ეს ულამაზესი 250 კვ.მ. სოფელი 7.5 მლნ დოლარად იყიდება

2020 წელი ისეთი იშვიათი რამის ყიდვის შანსს გთავაზობთ, როგორიცაა 62 აკრის ფართობის შვედური სოფელი. სანტრა ბრუნი გამაჯანსაღებელი წყაროების თავზეა გაშენებული და ისტორიული არქიტექტურული ღირებულების მქონე 70 შენობას მოიცავს. თუმცა, ეს ახლადგაშენებული დასახლება არ უნდა გეგონოთ. აღნიშნული სოფელის მშენებლობა მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში დაიწყო ექიმმა სამუელ სკრაგემ, რომელიც სამკურნალო წყაროებს ეძებდა სოფლის მიდამოებში.

1747 წლიდან 1999 წლამდე სტრა ბრუნი ფუნქციონირებდა როგორც უფსალას უნივერსიტეტის სამკურნალო ცენტრის ტერიტორია. ამ სოფელში შენობები ადგილობრივი ულამაზესი ხეების გამოყენებით იქნა აშენებული. მათ შორის იყო სასტუმროც, რომელიც 1792 წელს მისი მშენებლობის დასრულების დროს შვედეთის უდიდეს სასტუმროთ ითვლებოდა.

მატს ვიკმანი, რომელმაც 2002 წელს ეს ლოკაცია შეიძინა მისი მემკვიდრეობის მოვლის მიზნით, თვლის რომ დროა აღნიშნულ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე ახალმა თაობამ იზრუნოს. სოფლის 45 ხის შენობას შეუძლია საცხოვრებელი სახლების ფუნქციის შეთავსება შესაბამისი სამზარეულოს და კონსტრუქციის დამსახურებით. თუმცა, სოფლის ახალი მფლობელი ასევე მოიპოვებს კონტროლს სატრა ბრუნის კომერციულ არეზეც. ეს მოიცავს მინერალური წყლის მწარმოებელ ქარხანას, რომელიც წელიწადში 2 მილიონი ბოთლი მინერალური წყლის ჩამოსხმას აწარმოებ და ასევე საბავშვო ბაღსაც, რომელიც ასევე შემოსავლიან პროექტს წარმოადგენს.

ახალი მეპატრონე ასევე შეძლებს სოფლის ისეთი ფუნქციებით სარგებლის მიღებასაც, როგორიცაა სხვადასხვა სახის ღონისძიებების მასპინძლობა კონფერენციების ცენტრის, სპა ცენტრების და სხვა თანამედროვე დანამატების საშუალებით. გამოთვლების მიხედვით მთლიანი ქონება წელიწადშ 30-34 მილიონ შვედურ კრონას გამოიმუშავებს 2019 წლის სტატისტიკის მიხედვით.

ქონების შესყიდვის სურვილი უკვე 50-ზე მეტმა დაინტერესებულმა მხარემ გამოიჩინა ევროპიდან, აზიიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან. მათ შორის გამართული აუქციონის მიხედვით სოფლის ფასი უკვე 7.5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ფსონების გაკეთების საბოლოო თარიღად 31 მაისი იყო დასახელებული, თუმცა მიმდინარე პანდემიის გამო საბოლოო შედეგების გამოცხადება აგვისტომდე შეიძლება გადაიდოს. 2020 წელი ტურიზმისთვის საკმაოდ საზიანო პერიოდად იქცა, თუმცა სატრა ბრუნის ყიდვა მაინც საკმაოდ წარმატებულ გადაწყვეტილებად ითვლება.