
პატარა ბინის ბევრი მფლობელი ოცნებობს დამატებით სივრცეზე. ამ სურვილის განხორციელება ისეთი ავეჯით შეიძლება, რომელიც ტრანსფორმირდება. მასთან ერთად გაჩნდება თავისუფალი ადგილი, დამატებითი კომფორტი, სიმყუდროვე და ფუნქციები.
1. Rising Furniture
რობერტ ვან ემბრიკსმა, ჰოლანდიელმა დიზაინერმა შექმნა ავეჯი, რომელიც მოცულობით ნივთს ბრტყელ ზედაპირად აქცევს. ინტერიერის მსგავსი ნაწილები იქმნება ისე, რომ რამდენიმე ჯოხად დაიყოს. თითოეულ მათგანს თავისი ფიქსაცია აქვს და ავეჯს შეუძლია იქცეს სავარძლად და შემდეგ ისევ ბრტყელ ზედაპირად. ასორტიმენტშია მაგიდებიც.
2. Ori System
ამ ინოვაციური პროდუქტის მეშვეობით სულ რამდენიმე წამში მთლიანად შეცვლით ოთახის განლაგებას. სულ რაღაც ერთ ღილაკზე დაჭერით საწოლი კარადაში შევა, კედლიდან სხვა ავეჯი გამოვა და თავისუფალ სივრცეს შეგიქმნით. ავეჯის მართვა საკმაოდ მოხერხებული და მარტივია. ეს ყველაფერი მობილურის აპლიკაციით ხორციელდება. შეგიძლიათ პატარა ბინაც მრავალპროფილიან გარემოდ აქციოთ.
3. All-in-one
ამ სისტემის წყალობით ავეჯის ტრანსფორმაციის უამრავი ვარიანტი გექნებათ. კონტრუქცია სულ რამდენიმე წამში აქცევს კედელს სამუშაო კაბინეტად, საძინებლად, მისაღებ ზონად თუ პირად სივრცედ. იდეა სტუდენტებმა განახორციელეს, რომლებსაც კარგად ესმით რას ნიშნავს ფუნქციური ავეჯი პატარა სივრცეში. მათი შთაგონება იყო სათამაშო „მატრიოშკა“. ავეჯის პატარა ელემენტები დიდებში თავსდებიან. ასე, მინიმალურ ადგილს იკავებენ.
4. Sobro
ეს ჟურნალების მაგიდაა მომავლიდან. ის ძალიან მოდურად და თანამედროვედ გამოიყურება, მაგრამ გამოირჩევა არამხოლოდ სილამაზით, არამედ ფუნქციურობით. მასში ჩაშენებულია მაცივარი სასმელებისთვის, USB შესაერთებელი და სენსორული პანელი. უკანასკნელის მეშვეობით ხდება ტელევიზორის და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მართვა. ეს არის მაგიდა, რომელიც ყველა საჭირო მომსახურეობით უზრუნველყოფს თქვენს დასვენებას და მეგობრების თავშეყრას.
5. D-Table
ეს ავეჯი მათემატიკური თეორიებითაა შექმნილი. შეუძლია მიიღოს კვადრატის თუ სამკუთხედის ფორმა. მის შესაქმნელად მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მასალები გამოიყენეს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნივთების და ფეხსაცმელების შესანახ ყუთებად.