ცნობილი ამერიკელი ბლოგერი სერენა აპია უკვე რამდენიმე წელია რაც სახლს აწესრიგებს. მისი მიზანია დაბალი ფინანსური დანახარჯებით კრეატიული ნივთები შექმნას და ყველაფერს საკუთარი ხელი დაატყოს. განსაკუთრებულ სიამოვნებას გვრის ძველი ავეჯი, რომელსაც თეთრებად ყიდულობს.

ამჯერად, მან არაჩვეულებრივი ფრანგული საპირფარეშოს მაგიდა იპოვნა. ის ღირებული იყო იმით, რომ ვინტაჟური ავეჯი ვიქტორიანულ სტილში იყო გადაწყვეტილი და ნამდვილი მუხისგან დამზადებული.

ნივთი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული და გაფუჭებული. მის მოსაწესრიგებლად, სერენამ მაგიდის ზედა ნაწილის საფარი მოხსნა და ზუმფარის ქაღალდით დაამუშავა.

გასაწმენდად სპეციალური დამარბილებელი სითხეები გამოიყენა. მათი წასმის შემდეგ ტილოთი გაწმინდა და ძველი ფენა მოაშორა.

თუ თავად გადაწყვეტთ მსგავსი სამუშაოების ჩატარებას, რესპირატორის მორგება აუცილებლად დაგჭირდებათ.

მას შემდეგ, რაც ზედაპირულ საქმეს მორჩა, სერენა შიდა სივრცეზე გადაერთო. უჯრებისთვის მშვენიერი გამოსავალია გამწმენდი სითხე ან ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხი საშუალება, პულივიზატორი და რბილი ტილო.

რადგანაც, მას სურდა ნივთი გლამურული გაეხადა და ღია ვარდისფრად შეეღება, მოუწია რამდენიმე ფერის შერევა, რათა სასურველი ელფერი მიეღო. იმისათვის, რომ ნატურალური მუხის ფაქტურა შეენარჩუნებინა, სერენამ ის გამჭვირვალე ლაქით დაფარა. თაროების შიდა მხარეზე კი ქაღალდის სურათები დააწება.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი