს. მას ისე მოეწონა არაორდინარული საცხოვრებლის შექმნა, რომ ვეღარ ჩერდება.