აი, რატომ უნდა ჩაყაროთ ფქვილი სამზარეულოს ნიჟარაში: შეუცვლელი ხრიკი

სუფთა სამზარეულო დიასახლისის სახეა. გაზქურა, ნიჟარა, მაგიდა – აი რაზე ვამახვილებთ პირველ რიგში ყურადღებას. ჭურჭლის მთები, ცხიმიანი და ჭუჭყიანი ზედაპირები შთაბეჭდილებას გვიფუჭებს. გსურთ, რომ თქვენი ნიჟარა მუდამ ბრწყინავდეს და სტუმრები აღტაცებაში მოდიოდნენ?

რატომ უნდა გამოვიყენოთ ფქვილი? – ის ნატურალური გამწმენდი საშუალებაა, რომელიც ხარისხიანად უმკლავდება დაბინძურებას. პროდუქტი დიასახლისებისთვის შეუცვლელი დამხმარეა.

მისი ძირითადი მახასიათებლები:

  1. სრულად აქრობს ჩამჯდარ ცხიმს. თხევადი გამწმენდი ნივთიერებები ცხიმებს მთლიანად ვერ უმკლავდებიან. საგულდაგულო გარეცხვის მიუხედავადაც რჩება ნაწილაკები, რაც არაჰიგიენურია. ფქვილი კი შლის ცხიმს და მთლიანად აშორებს. ამის წყალობით, ნიჟარა იდეალურად სუფთა იქნება.
  2. დელიკატურად წმენდს უჟანგავი ფოლადის ზედაპირებს. ამას გამწმენდ ფხვნილებსა და სოდაზე უკეთ აკეთებს. ფქვილი არ აზიანებს ფოლადს და მისით გაწმენდის შემდეგ ბრწყინვალებას უბრუნებს.
  3. დიდხანს ინარჩუნებს სისუფთავეს. გაგიკვირდებათ, რომ რამდენიმე დღის შემდეგაც კი ნიჟარა სუფთა და ბრწყინვალე იქნება.
  4. ბიუჯეტური და ეფექტური ვარიანტია. ფქვილი ყველა საშუალებაზე იაფია.

როგორ ვიმოქმედოთ სწორად:

ამ ხრიკის პრინციპი მარტივია: ფქვილი ცხიმიან ნადებს ეკრობა, რომელიც შესაძლოა თვალით არ ჩანს. ზედაპირზე დაყრის შედეგად ჭუჭყი იწოვება. ნუ შეურევთ დიდი რაოდენობით ფქვილს წყალთან, რათა კანალიზაცია არ გაიჭედოს.

დაიცავით ეს მარტივი წესები:

  1. გამოიყენეთ ფქვილი მხოლოდ მაშინ, როცა ნიჟარა სრულიად მშრალი იქნება.
  2. გამწმენდი პროცედურების შემდეგ ფქვილი წყლით არ მორეცხოთ. აიღეთ შრალი ხელსახოცი ან პირსახოცი და ფრთხილად მოაშორეთ ნარჩენები.
  3. პროცედურის ჩატარება საკმარისია კვირაში ერთხელ, ორი წუთით. სულ რაღაც თვეში 8 წუთის დათმობით თქვენი ნიჟარა საოცრად სუფთა იქნება.

მოქმედებების თანმიმდევრობა:

  1. თავდაპირველად გარეცხეთ ნიჟარა ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხი საშუალებით.
  2. მოაშორეთ ნივთიერებების ნარჩენები.
  3. აიღეთ ნაჭრის ან ქაღალდის პირსახოცი და მოწმინდეთ ნიჟარა იდეალურად მშრალ მდგომარეობამდე. არ დატოვოთ არცერთი წვეთი წყალი.
  4. აიღეთ მუჭა ფქვილი (დაახლოებით 2 ს.კ.) და თანაბრად მოაყარეთ ნიჟარას.
  5. აიღეთ ერთი ფერის პირსახოცი ან მშრალი ღრუბელი და რამდენიმე წუთის განმავლობაში მოწმინდეთ ზედაპირი. თუ ფქვილმა ნაცრისფერი ელფერი მიიღო, სწორ გზაზე ხართ.
  6. შემდეგ პროდუქტის ნარჩენები შეაგროვეთ და ნაგვის ყუთში გადაყარეთ. მთლიანად მოშორება რთულია, თუ ცოტაოდენი მაინც დარჩა, მილებს ზიანს არ მოუტანს.
  7. პროცედურის მერე მორეცხეთ. გაწმინდეთ რბილი ტილოთი წრიული მოძრაობების გამოყენებით.

ონკანის ადგილას გამოიყენეთ კბილის ჯაგრისი.

უსაფრთხო და ნატურალური საშუალებით თქვენ ბრწყინვალე ონკანს მიიღებთ.