რატომ ჯდება მობილურის ელემენტი ასე სწრაფად: ამ ათ შეცდომას მისი დამუხტვისას უშვებთ

თქვენ მიერ მობილურის სწორად დატენვაზეა დამოკიდებული თქვენი უსაფრთხოებაც და სმარტფონის ელემენტის სიცოცხლის ხანგრძლივობაც. თანამედროვე მობილურის ელემენტები დაფუძნებულია დატენვის ციკლის კონკრეტულ რიცხვზე, რის გამოც ისინი არასდროს არ უნდა დატენოთ 100 პროცენტამდე და არასდროს არ უნდა ჩამოიყვანოთ 0 პროცენტზე. ნახეთ კიდევ რა უნდა გაითვალისწინოთ ელემენტების უკეთ მოსავლელად:

1. დამტენის დატოვება შეერთებულ მდგომარეობაში

დამტენი დენში შეერთებისას გამუდმებით ანხორციელებს ელექტროენეერგიის მიღებას, რის გამოც ეს შეიძლება თქვენ ფინანსურ ხარჯებზე მნიშვნელოვნად აისახოს. ასევე ამით დამტენი შეიძლება გაცხელდეს და მოკლე ჩართვა გამოიწვიოს, რაც ხანძრის საშიშროებას ქმნის.

2. ელემენტის 100 პროცენტამდე დატენვა

ელემენტის 100 პროცენტამდე დატენვა მისი დატენვის ციკლების შემცირებას იწვევს, რაც მისი მუშაობის ხანგრძლივობას დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად შეამცირებს. ელემენტი ბოლომდე მხოლოდ თვეში ერთხელ უნდა დატენოთ.

3. ელემენტის ბოლომდე დახარჯვა

ელემენტის 0 პროცენტზე ჩამოყვანა ასევე აკლებს მას დატენვის ციკლს, რის გამოც იგი უფრო მალე გაგიფუჭდებათ.

4. მობილურის დასატენად დატოვება მთელი ღამის განმავლობაში

ასეთი საქციელით ზედმეტ ელექტროენერგიას დახარჯავთ და ელემენტს საჭიროზე უფრო მეტად დატენით. ასევე მთელი ღამით შეერთებულ მდგომარეობაში დატოვებული მობილური შეიძლება გადახურდეს.

5. ტელეფონის გამოყენება დამუხტვისას

თქვენ არ უნდა მოახდინოთ ელემენტის ენერგიის დაცლა მაშინ, როდესაც მის დატენვას ცდილობთ. ეს ზედმეტად სტრესავს მის ნაწილებს. თუკი დატენვის დროს ვინმე დაგირეკავთ, უბრალოდ გამოაერთეთ დამტენიდან მობილური და ისე უპასუხეთ ზარს.

6. 20%-ით სავსე ელემენტის დამუხტვა

ტელეფონის დასატენად ხშირად შეერთება ელემენტის მუშაობის დროს სულ უფრო და უფრო შეამცირებს ყოველი დატენვის შემდეგ. ამიტომ სმარტფონი დასატენად მხოლოდ მაშინ უნდა შეაერთოდ, როდესაც მისი ელემენტი 20 პროცენტს ჩამოცდება.

7. ტელეფონის ჩასადებში დატოვება დატენვისას

ელემენტის მთავარი მტერი სიცხეა, რასაც თქვენ ელემენტის ირგვლივ ამწყვდევთ მაშინ, როდესაც მობილურს ჩასადებიდან ამოღების გარეშე აერთებთ დასატენად. დატენვის წინ ამოიღეთ მისი ქეისიდან მობილური, რათა ელემენტს სუნთქვის საშუალება მისცეთ.

8. იაფი დამტენების გამოყენება

თუკი მობილურის დასატენად მის ორიგინალ დამტენს არ გამოიყენებთ, მაშინ ელემენტისთვის სხვა დამტენის მიერ მიწოდებული ენერგია შეიძლება ზედმეტად ბევრი ან მცირე იყოს. ამან შეიძლება ელემენტის გადახურება ან მისი ძალიან ნელა დატენვა გამოიწვიოს. თუკი ორიგინალი დამტენი გაგიფუჭდებათ, მაშინ აუცილებლად ზუსტად მისი მსგავსი მოდელი უნდა შეიძინოთ.

9. უცნობი აპლიკაციების გამოყენება

ისეთი უცნობი აპლიკაციების გამოყენება, რომელიც ცნობილი წყაროების მიერ არაა დამზადებული და თქვენი სმარტფონის მწარმოებელ კომპანიას არ აქვს შეფასებული, შესაძლოა ელემენტის ზედმეტად გადატვირთვის მიზეზი გახდეს. მათ ასევე ტელეფონში უნებართვოდ რეკლამების გადმოწერაც შეუძლიათ. სწორედ ამიტომ უნდა იხმაროთ მხოლოდ გადამოწმებული აპლიკაციები.

10. მობილურის დატენვა ლეპტოპის საშუალებით

ელექტროენერგიის წყაროში შეერთებისგან განსხვავებით, ლეპტოპის დახმარებით მობილურის დატენვა ელემენტის სწრაფი დატენვის ფუნქციას არ ააქტიურებს, რის გამოც იგი უფრო დიდი ხნის განმავლობაში იტენება. სწორედ ამიტომ სჯობს გამოიყენოთ დენის წყარო მობილურის დასატენად ლეპტოპის ნაცვლად.