პლანეტის ყველაზე ბნელი ქალაქი დღეიდან მზეს დაინახავს … სარკეების დახმარებით

უმრავლესობა ჩვენგანი მზის სხივებთან ერთად იღვიძებს და არც კი ესმის რამდენად გაუმართლა, რომ დღის სინათლეს ყოველდღე ხედავს. პატარა ნორვეგიული ქალაქის, რიუკანის მაცხოვრებლები კი მზის სხივებს სექტემბრიდან მარტამდე ვერ ხედავენ. მაგრამ ახლა, მთავარი მოედანი შემოდგომასა და ზამთარშიც განათებულია, ერთ-ერთ მთაზე დამაგრებული უზარმაზარი სარკის მეშვეობით.

ამ ქალაქის მაცხოვრებლები დაგიდასტურებენ, რომ მზე ბედნიერებაა. ამიტომაც, გადაწყვიტეს მსოფლიო რეკორდი მოეხსნათ და თვეობით დამალული მზე სააშკარაოზე გამოეყვანათ. რიუკანი მუდამ მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. აქ ჰიდროელექტროსადგურია განლაგებული, თუმცა მატერიალური სიმტკიცის მიუხედავად, ქალაქის მაცხოვრებლები ბუნების ხაფანგში აღმოჩნდნენ. ეს მდგომარეობა საზოგადოების დეპრესიულ მდგომარეობაზე ახდენდა გავლენას.

ერთხელ, ინჟინერმა სემ ეიდუმ, შექმნა სპეციალური სარკის პროექტი, რომელიც კანიონებზე მოთავსებისას მზის სხივებს შორი მანძილიდან დაიჭერდა. მაშინ ამ იდეას მხარი არავინ დაუჭირა, არც ტექნოლოგიური საშუალებები გააჩნდათ. მაშინ სემმა გადაწყვიტა გაეშენებინა საბაგირო, რომელიც მაცხოვრებლებს მთაზე აიყვანდა და მზეს ანახებდა.

სარკის პროგრესული იდეა 100 წლით მიივიწყეს, მაგრამ კრეატიულმა არტისტმა მარტინ ანდერსენმა ის გააცოცხლა. მან ყველა დაარწმუნა რომ ეს შესაძლებელი იყო და მისი რეალიზებისთვის 800 ათასი დოლარი სჭირდებოდა.

3 გიგანტური სარკე 450 მეტრზე 50კვ.მ-ს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ სარკის ზედაპირი სულაც არაა დიდი, ის ქალაქს მზით „ამარაგებს“.

ახლა ეს უნიკალური ქალაქი იმდენად პოპულარულია, რომ ის, ვინც ნორვეგიაში მოგზაურობს, აუცილებლად სტუმრობს მას.