მცურავი ვილა – იდეალური ადგილი განმარტოებისა და დასვენებისთვის

უკანასკნელ პერიოდში ადამიანები იმდენად შეპყრობილნი არიან თავიანთი უსაფრთხოებით, რომ ნებისმიერ შესაძლებლობას ეჭიდებიან მაქსიმალურად დაცული სახლის მოსაწყობად თავისუფლების შეზღუდვის გარეშე. ცნობილმა არქიტექტორმა და დიზაინერმა ჩაკ ანდერსონმა ავსტრალიაში მცურავი ვილა მოაწყო, სადაც არამხოლოდ განმარტოებულ და დაუვიწყარ გამოსასვლელ დღეებს ატარებს, არამედ აქირავებს კიდეც.

პალმ ბიჩზე განლაგებული «LilyPad Palm Beach Villa» – ეს ორსართულიანი მცურავი რეზიდენცია ცოტა ხნის წინ შეუშვეს წყალში და ის სიდნეის მდიდრული უბნის შემოგარენში მდებარეობს.

ჩაკ ანდერსონი ცხოვრების დიდ ნაწილს წყალზე ატარებდა და სურდა რაიმე მიმზიდველი და კომფორტული შეექმნა, იახტა ან ჩვეულებრივი ნავი თუმცა, შემდეგ მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა.

იმისთვის, რომ ბუნებასთან სრული ჰარმონიისთვის მიეღწია, მშენებლობის ყველა პროცესი ეკოლოგიური უსაფრთხოების ჩარჩოებში ტარდებოდა. ამ მიზნით, ფასადის მასალები და შიდა გაფორმება მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური მასალებით შესრულდა. დაყენდა მზის ბატარეები და წყლის გასუფთავების სისტემა.

საბოლოოდ კრეატიულ დიზაინერს და სპეციალისტების გუნდს გამოუვიდათ ოცნება რეალობად ექციათ. რადგანაც მცურავ სახლს პატარა ზომები აქვს ის მხოლოდ ორი ადამიანის დასვენებისთვისაა განკუთვნილი.

თუმცა, როგორც ვილის მფლობელი აღნიშნავს აქ დახურული წვეულებები, ქორწინებები და სხვა ღონისძიებებიც იგეგმება 16 სტუმრის თანდასწრებით. ასევე კარგად გრძნობს თავს 6 ადამიანის კამპანია. მეორე სართულზე საძინებელია ორი დიდი დიდი საწოლით, რათა ოჯახმა კომფორტული დასვენება მოიწყოს. საძინებელთან სააბაზანოა სპა-სალონის სტილში და სრული მოდუნება გარანტირებულია.

ტერასაზე შესაძლებელია რუჯის მიღება, მასაჟით ტკბობა, ვახშმის მირთმევა ან უბრალოდ ჭიქა ღვინის დალევა მზის ჩასვლისას. აქტიური დასვენების მოყვრულთათვის აქ სხვადასხვა პროგრამებია შემოთავაზებული: გასეირნება ნავით, თევზაობა, სერფინგი…

შეყვარებულებისთვის 1 ღამე 1,3 ათასი დოლარი ღირს. ამაში შედის საუზმეც და სხვა მომსახურეობებიც. შესაძლებელია ოჯახმა ერთი თვით ის 3.6 ათას დოლარად დაიქირაოს.