როგორ დავიცვათ საქარე მინა წვრილი მწერებით დაბინძურებისგან

ზაფხულობით ავტომობილის მფლობელები ახალ სირთულეებს აწყდებიან. მტვერთან ერთად შუშასა და გარე პლასტმასებზე მწერებიც იყრიან თავს. შეჩერება და მინების გაწმენდა რეგულარულად ხდება საჭირო. ჩვენ პრაქტიკულ რჩევებს მოგცემთ.

როგორ დავიცვათ ავტომობილი?

თუ მწერების ნაკვალევს მალევე არ გაწმენდთ, მოგვიანებით ის საკმაოდ პრობლემატური გახდება. თუმცა, ყოველთვის არაა ადვილი გავჩერდეთ და გავწმინდოთ….

შუშის ჩვეულებრივი წყლით გაწმენდა უსარგებლოა, სითხე არ ქმნის დამცავ საფარს.

თუ სხვა ვარიანტი არაა, შეგიძლიათ ნებისმიერი სარეცხი საშუალება გახსნათ წყალში და სპეციალური ხელსახოცით გაწმინდოთ. ასე დიდი რაოდენობით მტვერს მოაშორებთ.

პრაქტიკული რეკომენდაციები გამოცდილი მძღოლებისგან

  • შუშის გასაწმენდად გამოიყენეთ საყოფაცხოვრებო ქიმია. ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებები სასურველ შედეგს არ გამოიღებენ.
  • შეიძინეთ ხარისხიანი დამცავი საშუალება და დააწვეთეთ შუშას გასვლამდე. ზედაპირზე შეიქმნება საფარი, რომლის ჩამორეცხვაც უფრო მარტივი იქნება.
  • შუშის გამწმენდის შერჩევისას ყურადღება გაამახვილეთ კლიმატზე და სეზონზე. ზაფხულში აქტუალურია ნივთიერება, რომელიც ნებისმიერ შუშას ცხიმისგან იცავს. ზამთარში კი ყინვის საწინააღმდეგო.
  • დააყენეთ მწერების საწინააღმდეგო მოწყობილობა კაპოტზე. ის ბევრ მწერს და ტრასაზე შემხვედრ საგანს განიზიდავს.

სარეცხი საშუალების რეცეპტი ნებისმიერი სარკისთვის

2.5 ლიტრიან გაწმენდილი წყლის ცისტერნაში დაუმატეთ ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი საშუალება, მაგალითად „ფეირი“ და 15 მლ სპირტი. მიღებული მასა ეფექტურად წაშლის მწერების და ჭუჭყის ნაკვალევს.

  1. როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი შუშის გამწმენდი?

შეგიძლიათ შეიძინოთ მზა საშუალებაც და კონცენტრატიც, რომელსაც წყალში გახსნით. საგულდაგულოდ დაიცავით რეკომენდაციები და ნორმებს ნუ გადააჭარბებთ.

არჩევისას გაითვალისწინეთ:

  1. სურნელი. გაამახვილეთ ყურადღება არომატულ საშუალებებზე. თუ საშუალება სპირტის შემცველია, სურნელი სალონში შეაღწევს.
  2. შემადგენლობა. შეარჩიეთ წყალზე დამზადებული საშუალება. ასევე, მის შემადგენლობაში აქტიური კომპონენტები უნდა იყოს.
  3. პოპულარული საშუალებები:

1. BBF

შამპუნი, რომელიც კარგია ზაფხულის სეზონისთვის. 250 მლ 50 ლ. ხსნარის გაკეთებისთვის საკმარისია.

  1. «Next Lavr Insect Cleaner»

მისგან 13 ლ სარეცხი ხსნარი გამოგივათ.

  1. «Liqui Moly»

საზაფხულო შამპუნი სასიამოვნო სურნელით. 50 მლ 5 ლ გაზავებული საშუალებისთვის გეყოფათ.

  1. «NanoPro»

ინოვაციური საფარი შუშისთვის, რომელიც არ აძლევს მტვერს და მწერებს მიკრობის საშუალებას.

  1. «Sonax»

შუშის გამწმენდი კონცენტრატი ზაფხულის სეზონისთვის. კარგად აქრობს ცხიმებსა და მტვერს. იცავს შუშას დაზიანებებისგან. შემადგენლობაში შედის მეთანოლი. ასევე, კარგი ლიმნის სუნი აქვს.

  1. «Mosquitos Cleaner»

ის მსუბუქად აქრობს მწერების ნაკვალევს და არ აქვს სუნი.

  1. «LAVR Insect Cleaner Crystal»

სწრაფად და ეფექტურად ებრძვის სხვადასხვა ტიპის დაზიანებებს. აუმჯობესებს შუშის გამჭვირვალობას. საშუალება გეყოფათ 13 ლ. ხსნარისთვის.