მაქსიმი და მარინა, მთელი თანაცხოვრების პერიოდის განმავლობაში ოცნებობდნენ დიდ აგარაკზე, სადაც მოიძებნებოდა ადგილი ბავშვებისთვის, მეგობრებისთვის ან ნათესავებისთვისაც, რომლებიც მოულოდნელად ეწვეოდნენ და შაბათ-კვირას მათთან გაატარებდნენ.

ოჯახმა ქალაქგარეთ კარგი კოტეჯის შეძენა ვერ შეძლო, და მათი ოცნება დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ოცნებად დარჩა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მათ იღბლიანი ბილეთი დაეცათ.

მეუღლეებს შესთავაზებს ძველი და უკვე ნაწილობრივ განადგურებული სოფლის სკოლის შენობის შეძენა. ისინი სიამოვნებით დათანხმდნენ შემოთავაზებას და საბუთების მოგვარებას შეუდგნენ.

ძველი სახლის რემონტი

წყვილს 3 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ეს მიწის ნაკვეთი მიეღოთ, შემდეგ კიდევ ორი წელი მის მოსაწყობად.

აი, ასეთ მდგომარეობაში იყო სახლი გადაკეთებამდე.

უკვე რემონტის მსვლელობის დროს გაირკვა, რომ სახლი ნაწილობრივ დამპალი იყო და თითქმის ყველაფრის გადაკეთება გახდა საჭირო. წყვილს ბევრი ფული არ ჰქონდა და სამუშაოების უმეტესობა საკუთარი ძალებით შეასრულეს. სამშენებლო სამუშაოებში ყველა მონაწილეობდა: მშობლები, მეგობრები და ახლო ნაცნობებიც.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ გაიგოთ, როგორ უნდა აქციოთ ნახევრად ჩამოშლილი ქალაქგარე შენობა ოცნების სახლად. ვფიქრობ, რომ ეს ისტორია ბრწყინვალე გემოსა და გრანდიოზული მუშაობის ბრწყინვალე მაგალითია!

1. აი, ასე გამოიყურება სახლი ახლა.

ეს კი გახლავთ ხედი უკვე მოდური ქალაქგარე კოტეჯის გვერდიდან.

2. სკოლის დათვალიერებისას ოჯახმა შენიშნა 4 ღუმელი, რომლებიც შემდეგ დაანგრიეს. მიღებული აგურებისგან, უპირველეს ყოვლისა, ჭიშკრებისთვის საყრდენი ბოძები ააგეს.

3. როდესაც სახლში შედიხართ, პირველი, რაც თვალში გხვდებათ, – ვრცელი შესასვლელი და მაღალი ჭერია.

ყურადღება მიაქციეთ სურათებს. მათ შესაქმნელად, ძირითადად, ბავშვების ნახატები იყო გამოყენებული.

მარინასა და მაქსიმის უფროსი ქალიშვილი ხელოვნების სკოლაში დადის და ამით სამაგალითო მშობლები გოგონას აჩვენებენ, რომ მათ სჯერათ მისი და აღფრთოვანებულნი არიან მისი ნიჭით.

4. ძველი ღუმელისგან დარჩენილი აგურებით მათ პატარა სარდაფი განათავსეს. მართალია, აქ ერთი ნაკლია. მას შემდეგ, რაც მათ სარდაფში ვაშლის შენახვა დაიწყეს, სუნზე თაგვები დაფრთხნენ და ახლა აქ მხოლოდ ლითონის ან შუშის ქილებში დაკონსერვებული პროდუქტები ბინადრობს.

5. ყველაზე დიდი ოთახი პირველ სართულზე მდებარეობს და რაღა თქმა უნდა, ეს მისაღები ოთახი გახლავთ.

ყურადღება მიაქციეთ იატაკის საფარს – ეს ნამდვილი ხის პარკეტია. ასეთი იატაკი დღესდღეობით ძალიან ძვირი ღირს.

სინამდვილეში, ეს არის ძველი დაფები, რომლებიც სხვენში 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინახებოდა, მაგრამ სახლის მეპატრონეებმა მათგან ასეთი შესანიშნავი იატაკი შექმნეს.

ძალიან მყუდროა, არა?

6. სახლში მისაღები ზონა სასადილო ზონასთანაა გაერთიანებული.

სახლში ავეჯი ან IKEA-სგან არის დამზადებული, ან დიდი ფასდაკლებით არის ნაყიდი ავეჯის მაღაზიებში.

სახლში ღია ტიპის ბუხარი დამონტაჟდა, გისოსები ნაცნობმა მჭედელმა სახლის მფლობელის ესკიზების მიხედვით დაამზადა.

7. სახლის დეკორაციისთვის ბიუჯეტი საკმარისი აღარ აღმოჩნდა. ოჯახმა ზოგი რამ ძველი ბინიდან წამოიღო, ზოგიც – მეგობრებმა აჩუქეს.

სამზარეულო მთელი ოჯახის სიამაყეა. სახლის დიასახლისმა, მარინამ, ინტერიერის დიზაინის ზოგადი კონცეფცია და ფერის სქემა მოიფიქრა. მაქსიმმა კი, თითქმის ყველა ავეჯი თავისივე ესკიზის მიხედვით გააკეთა.

ნამდვილად ღირს ყურადღების გამახვილება ღუმელზე. ესეც ოჯახის უფროსმა გააკეთა, თანაც, ნულიდან შექმნა იგი, მის გაფორმებაზე კი შვილებმა იზრუნეს.

როგორ მოგწონთ სამზარეულოს ასეთი დიზაინი?

9. პირველ სართულზე ასევე განთავსებულია წყვილის საძინებელი.

ჩემი აზრით, საძინებელი საკმაოდ მოდურად და გემოვნებით არის მოწყობილი.

10. იმის გამო, რომ ბავშვები გაიზარდნენ, ახლა ოჯახი კვლავ ძველ ბინაში დაბრუნდა საცხოვრებლად. რადგან სოფლიდან სკოლაში და სხვადასხვა წრეებზე შვილების ტარება საკმაოდ რთულია. მაგრამ, როგორც კი ოჯახს თავისუფალი დრო გამოუჩნდება, მაშინვე თავის საყვარელ სახლში ჩადიან.

როდესაც ყველა მხოლოდ აქ ცხოვრობდა, ეს ოთახი კაბინეტად იყო რეზერვირებული, სადაც მარინა და მაქსიმი ხშირად მუშაობდნენ.

ახლა ეს ოთახი საწყობი უფროა, ვიდრე კაბინეტი. რადგან აქ ინახავენ ყველაერს, რაც სხვა ოთახებში ზედმეტია. ამ ყველაფრის გარდა, ოთახს უკვე იყენებენ, როგორც საშინაო ბიბლიოთეკას.

11. გარდერობი, რომელიც მეორესართულზეა განთავსებული, რაღაცით ასევე საკუჭნაოს ჰგავს. აქ ინახება თხილამურები, მარხილები და სხვა მოწყობილობები.

12. მეორე სართულზე ნახავთ საკმაოდ ვრცელ ბავშვების ოთახს.

13. ბავშვებს ძალიან გაუმართლათ, რადგან მათთვის განცალკევებით სათამაშო ოთახი მოეწყო. მართალია, ის პერიოდულად სამეცადინო ოთახის ფუნქციას ასრულებს, ზოგჯერ კი, დამატებითი სასტუმრო ოთახის ფუნქციას ითავსებს.

14. ამ სახლში ვერ იპოვით გლამურულ, დახვეწილ და ძვირადღირებულ ავეჯს, ან იდეალურ რემონტს. სამაგიეროდ, ყველაფერი, დაწყებული ღუმელიდან და კარადიდან, დამთავრებული წვრილმან დეკორაციებამდე – სიმყუდროვითა და სიყვარულით არის გაჟღენთილი ყოველ კუთხეში, ყოველ დეტალში.

აი, ასე ეხმარება ადამიანს დიდი სურვილი, შრომისმოყვარეობა, ურთიერთგაგება და სტილის შეგრძნება ოცნების განხორციელებაში, თანაც მცირე თანხებით.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი