რატომ ათავსებენ ცნობილი ბრენდები ლოგოებს მარცხენა მხარეს

მკვლევარების თქმით თქვენ მარცხენა მხარეს განთავსებულ ლოგოს უფრო ხშირად უყურებთ ვიდრე მარჯვენას და ეს ბევრმა არ იცის. სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ლოგოებს სწორედ ამ მხარეს ანთავსებენ პოპულარული ბრენდები. თუმცა, ამას კიდევ რამდენიმე მიზეზი აქვს:

ისინი განთავსებულია იმ მხარეს, რომელსაც ბუნებრივად ვუყურებთ

ლოგო პირველ შთაბეჭდილებას გავს. როგორც ვებსაიტზე შესვლისას პირველად მარცხენა მხარეს ვუყურებთ, იგივე ხდება ტანსაცმლის და ცნობილი დიზაინების დანახვის დროსაც. ეს მხედველობის არეზეა დამოკიდებული, რადგან მაგალითად ხელის ჩამორთმევისას ჩვენ უფრო ხშირად სამოსის მარცხენა მხარეს უფრო ვუყურებთ, ლოგოს ადგილას.

ისტორიულად, ლოგოებს მარცხენა მხარეს ათავსებდნენ.

ხალხი მიჩვეულია მარცხნივ განთავსებული ლოგოების დანახვას, რადგან სწორედ აქ ამაგრებდნენ მათ წარსულშიც. იგივე სისტემით აფორმებდნენ მაგალითად სამხედრო უნიფორმებსაც და მათი გაფორმების ტრადიცია დღემდე არ შეცვლილა. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანები ბუნებრივად არიან მიჩვეულები ტანსაცმლის ამ მხარეს ლოგოს დანახვას.

ისინი ისეა მომართული, რა მიმართულებითაც ჩვენ ვკითხულობთ.

როდესაც ვებსაიტებს უყურებთ, მათი ლოგოები ხშირად სწორედ მარცხენა მხარესაა განთავსებული, რადგან დასავლური ქვეყნების მოსახლეობა სწორედ ამ მხარიდან იწყებს კითხვას. ეს არ შეეხება არაბულ და აღმოსავლურ ქვეყნებს, სადაც მარჯვნიდან მარცხნივ კითხულობენ.

მარცხენა მხარეს განთავსებული ლოგოები ბრენდებს უფრო ცნობადს ხდის.

ლოგოები ბრენდინგის მთავარი კომპონენტია და სწორედ ისინი გვამახსოვრებენ მათ. კვლევის მიხედვით ადამიანებს ის ბრენდები უფრო ხშირად ამახსოვრდებოდათ, რომელთა ლოგოებიც მარცხენა მხარეს იყო განთავსებული, მარჯვენა მხარესთან შედარებით. ასევე გამოკვლევებმა აჩვენა რომ საშუალოდ ბრენდების 98 პროცენტი ლოგოს სწორედ მარცხენა მხარეს ანთავსებს. ნებისმიერი ნივთის შეფასებისას ადამიანები ჯერ მარცხენა მხარეს უყურებენ, სადაც ლოგოა განთავსებული. სწორედ ეს ხდის ბრენდს უფრო ცნობადს და დასამახსოვრებელს. მათთვის მთავარი სწორედ ეს გახლავთ ნივთების და სამოსის დამზადებისას.