რატომ ძირავენ ტაილანდის წყლებში ტანკებს ყოველდღიურად

არაა საიდუმლო, რომ საომარი ტექნიკა, გამოსული მწყობრიდან ან ჩამოწერილი ქვეყნის შეიარაღებიდან, უტილიზაციისთვისაა განკუთვნილი. ამას ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირად აკეთებენ. ტაილანდის მთავრობამ პრობლემის გადაჭრის თავისი გზა მოიფიქრა. ამით ზიანი არ ადგება არც გარემოს და არც ქვეყანას.

ტრადიციულად ისინი მეტალურგიაში გადიან დამუშავებას. მაგრამ, 2010 წელს ტაილანდის ადგილობრივმა ხელისუფლემა არატრადიციული გზა მოიფიქრა. სამეფო ბრძანებით, ექსპლუატაციაში გასული 20 საომარი მანქანა ოკეანეში გაიტანეს და ჩაძირეს.

ამ გადაწყვეტილებას ორი მიზანი ედო საფუძვლად. პირველი – მარჯნების პოპულაციის გაზრდა, რომელიც მუდამ იკლებს და ამაში დამნაშავე ადამიანია. ძველი ტექნიკა მათთვის მშვენიერ სახლად იქცევა.

მეორე – სხვა ქვეყნის დაივერებისთვის საექსკურსიო ადგილის მოწყობა. ტურისტები სიამოვნებით მიდიან ოკეანეში, რათა დაათვალიერონ რა იმალება ქვევით და გაეცნონ წყალქვეშა სამყაროს. ჩაძირული საომარი ტექნიკა ამ განცდებს ბევრად ამძაფრებს.

მთავრობამ ერთი გადაწყვეტილებით სამი საკითხი გადაჭრა: საომარი ტექნიკის უტილიზაცია, ოკეანისთვის სახლის ჩუქება და ტურისტული ბიზნესისთვის შემოსავლის კარგი წყაროს უზრუნველყოფა.