რატომ ვერ გადაიტანს თანამედროვე ქალაქური ჯიპი კარტოფილის ათობით ტომარას, ГАЗ-ისგან განსხვავებით

საბჭოთა ავტომობილი, გაზ-24-ი, საიმედოობის მაგალითად ითვლება. ამ ავტომობილს ადვილად შეეძლო 10 ტომარა კარტოფილის გადატანა. თუ მსგავსად თანამედროვე კროსოვერს დავტვირთავთ, შესაძლოა სავალალო შედეგები მივიღოთ. რაშია დღევანდელი მანქანების პრობლემა?

სინამდვილეში პრობლემა არა მანქანის ტიპში ან გამოყენებულ ნაწილებშია, საქმე თანამედროვე მანქანების უმეტესობის წინასწარ გათვლას ეხება – მათი შექმნის პროცესში მსგავსი დატვირთვის გაძლებას არ ითვალისწინებენ.

რატომ არ აკეთებენ ახლა ისე, როგორც ადრე? საქმე იმაშია, რომ ადრე ცდილობდნენ საავტომობილო პლატფორმები გაეკეთებინათ, რომლებიც სატვირთო და საომარ მანქანებთან იქნებოდნენ მიახლობულნი. მასშტაბურობის გამო კომფორტის დონე უფრო დაბალი იყო, თანამედროვე ავტომობილები კი პირიქით – სრულად კომფორტზე არიან ორიენტირებულნი. საიდუმლო რეგულირებად საკიდარშია, რომელიც რუსულ მანქანებს გააჩნდათ, ახლებს კი არ აქვთ.

რეგულირებადი საკიდარი, რომელიც არ იყო გათვლილი ყველა ტიპის მანქანაზე, საბჭოთა კავშირის მანქანებს საოცრად ამტანებს ხდიდა, თუმცა ნაკლებად კომფორტულს. მას შეეძლო აეტანა 10 ტომარა კარტოფილის დატვირთვაც კი, სხვა მასალის შემთხვევაში კი 3 ტონის.

ასევე არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ რეგულირებადი საკიდარი მძიმეა. საბჭოთა მანქანებში ის ავტომობილს 100 კილოზე მეტს უმატებდა. ამასთან, მაღალი საიმედოობა და ამტანობა სხვა შეზღუდვებს მოიცავდა, მათ შორის მაქსიმალური სიჩქარის.