ნიდერლანდებმა ციხეები დახურა, რადგან დამნაშავეები აღარ ჰყავთ

ნიდერლანდებში კრიმინალური დანაშაულის პროცენტულობამ დაიკლო, თუმცა მათი ციხეების დაცარიელების საიდუმლო მათ მიერ პატიმრების ადამიანურად მოპყრობის მეთოდში მდებარეიბს. ეს მართლაც კარგად მუშაობს, რადგან მაგალითად 2018 წელს უკვე 4 ციხე დახურეს და რამდენიმე მათგანი თავშესაფრად გადააკეთეს კიდეც.

მოექეცით მათ ადამიანურად და ისინიც მოიქცევიან ადამიანურად.

მენტალური დაავადებების მქონე ადამიანებისთვის შექმნილი სპეციალური რეაბილიტაციის პროგრამების წყალობით ნიდერლანდებში ციხის მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა. ეს სისტემა დაფუძნებულია ადამიანების გაგებაზე, მათი დასჯის ნაცვლად. დანაშაულის ჩამდენი ადამიანები ხშირად იძულებულები არიან გადაიხადონ ჯარიმა და დაესწრონ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროგრამებს. ასევე ეფექტური გამოდგა ხანგრძლივი პატიმრობის ვადების შემდეგ ციხეში გატარებული დროის შემცირების მეთოდიც.

ეს ახალი მეთოდები ალტერნატიული განაჩენის სახელითაა ცნობილი და დაფუძნებულია იმ იდეაზე, რომ კრიმინალებს ისეთი ადამიანებივით უნდა მოვეპყრათ, რომლებიც რეაბილიტაციის შემდეგ კვლავ საზოგადოებისთვის გამოსადეგი პიროვნებები იქნებიან. ფსიქოლოგი მირიამ ვან დრიელის თქმით, თუკი ადამიანებს ძაღლებივით მოექცევით, მაშინ ისინი ძაღლებივით მოიქცევიან და თუკი მათ ადამიანებივით მოექცევით, ისინიც ადამიანებივით მოიქცევიან.

ინტერვენციის პროგრამები ეხმარება ციხეში მოხვედრილ ადამიანებს.

ციხეში მოხვედრილ ადამიანებს სთავაზობენ სასწავლო თერაპიებს, რომლებშიც მათ საზოგადოებაში თავის თავის ჩასმის სწრაფ მეთოდებს ასწავლიან. ეს ინტერვენციის პროგრამები იცავენ საზოგადოებას და ასევე ახდენენ ციხეში მოხვედრილი ადამიანების რეაბილიტაციას. მსგავსი პროგრამები წარმატებულად ითვლება, თუმცა ზოგიერთის აზრით ისინი მამაკაცების მკურნალობაზეა მორგებული და ქალებს ნაკლები წარმატებით ეხმარება.

ახალი სახლი ლტოლვილებისთვის

საბოლოოდ უამრავი ნიდერლანდური ციხე მიტოვებული იქნა პატიმრების ნაკლებობის გამო. ზოგიერთი მათგანი სხვა ქვეყნებს მიაქირავეს, ზოგი კი ძვირფას ჰოტელებად და ლტოლვილების თავშესაფრებად გადააკეთეს. ასევე იგეგმება ნიდერლანდების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ციხის უნივერსიტეტად გადაკეთებაც.