რას ნიშნავს ცხენის ძალა და რამხელა ძალა აქვს ერთ ცხენს

ყველა ადამიანს სმენია ფრაზა „ცხენის ძალა“, რომელიც ავტომობილებს უკავშირდება. თუმცა, ყველას ბოლომდე არ ესმის რას ნიშნავს ეს. ნათელია, რომ ის საზომი ერთეულია. თუ მას ცხენებს მოვარგებთ, შესაძლოა ცხოველებს სხვა რაოდენობის „ძალა“ აღმოაჩნდეთ. ანუ რა არის ეს?

„ცხენის ძალა“ არ გამოიყენება ზუსტი გამოთვლებისთვის. პირველად ის 1789 წელს შოტლანდიელმა ინჟინერმა და გამომგონებელმა ჯეიმს უაიტმა გამოიყენა, რომელმაც ამით აჩვენა ის, თუ რამდენ ცხენს შეეძლო ორთქმავლის ჩანაცვლება. უაიტი ენერგიებს და დენს იკვლევდა. სწორედ მის საპატივცემულოდ დაარქვეს ერთ-ერთ საზომს ვატი. ხოლო ცხენის ძალა ოფიციალურ საზომ ერთეულებში არ შედის, რადგანაც არაა ზუსტი.

მიუხედავად ამისა, ცხენის ძალის ეტალონური გაგება არსებობს. ესაა სიმძლავრე, რომელიც აუცილებელია 75კგ. მასის თანაბარი აწევისთვის სიჩქარით 1 მ წამში. ვატებში რომ გადავიყვანოთ, ერთი ცხენის ძალა 735.49875 ვატს შეადგენს.

არაა რთული გამოვიცნოთ, რომ ცოცხალ ცხენს მხოლოდ ერთი „ცხენის ძალის“ ფლობა არ შეუძლია. ითვლება, რომ ყველაზე ძლიერ ცხენებს შეუძლიათ 15 ცხენის ძალის ფლობა, სხვა ცხენების უმრავლესობის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 6-7 ძალაზე ჩამოდის. დღეს ეს საზომი ერთეული პროფესიონალური გამოყენებიდან ამოღებულია და მხოლოდ კოემერციული მიზნებით გამოიყენება.