რა უნდა დაამუშავოთ სახლში ანტისეპტიკური საშუალებებით

დღესდღეობით სახლის დეზინფექცია განსაკუთრებით საჭირო გახდა. ალბათ, დედამიწაზე აღარავინ დარჩა, ვისაც კორონავირუსის შესახებ არ სმენია.

თუმცა, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ზოგიერთი მაინც ვერ აცნობიერებს პრევენციული ზომების მნიშვნელობას.

დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ,რომ ამ საკითხს ოდნავ ჩავუღრმავდეთ და ვისაუბროთ სახლში არსებულ ყველაზე დაბინძურებულ ზედაპირებზე, რომლებსაც პირველ რიგში უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია.

სახლის დეზინფექცია

ყველაზე ჭუჭყიანი საგნები სახლში

ბევრს ავიწყდება, რომ სახლის ერთ-ერთი ყველაზე ჭუჭყიანი ნივთი მობილური ტელეფონია. ჩვენ მას 24 საათის განმავლობაში ვიყენებთ, ამიტომ ის პრაქტიკულად თითოეული ჩვენგანის ნაწილი გახდა.

მობილური მოწყობილობების რეგულარული გამოყენების შედეგად, ტელეფონზე ბაქტერიები ბევრჯერ უფრო სწრაფად გროვდება, ვიდრე სხვა რომელიმე საგანზე.

ამიტომ, პირველ რიგში აუცილებელია მის გაწმენდაზე იზრუნოთ. უბრალოდ დღეში ერთხელ გაწმინდეთ ტელეფონი ანტისეპტიკური საშუალებებით.

აუცილებლად გაწმინდეთ ტელეფონის ეკრანიც.

გაიხსენეთ, კიდევ რა ნივთებს ეხებით სახლში ყველაზე ხშირად?

რა თქმა უნდა, კარების სახელურებს. მათი დეზინფექციისთვისაც უნდა გამოყოთ განსაკუთრებული ყურადღება.

იგივე ეხება ჩამრთველებს. ხშირად, ქუჩიდან სახლში შემოსვლისას, მაშინვე ვეხებით ჩამრთველებს შუქის ჩასართავად. და მხოლოდ ამის შემდეგ შევდივართ სააბაზანოში ხელების დასაბანად. შემდგომ კი უკვე სუფთა ხელებით კვლავ ვეხებით ჩამრთველებს, შუქის ჩასაქრობად.

სახლში მიკრობების კიდევ ერთი ბუდე უნიტაზის ჩასარეცხი ღილაკია, რომელიც მის ავზზეა განთავსებული.

სასურველია მისი დამუშავება დღეში 1-2-ჯერ, სადეზინფექციო საშუალებებით.

ბევრისთვის ასეთი რჩევები შეიძლება ძალიან პროგნოზირებადი იყოს. მაგრამ ბევრი ვერც კი აცნობიერებს, რომ სახლში კიდევ ერთი ყველაზე ჭუჭყიანი ობიექტი მათი საყვარელი დივანია.

როდესაც სახლში დაღლილი ვბრუნდებით, ზოგიერთი ჩვენგანი პირდაპირ დივანზე ვწვებით, რომ ცოტათი დავისვენოთ. თანაც, ამას ისე ვაკეთებთ, რომ საგარეო ტანსაცმელს არც კი ვიცვლით. ხელების დაბანაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

შესაბამისად, დივნის ზედაპირზე ასევე ჩნდება მრავალი ბაქტერია, რომლებიც აუცილებლად უნდა მოაშოროთ ავეჯს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბალიშის პირების და გადასაფარებლების რეცხვას, რომლებიც დივანზეა გადაკრული. თუ დივანს გადასაფარებელი არ აქვს, საჭიროა საფუძვლიანად გაწმინდოთ მისი ზედაპირი ჯაგრისით ან ტილოთი (ეს ზედაპირზეა დამოკიდებული) და სპეციალური საწმენდი საშუალებით.