1. მოაშორეთ ყავის მაგიდას წყლის ლაქები თმის ფენის, მაიონეზის და ქაღალდის ხელსახოცის დახმარებით

წაუსვით ქაღალდის ხელსახოცს მაიონეზის თხელი ფენა და გადაკეცეთ შუაზე ისე, რომ მაიონეზი შიგნით მოექცეს. დაადეთ ხელსახოცი ლაქას და გაათბეთ ემოდან თმის ფენით 1 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოაშორეთ საფენი მაგიდას და გადაწმინდეთ ნარჩენები.

2. გამოიყენეთ ახალი კბილის ჯაგრისი ყავის აპარატის გასაწმენდად

საპნიან წყალში ამოვლებული ჯაგრისის თავები ყველა მიუწვდომელი წერტილის სიღრმეში შეღწევას და მის გასუფთავებას შეძლებს მარტივად. შემდეგ აპარატი გაამშრალეთ რბილი ქსოვილით.

3. გაწმინდეთ დანების ჩასადები სივრცე სახლის დასასუფთავებელი საშუალებებით

მტვერსასრუტით ან თმის ფენის ჰაერით ამოყარეთ ჩასადების სიღრმეებიდან მასში დაგროვებული მტვერის ნაწილაკები. შემდეგ მილების მწმენდავი ჯოხები დაასველეთ დეზინფექციის ხსნარით და გახეხეთ ხვრელების შიდა კედლები მათი დახმარებით. შემდეგ მშრალი ჯოხით გაამშრალეთ ხვრელები.

4. მანქანაზე მიმხმარი მწერების მოსაშორებლად მიასხით ზედაპირს ხორცის შესაწვავი სპრეი და გადაწმინდეთ ნაჭრით მარტივად.

5. გააპრიალეთ ტაფების და სინების ზედაპირები წყალბადის ზეჟანგის და საცხობი სოდის ნარევით მარტივად.

6. მოამზადეთ საცხობი სოდისგან და ეთერზეთებისგან ბურთები და ჩაყარეთ პირსაბანში მილებში დაგროვილი სუნის გასაქრობად.

7. აავსეთ პლასტიკური პარკი ძმრის და საცხობი სოდის ნარევით და ჩამოაცვით საშხაპის თავს 1-2 საათით, მასში დაგროვებული ბაქტერიების და ობის მოსაშორებლად.

8. მოაშორეთ თმის მოვლის ხელსაწყოებს თმის მოვლის პროდუქტებისგან დატოვებული ზედნადები Წყალბადის ზეჟანგის და საცხობი სოდის შერევით მიღებული პასტის დახმარებით

9. ჩაასხით ჭურჭლის სარეცხი მანქანის ძირში ერთი ჭიქა ძმარი მისი დეზინფექციის ჩასატარებლად.

10. გახეხეთ ავტომობილის ფარები კბილების გამათეთრებელი პასტით მათი ბზინვარების დასაბრუნებლად. დატოვეთ პასტა ზედაპირზე 15 წუთით და შემდეგ გახეხეთ მეორედ, მის ჩამორეცხვამდე.

11. მიასხით თმის სპრეი მუდმივი მარკერის ლაქებს და ისინი სწრაფად ჩამოშორდება ზედაპრეს

12. გაუკეთეთ Წყალბადის ზეჟანგის ბოთლს სპრეის თავსახური და ასხურეთ იგი ტუალეტის საწმენდ ჯოხს ყოველი გამოყენების შემდეგ მისი სისუფთავის შესანარჩუნებლად.

13. მოაშორეთ თეთრ კედებს ლაქები Წყალბადის ზეჟანგის და საცხობი სოდის ნარევით გაწმენდის შედეგად მარტივად და სწრაფად. წაუსვით ნაზავი ზედაპირს და დატოვეთ მზეზე 3-4 საათის განმავლობაში მის გახმობამდე.

14. ჩართეთ სარეცხი მანქანა ჩვეულებრივი ციკლით და მოათავსეთ მასში სამოსის ნაცვლად თეთრი ძმრის და ფავორიტი ეთერზეთების ნარევი. რეცხვის პროცესის დასრულების შემდეგ სარეცხი მანქანა ყველა უსიამოვნო სუნისგან გათავისუფლებული იქნება.

15. დაფარეთ ტაფები და ცხიმიანი თეფშები მშრალი ქაღალდს ხელსახოცებით და ჩაალბეთ ცხელ საპნიან წყალში 1 საათით. შემდეგ მათ ნებისმიერი სახის ცხიმის და სხვა პროდუქტების რთულ ლაქებს მარტივად მოაშორებთ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი