მომავლის სმარტ-ტანსაცმელი, რომელიც ქამელეონსაც კი შეაშურებს

პროგრესი კვლავ მიიწევს წინ და წლიდან წლამდე ტექნოლოგიები სულ უფრო ღრმად ინტეგრირდება ჩვენს ცხოვრებაში. კომფორტის დონე იზრდება ყოველ ახალ ათწლეულთან ერთად – ინტელექტუალური “ასისტენტები” მანქანის მართვაში გვეხმარებიან, ფიტნეს-სამაჯურები ჩვენს ჯანმრთელობას ადევნებენ თვალს, “ჭკვიანი” სახლი რუტინას გარიდებთ თავიდან. ინოვაციები ნელ-ნელა იკავებს ტანსაცმლის სეგმენტებსაც, ნივთებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს. მოდით ვნახოთ, რა მიმართულებით ვითარდება ტექნოლოგიები და რას ჩავიცვამთ უახლოეს მომავალში.

1. ქურთუკი მართვის ფუნქციით

სატარებელი ტექნოლოგიების ნიშაში ბევრი კომპანია ცდილობს თავისი თავის გამოცდას, როგორც სტარტაპები, ისე დამკვიდრებული გლობალური ბრენდები. Google-ის გუნდმა შეიმუშავა დენგამტარი ძაფები, რომლებიც ქსოვილს სენსორულ თვისებებს აძლევს და ამ ტექნოლოგიით Levi’s-ის სპეციალისტები დაინტერესდნენ. კომპანიამ ორგანულად მოახდინა ინოვაციის ინტეგრირება დენიმში და შექმნა ჯინსის ქურთუკები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ გააკონტროლოთ სმარტფონი მისი ჯიბიდან ამოღების გარეშე. ზარზე პასუხის გასაცემად ან სიმღერის გადასართავად საკმარისია შეხება, ტაშის დაკვრა ან შენჯღრევა, რაც მომხმარებლის მიერ პროგრამირებულ მოქმედებაზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, ქურთუკს შეუძლია აცნობოს მფლობელს დავიწყებული სმარტფონის შესახებ. როდესაც ტელეფონსა და მლობელს შორის დისტანცია მნიშვნელოვნად იზრდება, მანჟეტი იწყებს ვიბრაციის გამოცემას და ციმციმს.

ქურთუკის პირველი მოდელები 2015 წელს გამოვიდა, 2019 წლის შემოდგომაზე კომპანიამ ახალი სერია წარადგინა. თუ პირველ ვერსიაში მგრძნობიარე ძაფები თავად პროდუქციის ქსოვილში იყო ჩაქსოვილი, ახლა მათ ჩვეულბრივი ჯინსისგან კერავენ, ხოლო Jacquard-ის მოდულის მქონე “სენსორული” მასალის პატარა ფარფლი მანჟტშია ინტეგრირებული. ასეთმა მიდგომამ “ჭკვიანი” მოდელები უფრო ხელმისაწვდომი გახადა: მსუბუქი ქურთუკი შეგიძლიათ შეიძინოთ ბრენდის ვებსაიტზე 198 დოლარად, დათბილული კი – 248 დოლარად.

2. ტანსაცმელი გამათბობლით

მრავალი ბრენდი მუშაობს ტანსაცმლის შექმნაზე, რომელსაც ამინდის პირობებთან ადაპტირება შეუძლია. საინტერესო ვარიანტებიდან ერთ-ერთია: გრძელმკლავიანი ზედა გათბობით, კომპანია Blanc-ისგან. სტარტაპის დამფუძნებლები – ძმები Chris და  Greg Livingston-ები მთებში გაიზარდნენ და, შესაბამისად, კარგად იციან, რას ნიშნავს მკაცრი კლიმატი. გასათბობად, უამრავი ტანსაცმლის ჩაცმა გიწევთ, მაგრამ როდესაც აქტიურად გიწევთ მოძრაობა, ამ სამოსში ძალიან გცხებათ. ძმებმა შეიმუშავეს Flare ზედატანი, რომელსაც შეუძლიაა სითბოს გამოსხივება დაპატენტებული ნახშირბადის ბოჭკოვანი გათბობის სისტემის წყალობით. პროდუქტი მოდურად გამოიყურება და შეუძლია გათბობა სამ რეჟიმში, რომლებიც ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ირთვება.

3. მაისური, რომელიც გულის მდგომარეობას აკვირდება

ტარებადი ტექნოლოგიები დიდ პერსპექტივებს მედიცინაში ხსნიან. მაგალითად, კომპანია Lenovo-მ მეცნიერებთან ერთად შექმნა “ჭკვიანი” მაისური, რომელსაც შეუძლია აკონტროლოს მეპატრონის გულის მდგომარეობა. მასში ჩაშენებულია ელექტროდები და სენსორები, რომლებიც რეალური დროის რეჟიმში კრებენ ინფორმაციას და ყოველდღიურად ტვირთავენ მას ღრუბელოვან საცავში. მაისური კითხულობს ეკგ-ს, აკონტროლებს მფლობელის სუნთქვას და წნევას. მიღებული მონაცემები გაანალიზებულია, და დაავადების სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, მობილური აპლიკაცია მფლობელს აფრთხილებს. როგორც გამომგონებლები ამბობენ, ასეთმა მუდმივმა კონტროლმა შეიძლება გადაარჩინოს სიცოცხლე გულის შეტევის მოახლოების წინასწარ გამოვლენით. ამავდროულად, პროდუქტი არ ჰგავს შუასაუკუნეების რაინდის ჯავშანს, გარეგნულად ის ჩვეულებრივი კომპრესული მაისურია.

4. ტანსაცმელი, რომელიც იცვლის ფერს და ნიმუშებს

ქამელეონების შესაძლებლობები იზიდავს როგორც მოდის სამყაროს, ასევე სერიოზულ სტრუქტურებსაც. სადაზვერვო სააგენტოები არ იტყოდნენ უარს სრულყოფილ შენიღბვაზე, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია იმიტირებბა, დიზაინერებს კი აინტერესებთ მოდელები, რომლებსაც ფერის შეცვლა შეუძლიათ. ამ მიმართულებით სამუშაოები მიმდინარეობს და უკვე არსებობს პირველი ნიმუშები. მაგალითად, ინტერაქტიული ქსოვილების შექმნაზე მუშაობენ დიზაინერები ბუდაპეშტიდან – Judit Eszter Karpati და Esteban de la Torre. მათი ექსპერიმენტული მასალის ნიმუშს შეუძლია ფერის შეცვლა და მას Chromosonic ეწოდა. ნიქრომის ძაფების ქსოვილში არის ძაფები, რომლებიც მიკროკონტროლთან არის დაკავშირებული. მისი ჩართვისას მავთული თბება, და წარმოიქმნება სპეციალური საღებავები, რომლებიც ფერსა და ნიმუშებს ცვლის.

კიდევ ერთი საინტერესო სიახლე წარადგინა ამერიკელ მეცნიერთა გუნდმა, რომელსაც მათ პროფესორთან ერთად ხელმძღვანელობს პროფესორი Ayman Abouraddy. მათ მიერ შექმნილი ქსოვილის ნახატი და ფერი შეიძლება შეიცვალოს სმარტონზე აპლიკაციის გამოყენებით. მასალას უკვე ჩაუტარდა ტესტირება, დამზადდა რამდენიმე ჩანთა და ზურგჩანთა. ახლა გამომგონებლები მუშაობენ ინოვაციის გაუმჯობესებაზე, რათა იგი ჩანაცვლდეს ქსოვილების უფრო თხელ სახეობებში. ეს გამოგონებები სავარაუდოდ მთლიანად ვერ ჩაანაცვლებენ ჩვეულებრივ მასალებს, მაგრამ სავსებით შესაძლებელია მათიგამოყენება ტანსაცმელზე დეკორატიული ჩანართების სახით.

5. შეინახეთ პაროლი სხეულთან უფრო ახლოს

კიდევ ერთი სფერო, რომელიც მეცნიერების გონებას იკავებს – ინფორმაციის ჩაწერა უშუალოდ ქსოვილში. ასეთი “ჭკვიანი” ტექსტილისგან დამზადებული ტანსაცმელი შეძლებს ნებისმიერი მონაცემის შენახვას: დაწყებული პაროლებიდან, დამთავრებული საიდენტიფიკაციო ჩანაწერებამდე. უფრო მეტიც, ეს ტექნოლოგია არ იყენებს ელექტრონიკას, აქ მონაწილეობს გამტარ ძაფებში არსებული მაგნიტური თვისებები. ანუ, ასეთი ტექსტილი მშვიდად შეგიძლიათ გარეცხოთ და დააუთოოთ, მასალა ამით არ დაზიანდება. გამომგონებლებმა უკვე მოასწრეს იდეის შემოწმება სხვადასხვა აქსესუარების მონაცემების დაშიფვრის გზით და მათი წაკითხვა სმარტფონის გამოყენებით. ერთ-ერთ ექსპერიმენტში კი კარიც კი გააღეს, მაგნიტურ საკეტზე გაუხახუნეს პერანგი, რომელსაც სახელოზე “კოდირებული” ნაჭერი ჰქონდა. ამ გამოგონების პერსპექტივები კვლავ საპირისპიროა. ამ ფორმით პაროლების შენახვა სახიფათოა, მაგრამ ასეთ ქსოვილს ადვილად შეუძლია RFID ტეგების მიწოდება.

6. გამაშები, რომლებიც ვარჯიშში გეხმარებათ

სამედიცინო და სამხედრო სფეროსთან ერთად, სპორტი გახხლავთ კიდევ ერთი ნიშა, სადაც აქტიურად ვითარდება ტარებადი ტექნოლოგიები. ფეხსაცმელები და მაისურები აღჭურვილია სენსორებით, რომლებიც ტრენინგის მონაცემებს აგროვებენ. მაგრამ ზოგიერთი ნივთი იმდენად “ჭკვიანი” ხდება, რომ მათ ტრენერის ჩანაცვლებაც კი შეუძლიათ. ასეთი გახლავთ Nadi X იოგის ვარჯიშებისთვის. მათში ჩამონტაჟებული სენსორები განსაზღვრავს სხეულის პოზიციას და თუ პოზა არჩეულ პოზიციას არ შეესაბამება, ისინი იწყებს ვიბრაციას იმ ადგილას, რომელიც უნდა შეიცვალოს.