კაილი ჯენერის კალაბასის პირველი სახლი გასაყიდად გაიტანეს

სანამ კაილი ჯენერი 18 წლის გახდებოდა და მის კოსმეტიკურ ფირმას დააარსებდა 2015 წელს, იგი ამ გამორჩეულ სახლში ცხოვრობდა კალაბასში. ტუსკანური სსტილის სასახლე ახლახანს გამოიტანეს გასაყიდად და მისი ფასი 3.6 მილიონი დოლარი გახლავთ. ეს იმ თანხაზე 2.7 მილიონით მეტია, რამდენიც ჯენერმა გადაიხადა ამ სახლის ყიდვისას და იმ თანხაზე 3.15 მილიონით მეტია, რა ფასადაც მან ეს სახლი გაყიდა 2017 წელს.

0.364 ჰექტარზე განთავსებული 450 კვ/მ ფართობის მქონე სახლი 5 საძინებელს და 6 აბაზანას მოიცავს მეექვსე საძინებელთან ერთად, რომელიც ჯენერმა გლამურულ ოთახად გადააკეთა სარკეებიანი კედლებით და სპეციალური კარადებით. შენობა გაფორმებულია შავი ხის იატაკებით და ღია თეთრი კედლებით, მაღალი ხის ჭერით და ორნამენტებით. აქ ასევე შეხვდებით ფანჯრებს, რომლებიც იატაკიდან ჭერამდე გრძელდება.

მთავარი საძინებელი მეორე სართულზე მდებარეობს და სახლის მთავარ წერტილს წარმოადგენს პირადი საჯდომი სივრცით, საოცარი მონოქრომული სააბაზანოთი და ოთახის ზომის კარადით. სახლის უკანა ეზოში ხის დასასვენებელი სივრცე, აუზი, სპა და ბარი მდებარეობს. ამ სახლის გაყიდვის შემდეგ წლების განმავლობაში ჯენერმა უამრავი მოქმედება განახორციელა უძრავი ქონების ბაზარზე.

მისი უახლესი შენაძენი ჰოლმბი ჰილზში მდებარე 36.5 მილიონ დოლარიანი სასახლეა, რომელიც 500 კვ/მ ფართობის მქონე მთავარ სახლს და ორ განცალკევებულ სტუმრებისთვის განკუთვნილ აპარტამენტს მოიცავს. მან ასევე შეიძინა 15 მილიონ დოლარად შეფასებული 5 ჰექტარის ზომის მიწის ნაკვეთი, რომელზეც გაცემულია ნებართვა 1700 კვ/მ ფართობის მქონე სასახლის, 12 მანქანიანი ავტოფარეხის, განცალკევებული სტუმრების სახლის, ფარდულის, სპორტული მოედნის და აუზის ასაშენებლად. თუმცა, უცნობია რის აშენებას გეგმავს ჯენერი აღნიშნულ ტერიტორიაზე.