ვერსალის სტილის მდიდრული ქონება, რომელიც მედიის სფეროს ერთ-ერთ მთავარ ფიბურას ტაილერ პერს ეკუთვნოდა და 2007 წელს იქნა აშენებული, ახლახანს 15 მილიონ დოლარად გაიყიდა. 3222 კვ/მ ფართობის მქონე მთავარი სახლი შვიდ საძინებელს, 9 ნახევ და 5 სრულ აბაზანას, განცალკევებულ სტუმრების აპარტამენტს და ხუთ მანქანიან ავტოფარეხს მოიცავს.

ქონება უამრავი ისეთი მდიდრული დეტალითაა გაფორმებული, როგორიცაა მაგალითად კერძო ჰელიპადი, განათებული ჩოგბურთის მოედანი, გიგანტური საცურაო აუზი და შიდა აუზი, მიწისქვეშა საცეკვაო დარბაზი, ფიტნესის ცენტრი, პროფესიონალური კინოთეატრი, ბიბლიოთეკა და ღვინის მარანი. სართულებს შორის გადაადგილება ლიფტების საშუალებითაა შესაძლებელი და ეზოს სხვადასხვა წერტილებს ასევე ულამაზესი ფანტანები აფორმებს. 17 ჰექტარზე გაშენებული ეს ულამაზესი ქონება ატლანტაში ერთ-ერთ უდიდეს კერძო სამფლობელოს წარმოადგენს.

ინტერიერი მარმარილოს იატაკებს, იატაკიდან ჭერამდე აჭრილ ფანჯრებს, ორმაგი სიმაღლის მქონე ჭერს და ბროლის ჭაღებს მოიცავს. ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ოთახია ბიბლიოთეკა, რომელში განთავსებული წრიული კიბითაც ღვინის მარანში და ტყავის კედლებითა და ქვის ბუხარით გაფორმებულ დასასვენებელ ოთახში ჩასვლაა შესაძლებელი.

პერიმ ქონება 2007 წელს 9 მილიონ დოლარად შეიძინა და მას მილიონები დაახარჯა სრული განახლებისთვის. თუმცა, 2016 წელს მან ეს სამფლობელო დევიდ ტურნერს მიჰყიდა 17.5 მილიონ დოლარად. უახლესი ცნობების მიხედვით, ახალმა მფლობელებმა ქონება ასევე სწორედ ამ ფასად შეიძინეს, თუმცა მათი ვინაობა უცნობია. TMZ-ის ცნობების მიხედვით ქონება სტივ ჰარვიმ და მისმა მეუღლემ შეიძინეს, თუმცა ეს ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას არ წარმოადგენს.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი