ფოტოგრაფმა ლონდონის ყველაზე ლამაზი შესასვლელი კარები გადაიღო. თითოეული მათგანი ჯადოსნური სამყაროს პორტალს ჰგავს

ბრიტანელი ფოტოგრაფი ბელა ფოქსველი ლონდონის ქუჩებში მოგზაურობდა და ყველაზე შთამბეჭდავ კარებებს ფოტოებს უღებდა. სწორედ ასე შეაგროვა მანდ ყველაზე ფერადი, დეკორაციებით სავსე და მომხიბვლელი კარიბჭეების საოცარი ალბომი. მათი შეხედვისას თქვენ აუცილებლად მოგინდებათ თითოეული მათგანის მიღმა არსებულ სამყაროში შესვლა, რადგან ისინი მაგიური სამყაროს კარიბჭეებს მოგაგონებთ.

1. ეს ულამაზესი იისფერი კარი, რომლის გარშემო ცისფერი კედლები ზებუნებრივ ეფექტს ქმნიან.

2. ულამაზეს ხვიარა ბუჩქში ჩაფლული კარი, რომელში შესვლაც ნამდვილად გესიამოვნებათ.

3. ჭიშკარი, რომელსაც, თითქოს, უღრან ტყეში შევყავართ.

4. ეს ულამაზესი გამჭვირვალე კარი თითქოს შინ გვეპატიჟება.

5. ერთი შეხედვით უბრალო ლურჯი კარი, ლამაზი რაკურსით გადაღებული.

6. ქათქათა თეთრი სახლის გარშემო იისფერი ყვავილების დარგვა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო!

7. კაფეს ეს ორიგინალური შესასვლელი გვამცნობს, რომ შიგნით ძალიან მოგვეწონება.

8. მსგავსი სილამაზე ბოლოს სად ნახეთ?

9. კიდევ ერთი უბრალო კარი, რომელიც ფოტოგრაფმა თვალისმომჭრელად გადაიღო.

10. მწვანეში ჩაფლული მწვანე კარი ბუნებასთან სიახლოვეს გვპირდება.

10. გემოვნებიანი მეზობლებიც ამათ ჰქვიათ.

11. აი, როგორ ალამაზებს მოვლილი სურო ფასადს.

12. გარედანვე ეტყობა, რომ გემრიელ ტორტებს ყიდიან.

13. განსაკუთრებული არაფერი – უბრალოდ ვარდისფერი კარი სიმეტრიულად განლაგებულ მცენარეებს შორის.

14. ამ კარამდე მისასვლელი გზა ია-ვარდებით თუ არა, ვარდებით მაინც იქნება მოკირწყლული.

15. სიამოვნებით დავრგავდი ამ მცენარეს ჩემი სახლის კართან.

16. აი, ასეთი ულამაზესი თაღი გამოუვიდათ ზელერებს.

თქვენი აზრით, რომელ კარს მიღმა იმალება ყველაზე ლამაზი სახლი?