როგორ აღვადგინოთ ტყავის გაცვეთილი საჭე

საჭე ავტომობილის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. რამდენადაც ის ხშირადაა მძღოლის ხელში, მისი საფარი მალე კარგავს მიმზიდველ იერს. ტყავი დიდხანს ინარჩუნებს კარგ მდგომარეობას, მაგრამ თვითონ საჭე კარგავს იერს. რატომ უნდა გადავიხადოთ ბევრი, თუ რესტავრაციას დამოუკიდებლადაც შევძლებთ? ჩვენ გასწავლით პროლემის გადაჭრის გზას და საჭისთვის ესთეტიკური იერის დაბრუნების ხერხს.

1. რატომ ფუჭდება საჭის ზედაპირი

საჭემ შესაძლოა მიმზიდველი იერი ბევრი მიზეზით დაკარგოს. ყველაზე ხშირად ეს ხშირი შეხების ბრალია. ასევე, ბეჭდისა და სხვა აქსესუარების მიერ მექანიკური დაზიანება.

2. როგორ განვაახლოთ

ავტოსერვისებში გიპასუხებენ, რომ ამას დამოუკიდებლად ვერ მოახერხებთ, მაგრამ ეს ასე არაა.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • მსუბუქი ხსნარი, რომელსაც, როგორც წესი, ტყავის ავეჯისთვის იყენებენ
  • გრუნტი
  • ქაღალდის სკოჩი
  • წვრილხორკლიანი ზუმფრის ქაღალდი
  • პატარა გორგოლაჭი პარალონის ღრუბლით

ბევრ ნივთს სახლშიც აღმოაჩენთ, თუ არადა, იაფად იყიდით. აღდგენითი სამუშაოები 4 საათს წაიღებს.

3. რა უნდა გავაკეთოთ:

1. საგულდაგულოდ გაწმინდეთ საჭე ცხიმისგან, ჭუჭყისგან და გააშრეთ ბუნებრივი გზით.

2. დააკარით სკოჩი ყველა ღილაკსა და ბალიშს. უმჯობესია ხარისხიანი გამოყენოთ, რადგანაც იაფი ლენტი ცუდად ფიქსირდება.

3. აიღეთ პატარა ტილო და დაასხით რბილი ხსნარი. საგულდაგულოდ დაამუშავეთ მთელი საჭის პერიმეტრი და დაზიანებული ადგილები. ნუ გეშინიათ ზედმეტის მოწმენდა, რადგანაც ბოლოს ყველაფერი დაიფარება.

4. საჭე შეგიძლიათ მოხსნათ ან დატოვოთ მანქანაში. მეორე შემთხვევაში, იმისათვის, რომ სალონი არ დაისვაროს, დააფარეთ სკამს და ტორპედოს ტილოები ან გაზეთები.

5. შემდეგ მოახდინეთ საჭის გრუნტირება. დაადეთ მასალა 3 ფენად და თითოეულს მიეცით საშუალება შეშრეს. პროცესის დასწრაფებისთვის, მიუშვირეთ ფენი.

6. როცა გაშრება, რბილად გადაატარეთ მთელ საჭეს ზუმფარის ქაღალდი.

7. ბოლო ეტაპი შეღებვაა. რეკომენდირებულია გადაიტანოთ ცოტაოდენი საღებავი ცალკე ჭურჭელში და სითხე შესაღები ჯაგრისით წაუსვათ. შეღებეთ ერთ ფენად და აცადეთ საჭეს გაშრეს. რესტავრაცია მზის სხივებისგან შორს უნდა მოხდეს.

შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს. საჭე ახალივით იქნება და დიდხანს შენარჩუნდება.