6 გამოგონება, რომლებიც კომფორტის ახალ მწვერვალებს იპყრობს

სამყაროში ბევრი გასაოცარი და უჩვეულო რამაა. მაგრამ, ბევრი ადამიანი ვერ ამჩნევს ამას და ჩვეული რუტინით ცხოვრობს. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არასტანდარტულ ტექნოლოგიებს იყენებენ, რათა ცხოვრების პირობები გააუმჯობესონ. წარმოგიდგენთ რა გავლენას ახდენენ ისინი გარემოზე.

1. ინდივიდუალური ყურსაცობები

ყოველდღიურად უამრავი სხვადასხვა ინტენსივობის ხმა გვახვევია გარს. ბევრი მათგანის მოსმენა სასიამოვნოა, მაგრამ ზოგიერთი გამაღიზიანებელი და სმენისთვის საშიშიც კია. ადამიანის სმენის სისტემა რთულადაა მოწყობილი და ერთ ხმას მისი დაზიანება შეუძლია. ეს რომ არ მოხდეს, გონივრულია ხანდახან ყურსაცობების გამოყენება. ის დაცვას და კომფორტს უზრუნველყოფს.

რადგანაც ყველა ადამიანის ყური უნიკალურია, მეცნიერებმა სპეციალური ტექნოლოგია შეიმუშავეს. ყურსაცომი ყურში ისე თავსდება, როგორც მისი ფორმა, როგორც ცოცხალი ორგანიზმი. იდეალური ხმის იზოლაცია გარანტირებულია და ისინი აქტიური მოძრაობის დროსაც ყურში მჭიდროდ არიან. ჰაერის ვენტილაციის საშუალებით კი ყური არ ოფლიანდება.

2. Mister Trash Wheel

პლანეტის გასუფთავების თემა მუდამ აქტუალურია. გლობალურ საქმეში მცირედით უნდა დაიწყო. ამერიკის შტატ მერილენდში მოწყობილობა შექმნეს, რომელიც ქალაქში მდინარეების სისუფთავეს უზრუნველყოფს. მაცხოვრებლები მრავალი წელი იტანჯებოდნენ იმის გამო, რომ წყალი ბინძური და ნაგვით სავსე იყო. მაგრამ Mister Trash Wheel-ის მეშვეობით პრობლემა გადაიჭრა. მოწყობილობის მთავარი ნაწილი ბორბალია, რომელიც წყლის ზედაპირიდან ნაგავს იღებს და სპეციალურ კონტეინერში გზავნის. ეს ეკოლოგიური მოწყობილობა მზის ბატარეებზე მუშაობს.

3. თანამედროვე საშხაპე Hansgrohe

შხაპის მიღების ხარისხი რომ გაუმჯობესდეს და ეს პროცედურა უფრო ეკონომიური გახდეს, სპეციალური სისტემა შეიმუშავეს. ის ჰაერში შეიწოვება და წყლის ორთქლით ავსებს მას. ასე წყლის დინება უფრო გაჯერებული და მსუბუქია. შედეგად გასწევთ ეკონომიას. შხაპი მასაჟის ეფექტითაც გამოირჩევა. ასეთი ინოვაციური დუშით კანის გაწმენდას მაქსიმალურად ეფექტურად მოახდენთ.

4. Feel the Peel

ეს განსაკუთრებული ავტომატია, რომელთანაც ყველა მსურველს შეუძლია ახლადდაწურული ფორთოხლის წვენის შეკვეთა. ხელსაწყოს მთავარი ღირებულება იმაშია, რომ ისხმევა არა ჩვეულებრივ პლასტიკურ ჭიქაში, არამედ სპეციალურად გადამუშავებულ ფორთოხლის ქერქში. გარეგნულად ის ჭიქას გვაგონებს.

5. Itech Research Demonstrator

ესაა პავილიონი, რომელზეც სტუდენტებისა და ინჟინრების გუნდი მუშაობდა. შექმნილია იმისთვის, რომ მოახდინოს კომპიუტერული დიზაინის პოტენციალი. მისი ნაწილები დამოუკიდებლად მოძრაობენ, რათა ჩამომჯდარი ადამიანი მზის სხივებისგან დაიცვან.

6. Printpen

ჩინელ მეცნიერს 9 თვე დასჭირდა, რათა პრინტერის სტანდარტული სისტემა შეექმნა. ეს კომპაქტური პორტატული მოწყობილობაა, რომელიც ჩვეულებრივი კალმის და პრინტერის ფუნქციებს ითვისებს. წარწერით ან ნახატით ნებისმიერ ზედაპირს მორთავთ.